კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ზეწრის ქვეშ არ იხედება იუნა შაფათავა და რის ჩვენებას შეეცდება ის თავის გადაცემაში

ქალბატონმა, რომელიც საზოგადოებისთვის ეროტიკული ფილმებით, თამამი სცენებითა და ქცევით არის ცნობილი, „მეცხრე არხზე“ ახალი გადაცემა დაიწყო. „16+“ არ გულისხმობს რაიმე ასაკობრივ ცენზს, ის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ ინტრიგას ატარებს. როგორ გასცემენ სტუმრები იუნა შაფათავას 16 კითხვას პასუხს, რომლითაც ის მათ გახსნასა და ახალი კუთხით წარმოჩენას ცდილობს, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

იუნა შაფათავა: რესპონდენტის ამპლუაში მილიონჯერ ვყოფილვარ, მაგრამ, წამყვანის როლი პირველად მოვირგე და ძალიან მიხარია, რადგან, სულ მინდოდა. ეს არის პატარა ქრონომეტრაჟის, 5-7-წუთიანი გადაცემა, რომელიც გადის კვირაში ერთხელ და ჰქვია „16+“. „თექვსმეტი პლუს“ არანაირი „ნამიოკი“ არ არის, უბრალოდ, გადაცემაში ისმება თექვსმეტი და კიდევ უფრო მეტი კითხვა. 

– თუმცა, შენგან უფრო ასაკობრივ ცენზურას მოელოდნენ.

– დიახ, ყველა ამას მოელოდა, მაგრამ, ასე არ არის. სერიოზული ფორმატი ავირჩიეთ და, ალბათ, სულ ასე იქნება. ფილმების ამპლუა ფილმებისაა და რეალური ცხოვრება კიდევ სულ სხვა. 

– ანუ, ორი იუნა არსებობს – საჯარო და ნამდვილი?

– რატომ ორი? ძალიან ბევრი იუნა არსებობს, ალბათ, უფრო ორას ოცდაორი – გააჩნია, ცხოვრებაში რა სიტუაციაა. 

– და, რეალური იუნა როგორია?

– არ ვიცი, ადამიანი ყველანაირია სხვადასხვანაირ მომენტში: თუ გამაბრაზებენ, საშინლად ბრაზიანი და ცოფიანი ვხდები, ძალიან მხიარულიც ვარ, გართობაც მიყვარს, ძალიან სერიოზულიც ვარ და ვლოცულობ კიდეც. მონასტერში ძალიან ხშირად დავდივარ, არც მინდა ამაზე საუბარი – ძალიან სათუთი თემაა. მოკლედ, ჩამოთვლა რომ დავიწყო, ძალიან შორს წავალ. რაც შეეხება პროფესიებს, ვარ ენის სპეციალისტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მენეჯერი, იურისტი. ვაკეთებ თარგმანებს. ვარ ჩემი დის მენეჯერი და სპონსორი, რომელიც ჩოგბურთის ნაკრების პირველი ჩოგანია. სოფიკო შაფათავა ჩემი დაა. წელს ჩოგბურთის დაფინანსების კუთხით დიდი პრობლემებია და ამასთან დაკავშირებით, ალბათ, დიდი ბრძოლები მომიწევს. პლუს, ვწერ, ვმღერი. შარშან ფრანგული სიმღერა ჩავწერე. შაბათობებშიც მიმიღია მონაწილეობა და შუშებიც მიწმენდია.  

– შედის შენს გადაცემაში ინტიმური შეკითხვები?

– არა, ნამდვილად არა. მე უფრო ღრმა ფსიქოლოგია მაინტერესებს, ვიდრე ყვითელი თემები. მესმის, რომ პირადი ცხოვრება ძალიან საინტერესოა, მაგრამ, რასაც ჩვენ ვხედავთ ზედაპირზე, ხშირად ის მოჩვენებითია და რეალობასთან ოდნავაც არ არის ახლოს. ნებისმიერ შოუში, იქნება ეს ოპრას, ელენ დი ჯენერისის თუ სხვა, თავის სტუმარს ყველა სხვადასხვანაირად ხედავს. სხვადასხვა არხზე ჩვენი მსახიობები, პოლიტიკოსები, საჯარო პირები სულ სხვადასხვანაირად ჩანან. ვეცდები, ჩემი სტუმრების ის მხარე ვაჩვენო, რომელიც მაყურებლისთვის ახალი იქნება. ჩემთვის მთავარია, ადამიანი შევისწავლო, ზედაპირიდან ღრმად ჩავიდე, მისი კარგი და ცუდი მხარეები ვაჩვენო და მერე უკვე მაყურებელმა გადაწყვიტოს, როგორია ის. რა თქმა უნდა, შვიდ წუთში ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ, ვეცდები. რა კუთხით დაინახავს სტუმარი ამა თუ იმ კითხვას, ეს მის პიროვნებაზე ილაპარაკებს. ეს ღრმა ფსიქოლოგიაა...

