კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ნიკოლოზ სერბი: ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილით, რომელი ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან, ანდა წმინდანის ღიმილი, რომელიც ამაქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.

სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერების სიხარულში და მწუხარების ტირილში თანამონაწილეობას? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი, თუ არა იმაზე, რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება, მწუხარებას კი სიხარული მოსდევს. სამწუხაროა, რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს – მაიმუნი და აფთარი. ეცადე, რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს, მწუხარება კი – აფთრის უაზრო იპოხონდრიას. გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი – წმიდანისა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს, წყალობას, სიყვარულსა და მარადიულობას. დიახ, მარადიულობასაც, რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია, ასეთი ღიმილი კი მარადიული.

ნიკოდომოს ათონელი: დაფიქრდი, საყვარელო, იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩვენი ცხონებისთვის. თავდაპირველად მან მოამზადა თავისი სამეფო მათთვის, ვინც მისი ნების მორჩილი იქნებოდა. ღმერთმა სიკეთე და ნეტარება მხოლოდ თავისთვის როდი დაიტოვა, არამედ იგი ჩვენთვის მოამზადა, როდესაც მოისურვა, რომ მადლით თავის შვილებად და სულიწმიდის თანაზიარად გავეხადეთ. ჩვენი ცხონებისთვის დემონების წინააღმდეგ იბრძვის ზეციური მხედრობა – ანგელოზები და მთავარანგელოზები, რომელთა მსახურება იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვან ადამიანები და ცხოვრებაში დაეხმარონ.

მიტროპოლიტი ანტონი: ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება გვასწავლის, რომ თუკი მივეცემით ჩვენს სურვილებს, ჩვენს გატაცებას, შეიძლება, ვიქცეთ არა ადამიანად, არამედ – სიმახინჯედ: ულმობელად, ლოთად, ნარკომანად, მატყუარად, მხდალად და სხვა ამის მსგავსად. მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე ისაა, რომ შენ თუ ასე ან ისე მოიქცევი, შენს გულში ამა თუ იმ სურვილებს, გრძნობებს, მისწრაფებებს შეუშვებ, თუ შენს გონებას ამა თუ იმ აზრებით შებღალავ, უკვე იმდენად დაიბინდები, რომ შენთვის შეუძლებელი იქნება, დაინახო და გაიგო სილამაზე, გულით განიცადო იგი ისე, რომ შენი გული იწვოდეს მისგან. იმიტომ, რომ მაშინ ამის ძალები აღარ მექნება, შენში აღარ იქნება ის სიმართლე, რომელიც საშუალებას მოგცემს, გადალახო საკუთარი თავი და იქცე ნამდვილ „მედ“, როგორიც შენ სიღრმისეულად ხარ და რომელიც ზედაპირზე ხშირად ძალიან არ ჰგავს საკუთარ თავს.

скачать dle 11.3