კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაატარებინეს „ახალი საბავშვო ხმის” გამარჯვებულ რეზიკო დიდებაშვილს ფინალის ღამე და ვინ „იშვილა“ ის

„ახალი საბავშვო  ხმის” გამარჯვებული რეზიკო დიდებაშვილი გახდა. თავისი გამორჩეული მუსიკალური მონაცემების გამო ის სატელევიზიო პროექტის დაწყებიდანვე გახდა მაყურებლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. 13 წლის რეზიკო თბილისში, სამგორის რაიონში ცხოვრობს. ამ ძალიან ხალისიან და საყვარელ ბიჭს, უყვარს მუსიკა, კომპიუტერული სპორტული თამაშები, მუსიკასთან დაკავშირებით კი დიდი გეგმები აქვს, რაზეც ახალი თაობის პატარა ვარსკვლავი ჩვენთან საუბრობს.        

– რეზიკო, როგორ მოხვდი პროექტ „ახალ  საბავშვო ხმაში”?

 – როდესაც  „ახალი ხმის” რეკლამა გავიდა ტელევიზორში, დედამ მითხრა. მომეწონა დედას იდეა,  ანკეტა გავგზავნეთ და დაგვირეკეს. ადრეც  ბევრ კონკურსში მაქვს მიღებული მონაწილეობა: ჯერ „ანა-ბანაში“ ვიყავი, მერე გოგი ცაბაძის კონკურსზე ავიღე პირველი ადგილი,  მაგრამ, მივხვდი, რომ ეს მაინც სხვანაირი პროექტი იქნებოდა. პირველ ქასთინგზე ძალიან ვინერვიულე, ჩემი დები იყვნენ იქ ჩემი გულშემატკივრები. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა– ეს მართლაც მაგარი პროექტი გამოვიდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ  მოვხვდი.  მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. შეუდარებელია მუსიკის სამყარო, როცა ვმღერი, ისეთ რამეს ვგრძნობ, სიტყვებით ვერ ვამბობ. 

– როგორ მიხვედი  ფინალამდე? 

– თავიდან ძალიან ვნერვიულობდი ხოლმე ყველა გამოსვლის წინ. ღამე არ მეძინა ემოციებისგან, მაგრამ, სცენაზე ეს არასდროს მეტყობოდა.  ყველაზე რთული მაინც რინგი იყო, რინგზე სამნი ვიდექით. ნამდვილად არ მეგონა, რომ რინგს გადავლახავდი.

– „ბრმა ქასთინგზე“ შენ გამო ლამის მწვრთნელებიც კი წაეკიდნენ ერთმანეთს, შენ კი არჩევანი დათო ფორჩხიძეზე გააკეთე.

– დიახ, ბრმა ქასთინგზე სამივე მწვრთნელი რომ შემომიტრიალდა,  ემოციური მომენტი იყო.  სტეფანეს და ეკა კახიანსაც უნდოდათ, რომ მათ გუნდში ვყოფილიყავი, მაგრამ მე გული დათოსკენ მიმიწევდა. მასთან ნამუშევარი ვიყავი, როცა უფროსების „ახალ ხმაში” გამარჯვებულ სალომე ქათამაძესთან ერთად ვიმღერე. ორივე „ახალი ხმის” გამარჯვებული დათო ფორჩხიძის  გუნდიდან ვართ.  დათომ შვილივით მიმიღო.  ის ძალიან ბევრს მავარჯიშებდა; რამე თუ არ მოეწონებოდა – თავიდან, თავიდანო, – მეუბნებოდა ხოლმე. მეც ყველა შეცდომას განვიცდიდი. გვიან ღამემდე ვვარჯიშობდი დათოსთან. ფინალში ისეთი ლამაზი რაღაც მითხრა, სხვა მწვრთნელებმაც შემაქეს.    

–კონკურენტებზე რას იტყვი?

– ნიჭიერი ბავშვები იყვნენ, ძლიერი  კონკურენტები მყავდა, მომეწონა ის, რომ ყველას კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან.  ვერც კი ვგრძნობდით, რომ კონკურენტები ვიყავით.  გამიგია, რომ უფროსი თაობის მომღერლებში კონკურენტობა სხვანაირია, ჩვენთან, ბავშვებში, ეს არ იგრძნობა. რინგზე, როგორც ახლა ფინალში, უიტნი ჰიუსტონის სიმღერა ვიმღერე. მე თუ სიმღერა არ მომწონს, ვერ ვიმღერებ, ამიტომ, რეპერტუარს როცა მირჩევდნენ, ვამბობდი, მომწონდა თუ რა  ის მომღერალი. უიტნი ჰიუსტონი  იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის ამ პროექტში, კიდევ, ჩემი მეგობარი ელენე გონაძე აღმოჩნდა ჩემთვის „იღბალა”. ის ბექებში იდგა (იცინის). 

– სიმღერა როდის დაიწყე?