– რატომ არ აირჩიე ის მიმართულება, რომელსაც უფრო მოელოდნენ შენგან – რატომ არ იყურები ზეწრის ქვეშ?

– არ მაინტერესებს, ზეწრის ქვეშ რა ხდება. ამის სურვილი რომ გამჩენოდა ოდესმე, შესაძლებლობა მქონდა, ცნობილი ვიდეოებით სწორედ ასეთი იმიჯი შემექმნა. ეს იყო პროექტის პრომოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი მაშინ, რომელიც ზუსტად ზეწრის ქვეშ იხედებოდა, თუმცა, არ შედგა. მაგრამ, რა ვიცით, რა ხდება ხვალ?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს თემები არ მაინტერესებს, რადგან, ჩემზე ზეწრის ქვეშ იმდენი ილაპარაკეს ადამიანებმა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ვინ ვარ, რომ, მივხვდი, ეს ძალიან კომიკურია.

– შენ თავად ხომ არ შეუწყვე ხელი ამ საუბრებს?

–  არ ვუწყობ ხელს მათ ასეთ ლაპარაკს, რადგან, ადამიანები ხედავენ იმას, რისი დანახვაც თავად უნდათ. 

– მაგრამ, რატომ არ ხედავდნენ დედა ტერეზაში?

– რა იცით, რომ არ ხედავდნენ?! ბოლო დროს დედა ტერეზას გარშემო ძალიან ბევრი ჭორი აგორდა. როდესაც ვიღაც ცნობილ პიროვნებაზე ვკითხულობ რაღაცას, სულ მაინტერესებს მისი პირადი ცხოვრება, შეყვარებული, სიყვარული... ჩვენ ხომ ინსტინქტებით ვმოქმედებთ. ინსტინქტებზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ შენ მშიერი, მწყურვალი, დაუკმაყოფილებელი ხარ, მაღალ მატერიებზე ვერ იფიქრებ – ეს ელემენტარულია. რით ვირთობთ თავს? ადამიანმა მთელი დღე ფიზიკურად იმუშავა, მივიდა სახლში და იმას დასვენებაც უნდა და ქალისა და ზეწრის დანახვაც.  ყველას აინტერესებს ის, რისი გაკეთება თავადაც შეუძლია. ამიტომ არის, რომ წარმატებული ადამიანი არც ისე ბევრია, პოპულარული კი – ძალიან ბევრი.

– თავს პოპულარულ ადამიანად მიიჩნევ თუ წარმატებულად?

– საქართველოს პირობებში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. შენს სფეროში რომ ექსპერტი იყო, ამას ძალიან ბევრი „წყალქვეშა დინება“ ახლავს თან, უამრავი შეფერხება გხვდება. ქალისთვის და, მით უმეტეს, ქერა ქალისთვის, ეს ათმაგად რთულია. ჩვენი მამაკაცები ქალს როგორც გართობის ობიექტს ისე აღიქვამენ. უამრავ მოლაპარაკებაზე ვარ ნამყოფი, შევარდნაძის დროიდან საკმაოდ მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი, მაგრამ, საზოგადოებას სერიოზულად რომ აღვექვი, ძალიან  ბევრი მონდომება დამჭირდა. ვინმეს ცოლი ან საყვარელი თუ ხარ, მაშინ სხვანაირად ხდება ამბავი. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისებიც, მაგრამ, ძირითადად, ცდილობენ, მოგიპოვონ. არიან ისეთი ქალებიც, ვინც აქეთ ცდილობს მამაკაცის მოპოვებას და ეს უკვე მომგებიანი პოზიციაა.

– შენ რომელი გირჩევნია – როცა მონადირე ხარ თუ, როდესაც შენზე ნადირობენ?

– მადლობა ღმერთს, იმ სტადიაზე ვარ, რომ ახლა არც ერთი არ მაინტერესებს. თუმცა, თავი ორივე ამპლუაში მაქვს გამოცდილი და საკმაოდ წარმატებულად. 

