კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს დათო ევგენიძე თემურ ლენგისთვის სამაგიეროს გადახდას საქართველოს რვაჯერ აოხრების გამო

კომპოზიტორ დათო ევგენიძეს კინოსა და მუსიკის  ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან აკავშირებს მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობები. მათ შორისაა ფიოდორ ბონდარჩუკიც. ევგენიძისა და ბონდარჩუკის მეგობრობა სათავეს კომპოზიტორის კარიერის დასაწყისში, ქალაქ მოსკოვიდან იღებს. ჩვენი რესპონდენტია დათო ევგენიძე. 

დათო ევგენიძე: მოსკოვთან საკმაოდ ბევრი წელი მაკავშირებს. 1977 წელს ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში, შემდეგ იყო ასპირანტურა. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მქონდა დიდი თეატრის პერიოდი. სადაც ჩემი სამი დივერტისმენტი დაიდგა. 

– მოდი, სტუდენტობის წლები გავიხსენოთ.

– სიამოვნებით. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს არ უნდოდათ საერთო საცხოვრებელში მეცხოვრა, ჩემი გიჟი ხასიათის გამო, ბებია გამაყოლეს და იქვე ბალშაია გრუზინსკაიაზე მიქირავეს ბინა. მეოთხე კურსზე უკვე სტანისლავსკის ქუჩაზე გადავედით, უფრო ახლოს კონსერვატორიასთან. სწორედ იქ გავიცანი ფიოდორ ბონდარჩუკი და დავუახლოვდი. იმ დროს სკოლის მოწაფე იყო. მე მასზე 6 წლით უფროსი ვარ. სტანისლავსკის ქუჩასთან იყო სკვერი, მასში – კომპოზიტორთა კავშირი. ოდნავ მოშორებით – რესტორანი „ბალალაიკა”. იქვე ცხოვრობდნენ: ნინო ანანიაშვილი, ალიკა სმეხოვი, ანრის ლიეპა, გია ჩუბინიშვილი... ვინც სხვაგან ცხოვრობდა, ისინიც ამ ბაღში მოდიოდნენ. მოკლედ, ტუსოვკის ადგილი იყო. მე ამ თაობაში ცოტა მასწავლებელივით ვიყავი, 6 წელი იმ ასაკში უფრო შესამჩნევი იყო. ჩვენ ძალიან დავახლოვდით: ჯარში მე გავაცილე ფედია ბონდარჩუკიც, სტიოპა მიხალკოვიც. 

– სტიოპა, ნიკიტა მიხალკოვის შვილი?

– კი, ნიკიტა მიხალკოვისა და ანასტასია ვერტინსკაიას პირველი შვილი. გვქონდა მიმოწერა. ეს იყო ბავშვობისა და ჩვენი მეგობრობის დასაწყისი. ჩვენთან მოდიოდნენ. ბებიაჩემის ხაჭაპურებზე გიჟდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ აგარაკები და უზარმაზარი სახლები, რატომღაც ჩემი სახლი იყო ხოლმე ცენტრი. ხშირად ღამითაც ჩემთან რჩებოდნენ.

მოგვიანებით, ცოტა ხნით საქართველოში დავბრუნდი, როდესაც მოსკოვში ჩავედი, ისინი უკვე სარეჟისორო ფაკულტეტის პირველკურსელები იყვნენ. 

– როდის დაიწყო თქვენი შემოქმედებითი ურთიერთობა?

– პირველი შემოქმედებითი ურთიერთობა შედგა, როდესაც მათ გააკეთეს პროექტი „პაკალენიე” – ვიდეოკლიპების ფესტივალი. ის არ ყოფილა ერთწლიანი: „პაკალენიე 93”, „პაკალენიე 94” და ასე შემდეგ გრძელდებოდა. ერთ-ერთ ასეთ ფესტივალზე ჩემმა კლიპმაც აიღო ნომინაცია, რომლის რეჟისორიც თვითონ ფედია იყო. სხვათა შორის, ეს იყო პირველი საერთაშორისო კლიპი, რომელიც უცხოეთში, რუსეთის გარეთ იქნა გადაღებული. კლიპში ჩემი სიმღერა ჟღერდა, ვასრულებდით დუეტში მე და კრისტინა ორბაკაიტე. ეს იყო 1993 წელს. 