– დედა ამბობს, სანამ ლაპარაკს დაიწყებდი, მანამდე უკვე მღეროდიო. მაშინ ძალიან პატარა ვყოფილვარ. საერთოდ, ჩემი დაბადება უცნაურად მომხდარა. სამი უფროსი და მყავს და ოჯახში ნანატრი ბიჭი ვიყავი. დედაჩემი ლამის გარდაიცვალა, როცა მე გამაჩინა. დედა ისე ცუდად ყოფილა, ძლივს გადაარჩინეს. ერთი თვე იწვა, თურმე, სამშობიაროში და ჩემთვის არავის ეცალა. დედა ამბობს, ექიმების იმედზე იყავი მიტოვებულიო. მერე გავახსენდი ყველას, დედა რომ გამოკეთდა (იცინის). პირველად ჩემმა მასწავლებელმა უთხრა დედაჩემს, როცა პირველ კლასში ვიყავი, წაიყვანეთ ეს ბავშვი რაიონულ კონკურსზე, აუცილებლად გაიმარჯვებსო. მერე იყო „ანა-ბანა.“ ჩემი და მეხმარებოდა თავიდან – ნინო კარგად მღერის. მამაჩემიც მღერის ხანდახან, ის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს, მაგრამ, უყვარს სიმღერა. ჩემს ოჯახს მოსწონს, რომ ვმღერი, ყველაფერში მეხმარებიან.  ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, სახლშიც კი სულ ვმღერი. მიყვარს ესტრადა, პოპი, ქართული სიმღერა.  ჩემი პედაგოგია ნანა ჟღერია, მას დიდი წვლილი მიუძღვის, მე რომ  ასე ვმღერი. ახლაც, მგონი,  ისე მგულშემატკივრობდა, როგორც ჩემი ოჯახის წევრები. სკოლაც ძალიან მგულშემატკივრობდა. პროექტის დროს სკოლის გაცდენა მიწევდა ხოლმე, მაგრამ, მასწავლებლები ხელს მიწყობდნენ, თუმცა, მეც კარგად ვსწავლობდი.   

– ფინალში გადამწყვეტი მაინც ესემესები იყო. სთხოვდი მეგობრებს, რომ ესემესები გამოეგზავნათ? ვინ გიგზავნიდა ყველაზე მეტ ესემესს?

– ჩვენ მდიდრები არ ვართ, რომ ბარათები გვეყიდა და ესემესები „გვეგზავნა”. დედა ამიტომაც ნერვიულობდა, რომ ესემესებზე იყო დამოკიდებული გამარჯვება. ეტყობა, ხალხს მოსწონდა ჩემი სიმღერა და ამიტომაც მიგზავნიდნენ  ესემესებს უცხოებიც. ძალიან ბევრი ხალხი მგულშემატკივრობდა. მამაჩემის თანამშრომლებიც მიგზავნიდნენ ესემესებს, ყველა მიგზავნიდა, ვინც მიცნობს –  მეზობლები, სკოლელები, თანაკლასელები. ჩემი გამარჯვება მათი გამარჯვებაც  არის. მეც ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ, გამარჯვებას არ მოველოდი. როცა გამომაცხადეს,  სიხარულით გადავირიე. გამარჯვება უდიდესი გრძნობა ყოფილა. ფინალის ღამეს ყველანი „მაგთი კლუბში” წავედით და მთელი ღამე იქ გავატარეთ, ბევრი ვიმღერეთ და ვიმხიარულეთ. ესეც მაგარი სიურპრიზი იყო.       

– როგორ შეცვალა ამ პროექტმა შენი ცხოვრება?

– ძალიან შეცვალა – პოპულარული გავხდი. მე, ძირითადად, მეტროთი ვმგზავრობ და, როცა მეტროში ხალხი მცნობს, მიხარია. ზოგი მაჩერებს და კარგ რაღაცეებს მეუბნება. პოპულარობა მართლაც  კარგი ყოფილა. წარმომიდგენია, რას გრძნობენ დიდი ადამიანები, ვინც ცნობილები არიან, როცა ხალხს უყვარს.  

 – რა პრიზები გერგო გამარჯვებულს?

– „ახალი ხმის” მთავარი პრიზი – ტელეფონი „გალაქსი ნოუთ”. ეს ტელეფონი ძალიან მინდოდა. შემოდგომაზე ამერიკაში უნდა წავიდე, მანამდე კი სინგლს ჩავწერ და იქაურ „ლაივს“ დავესწრები. ჰო, კიდევ, საფრანგეთის დედაქალაქის „დისნეი ლენდში“ წავალ. ამერიკაში დათო ფორჩხიძესთან და დათო იმედაშვილთან ერთად უნდა გავემგზავრო. ამ პრიზებში ამერიკა ყველაზე მეტად გამიხარდა, მაგრამ, სახლში იმდენი ქალი მივლის, არ ვიცი ამერიკაში ვინ უნდა მომიაროს (იცინის). 

 – შენს მომავალს რომ  სიმღერას დაუკავშირებ, ამას კითხვაც არ უნდა.  

– დიახ, მინდა, ცნობილი მომღერალი გამოვიდე. ეს ძნელია, მაგრამ, თუ ბევრს იშრომებ, დაგიფასდება – მე ასე გამიგია.  ვიცი, რომ მომღერლები თავის საქმეში არიან სულ და სხვა ვერაფრისთვის იცლიან, მაგრამ, როცა სიმღერა გიყვარს, ასეც იცხოვრებ.  

скачать dle 11.3