– ნადავლი როდის უფრო გემრიელია?

– გააჩნია ხასიათს. ზოგჯერ გინდა, რომ ვიღაცის ნადავლი იყო, ზოგჯერ კი – მონადირე. აზარტი ორივე შემთხვევაშია. ამ ეტაპზე ჩემს ორბიტაზე ჩემთვის საინტერესო პიროვნება არ არის და, რომც იყოს, არ მქონია ისეთი შემთხვევა, როცა მდომებია და არ მიმიღწევია. მამაკაცების ეს დამოკიდებულება მხოლოდ ვიზუალიდან არ მომდინარეობს. მივლია ღრმა დეკოლტეთიც და საკმაოდ მკაცრად ჩაცმულსაც, მაგრამ, ეს რუსული ტიპაჟი მაინც სხვანაირად მოქმედებს. რატომღაც, უყვართ ჩვენს კაცებს სლავური ტიპის ქალები. მე თვითონაც ძალიან მომწონს კავკასიელი კაცები – როგორც ჩანს, ეს გენეტიკური კოდია. მაგრამ, დისტანცირება მამაკაცებთან პრობლემა არ არის: „გამარჯობას“ რომ ვეტყვი, უკვე ხვდებიან, ეს რა გამარჯობაა – დისტანციის გამჩენი თუ, პირიქით – ახლოს მოსაშვები. შენ რა გინდა, ესაა მთავარი – შეგიძლია, ეს დისტანცია წამებში შეამცირო ან სამუდამოდ დატოვო. 

– ეს ხერხები გამოცდილების შედეგად მოვიდა თუ თანდაყოლილი სიკეკლუცის უნარებია?

– ნამდვილად გამოცდილების შედეგია. იბადებიან ასეთები, თან, დედებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე, მაგალითად, ისე გავთხოვდი, ცხოვრებაში პაემანზე არ ვიყავი ნამყოფი. ჩემი პირველი მამაკაცი ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი ქმარი იყო. მერე და მერე იძენ გამოცდილებას. კარგი გაკვეთილები მქონდა ცხოვრებაში, კარგი ადამიანებიც შემხვედრიან და ცუდიც, მათ შორის – მამაკაცები, თავიანთი დაჟინებული თხოვნებით, ზარებით, რაც ჩემთვის ამაზრზენია. ქართველმა კაცებმა ხომ საერთოდ არ იციან, რა არის თაყვანისცემა, როგორ უნდა ქალის მოხიბვლა, ერთეულებს თუ არ ჩავთვლით. ამიტომ, ძნელია მათთან ურთიერთობა, მათ მხოლოდ ერთი უნდათ – შენი ხელში მოგდება და, იცი, როგორი მეთოდებით?!

– სლავ ქალებზე ეს მეთოდები კარგად მოქმედებდა და როგორც ჩანს, აღარ ჭრის. 

– სლავ ქალებთან სხვანაირად იქცევიან და ეს ჩვენი, როგორც ქალების, ისე მამაკაცების, უბედურებაა. ისინი სხვანაირად ითხოვენ. მათი მიდგომა ასეთია: მე ვარ ქალი და მე მეკუთვნის ყველაფერი საუკეთესო ბუნებისგან. 

– ახლა რა ეტაპი გაქვს ცხოვრებაში?

– ახლა მარტო ვარ, არავინ მყავს, მაგრამ, ზუსტად ვიცი, ვინ მჭირდება გვერდით: მჭირდება ძალიან სერიოზული ადამიანი, ვინც ყველანაირს მიმიღებს, მთელი ჩემი კაპრიზებით, სურვილებით. საკმაოდ მომთხოვნი ვარ და ამიტომაც ვარ მარტო.

– ანუ, პრინცს ეძებ?

– პრინცს არა, კარგ, მძიმეხასიათიან ნამდვილ მამაკაცს...

– ნამდვილ მამაკაცს მძიმე ხასიათი აქვს?

– ჩემთვის – აუცილებლად. არ მჭირდება სულელი და ჩერჩეტი, თორემ... გვერდით მინდა მამაკაცი, რომელიც გამანებივრებს, ყველა სურვილსა და ფანტაზიას დამიკმაყოფილებს – რატომაც არა?! ძალიან მინდა, გამანებივრონ და, ალბათ, ვიპოვი ასეთს. 

скачать dle 11.3