მომდევნო წელს გავაკეთე პირველი ინტერნაციონალური ფესტივალი – რუსი მუსიკოსები პირველად გავიყვანე დასავლეთში და დასავლეთის ვარსკვლავებთან ერთად ერთ სცენაზე დავაყენე. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ჩემი 4-წლიანი წასვლა კანარებზე.

– რა ხდებოდა კანარის კუნძულებზე და საერთოდ, როგორ აღმოჩნდით იქ?

– ფრანგები ფლობდნენ კანარებზე „მიუზიკ ქლაბებს“. ივ როშე, ცნობილი სუნამოს ავტორის შვილი იყო ერთ-ერთი ამ „ქლაბის“ მუსიკალური პროდიუსერი. ეს გორბაჩოვის პერიოდია. პერიოდი, როდესაც ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთისთვის რუსეთი. ივ როშე-უმცროსი ჩამოვიდა სტუმრად რუსეთში და ეძებდა მუსიკოსს რუსულ ბაზარზე. მოსკოვში მომისმინა მე. მითხრა: კანარებზე დაგპატიჟებთო. მანამდე, ჩემით ვუკრავდი მოსკოვში, საქართველოში. როგორც ასეთი, ბენდი არ მყავდა. შემატყობინეს, მოწვევას გიკეთებს ბენდითო. მაშინვე ჩამოვქანდი თბილისში, დავურეკე დათო ჯაფარიძეს: სასწრაფოდ ბენდი გავაკეთოთ-მეთქი. მან დაუძახა გია სალაღიშვილის, მე, პაპკა კვაჭაძეს და ასე გაჩნდა კვარტეტი. მერე ჩვენ, მაია ჯაბუა და ეკა კახიანი, ყველანი ერთად, 1989 წელს წავედით კანარებზე. გვერქვა: „დათოს ჯორჯიან ბენდ”, წარმოიდგინეთ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჩვენ აღმოვჩნდით სამოთხეში.

– წარმომიდგენია, ბალალაიკას მოტივებზე აღზრდილის ინტერპტრეტაციებს რომ ელოდნენ, თქვენი მოსმენის შემდეგ, რა დიდ სიამოვნებას მიიღებდნენ.

– არ ელოდნენ ბალალაიკას მოტივებს, რადგან ივ როშემ მანამდეც ხომ მომისმინა. გახსოვთ, ალბათ, ერთი პერიოდი მონაკოს პრინცესა სტეფანი მღეროდა. ივ როშე, იმავდროულად, სტეფანის პროდიუსერიც იყო. მე სტეფანის პირადადაც ვიცნობ, რადგან ის იმ კლუბში ჩამოდიოდა, სადაც ჩვენ ვმოღვაწეობდით, ისევე როგორც – ალენ დელონი, მისი ვაჟი ენტონი დელონი, ბელმონდო, მისი ვაჟი, დანიელ ეშტერი, დანიელ ბიაზინი... ამ კლუბის პატრონი ჟან-მარ გოდერსი იყო – მათი მეგობარი. ის ძალიან ცნობილი ფრანგი არქიტექტორია, რომელიც ტენერიფის სამხრეთს, ლას-ამერიკას მთელ სანაპიროს ფლობდა.  

მე რომ ჩავედი, კანარებს, როგორც ტურისტულ ადგილს, უკვე 30-წლიანი ისტორია ჰქონდა, 4 წლის განმავლობაში ჩემი ბენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა იქ. სხვები თუ ქავერებს უკრავდნენ, ჩვენ ყოველ საღამოს კონცერტებს ვმართავდით. იმიჯიც შეეცვალა კლუბს და ბილეთის ფასიც გაძვირდა. ზემოთ მოგახსენეთ, როგორი ცნობილი ადამიანები ჩამოდიოდნენ ჩვენს მოსასმენად. მოგვიანებით, სანტა კრუსის კონსერვატორიაშიც დავიწყე გაკვეთილების მიცემა. ნელ-ნელა გამიჩნდა გარკვეული სანაცნობო წრე – სპონსორები, გუბერნატორი, ჰაი კლასის წარმომადგენლები... მივხვდი, რომ მათ ძალიან აინტერესებდათ რუსი ტურისტები. ამ დროს მე რუსეთში მთელ ვარსკვლავებს ვიცნობ... 90-იან წლებში ძალიან დიდი ფული გაჩნდა რუსეთში, მაგრამ, კანარებზე არ დადიოდნენ. იმხანად რუსი ტურისტების ბუმი იყო თურქეთში. მე ამ ორი ინტერესის თანხვედრა დავინახე. შევთავაზე, მათ, რომ ჩავუყვანდი რუს ტურისტებს ყველაზე მაღალი კლასის რუს ვარსკვლავებთან ერთად. 

– დაინტერესდნენ?

– რა თქმა უნდა. დავაფუძნე კომპანია “დეკსი ინტერნეიშენალ” (დათო ევგენიძე, კაჟევნიკოვი სერგეი, სერგეი არხიპოვი და იოსებაშვილი გეგი). შეთანხმება გვქონდა „არტ ფიქჩერთან,“ ბონდარჩუკსა და მიხალკოვის სტუდიასთან, მხოლოდ მათ ჰქონდათ ექსკლუზიურად გადაღების უფლება. 

– ესე იგი, ეს პროექტი თქვენი მეორე შემოქმედებითი ურთიერთობის საწინდარი გახდა. 

– სწორედაც. საქართველოდან წავიყვანე მთელი ჩემი სამეგობრო, ირაკლი ჩარკვიანი, დათო გომართელი თავიანთი ოჯახებით. უკრავდა პაკო დე ლუსია, ლატოია ჯექსონი... კონცერტები გვქონდა კორიდაზე. პირველ განყოფილებაში ვაკავებდი რუს ვარსკვლავს, მეორეში – საერთაშორისოს, რომ ხალხი მოსულიყო. თან წავიყვანე სულ ლაივ ჯგუფები: „მარალნი კოდექს”, პრესნიაკოვი, ვინც ცოცხლად უკრავდნენ. 

– ამის შემდეგ თქვენს შემოქმედებაში იყო ფრანგული პერიოდი. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს?

– 6 წელი. წასვლამდე შევქმენი „დექსი პლანეტა“ რადიო. სერგეი არქიპოვს და სერგეი კაჟევნიკოვს ათ-ათი პროცენტი ჰქონდათ ამ რადიოში ჩადებული, 70 – ჩემი იყო. ამის შემდეგ იშვიათად ვრეკავდი. სულ მეუბნებოდნენ, რადიოს მიხედეო... რაღაცა პერიოდის შემდეგ, მოსკოვში რომ მოვხვდი, ბონდარჩუკმა და მიხალკოვმა მითხრეს, თუ შეხედე, ქალაქში „რუსსკოე რადიოს” პლაკატებიაო. ეგ შენი რადიოა, „პლანეტა დექსი“, ახლა „რუსსკოე რადიო“, ხოლო „ზალატოი გრამაფონი” – შენი რადიოს პრიზიაო. მოკლედ, 7 წელიწადში ამ რადიომ იბარტყა. 

– როგორ მოიქეცით?

– როდესაც, თვითონ მიატოვებ, შენივე უყურადღებობით, მერე სხვებს არ უნდა მოსთხოვო, რატომ არ გაგახსენდითო. ყოველ შემთხვევაში, მერე იმ ადამიანებს შევხვდი და ახლა მაგალითად, მთავაზობენ მოსკოვში ჩემი იუბილეს გადახდას, – 55 წლის ვხდები. რომელ დარბაზსაც გვეტყვი და რომელი სუპერვარსკვლავის ჩემოყვანაც გინდაო... მე რაც ჩავდე იმ რადიოში, მაშინ დიდი ფული იყო, მაგრამ რეალურად, ბევრი რამ იმათი შრომის შედეგია. 

– იურიდიულად?

– იურიდიულად ახლაც იმავე სიხშირეზე ზის ის რადიო, რომელიც მე მეკუთვნის, მაგრამ... რეალურად, მე იმ რადიოსგან მეკუთვნის ყურადღება, რომელსაც არ მაკლებენ, ყველაფერი ახსოვთ. ჩემს მეგობრებსაც კი, რომლებიც მიდიოდნენ და სჭირდებოდათ რეკლამა, უფასოდ უკეთებდნენ. ასე რომ, მადლიერების გარდა, არაფერი მეთქმის.

– რა იყო თქვენი და თქვენი მეგობრების საქმიანი ურთიერთობის ნაყოფი?

– ფედიას პირველი სერიოზული და სრულმეტრაჟიანი ბლოკბასტერი „მეცხრე როტა”. მისთვის მე დავწერე მუსიკა. ეს იყო ფედიას ყველაზე წარმატებული ფილმი. ფილმმა, მგონი, რა პრიზებიც არსებობს, ყველა აიღო. მათ შორის სამი პრიზი: „ოქროს ვერძი”, „ოქროს არწივი” და „ნიკა” ავიღე მე.

ახლახანაც გავაკეთეთ ფილმი: „ლუჩშაია ნევესტკა კავკაზა”, ფედია არის მისი პროდიუსერი. ეს ფილმი გადაძახილია: „კავკაზსკაია პლენნიცასთან”. ძალიან სასაცილო კომედიაა, სექტემბერში იქნება მისი პრემიერა.

– როგორც შევიტყვე, 9 მაისს ფიოდორ ბონდარჩუკის დაბადების დღეზე იყავით მიწვეული.

– რომ არ ჩამოხვიდე, დაგკარგავო. ჩავედი და დამახვედრა სიურპრიზი: „არტ პიქჩერის“ 20 წლისთავია და შენ მუსიკალური პროდიუსერი იქნები ამ პროექტისო. მე მესმის, რომ პატივისცემა გამოხატა ამ ჟესტით. ასევე, ვაპირებთ, საქართველოში გავხსნათ „არტ ფიქჩერის“ სტუდიის ფილიალი. დაბადების დღესთან დაკავშირებით, მოსკოვში, ამ ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, მივიღე ხუთი ძალიან სერიოზული შეკვეთა. სანამ მათზე მკითხავთ, უნდა გავიხსენო ჩემი ურთიერთობა რეზო გიგინეიშვილთან.

– რომელიც გარდა იმისა, რომ ქართველია, თქვენი მეგობარი სტიოპა მიხალკოვის სიძეცაა.

– კი, მაგრამ რეზიკო ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ახლობელია ჩემთვის, ვიდრე ფედია და სტიოპა, იმიტომ რომ, ჩემი გაზრდილია. ჩემი ლიკა, ლუკა და რეზიკო, ერთად მღეროდნენ. კლიპიც არის გადაღებული, როდესაც მღერიან „ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ მე”... რეზიკოს დედამ გააკეთა საახალწლო გადაცემა და იქ მღეროდნენ სწორედ. მასში რეზიკო 5 წლისაა, ლიკა 4-ის და ლუკა 3-ის. რეზიკო შვილივით მიყვარს და მისი ყველა ფილმის კომპოზიტორი ვარ. 

– რადგან ხუთივე ზემოხსენებულ პროექტს ვერ ჩამოვთვლით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანსა და მასშტაბურზე ვისაუბროთ.

– ძალიან რთულია, როდესაც ასეთ შემოთავაზებაზე თანხმდები, რადგან რვაჯერ ილაშქრა თემურ ლენგმა საქართველოზე. მიხვდით, ალბათ, ამ ისტორიულ პიროვნებაზე ფილმს იღებენ. მე ამ ფილმის კინომუსიკაში შევეცდები, ლენგს სამაგიერო გადავუხადო. ფილმს ჰოლივუდი იღებს, „იუნივერსალ ფიქჩერსი”. მოხუც ლენგს თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი. სცენარისტია პიროვნება, რომელმაც „გლადიატორის” სცენარი დაწერა.

– წელს საიუბილეო წელი გაქვთ.

– ერთ-ერთი პროექტი ამ ხუთიდან, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება.

скачать dle 11.3