კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შეყვარებულს კბილების გამო დავშორდი

შეიძლება, ბევრს გაეცინოს ჩემი წერილის წაკითხვისას, ბევრმა კი დამცინოს და უტაქტობად ან უზრდელობადაც კი ჩამითვალოს, რომ ასეთ თემაზე გწერთ, მაგრამ მაინც გავრისკავ.

დავიწყებ იმით, რომ ყველასთვის საყვარელი სერიალის  „ჩემი ცოლის დაქალების“ ყველაზე წესიერმა პერსონაჟმა – დათომ ცოლს თავის კბილის ექიმთან უღალატა. ის, თუ როგორ გადარია საზოგადოება ამ ღალატმა – საუბრის ცალკე თემაა და ამას არ შევეხები. სერიალი კი იმიტომ ვახსენე, რომ მეც სტომატოლოგი ვარ.

ორიოდე წლის წინ შევუყვარდი... უფრო სწორად კი, საკმაოდ სერიოზული გრძნობები ჰქონდა ჩემ მიმართ ერთ ახალგაზრდა, ძალზე სიმპათიურ, წარმოსადეგ და რესპექტაბელურ მამაკაცს (ოღონდ, მინდა დაგამშვიდოთ და ხაზი გავუსვა, რომ უცოლო იყო). მინდა გითხრათ, რომ მთლად გულგრილად არც მე ვიყავი მის მიმართ და, აქედან გამომდინარე, ვხვდებოდით კიდეც ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა თანდათან სერიოზულ სახეს იღებდა და იმ ეტაპამდე ვიყავით მისულები, რომ ერთმანეთის მშობლები და ოჯახები უნდა გაგვეცნო. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ჩემს ოჯახში მის ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ლექსოს კბილი ასტკივდა და დილაუთენია დამირეკა – ვკვდები და რამე მიშველეო. უკვე სამსახურში მივდიოდი და ვუთხარი, 15 წუთში კლინიკაში ვიქნები-მეთქი. ისე იყო ტკივილისგან გამწარებული, რომ მივედი, უკვე მელოდებოდა.

ახლა კი ჩემი წერილის ყველაზე არაესთეტური ნაწილი იწყება: სავარძელში რომ ჩაჯდა და პირი გავაღებინე, კინაღამ გული წამივიდა, ისეთ დღეში ჰქონდა პირის ღრუ: პარადონტოზი და შესაბამისად, ყველა კბილი ამოსაღები ან მისახედი. და, იცით, როგორ გაგრძელდა, უფრო სწორად კი – დასრულდა ეს ყველაფერი?! მე, როგორც ექიმმა, ყველაფერი გავუკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ, ვერაფრით ვეღარ ვაიძულე თავი, მასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა. იმის მერე მხოლოდ ერთხელ შევხვდი და, ის თხუთმეტი წუთი, რაც კაფეში ვისხედით, მხოლოდ მისი პარადონტოზი და მორყეული კბილები მელანდებოდა. ამიტომ, სასწრაფოდ რაღაც მოვიმიზეზე და იქიდან მარტო დავბრუნდი სახლში, მერე კი დავურეკე, აღარასოდეს აღარ შეგხვდები-მეთქი. მიზეზი, რა თქმა უნდა, არ მითქვამს. საწყალმა, ახლაც არ იცის, რა ბზიკმა მიკბინა და რატომ დავშორდი.

დიახ, ასეთებიც ხდება ხოლმე, თუ უფრო უარესი არა.

მედეა, 31 წლის.

 

ნამდვილი მამაკაცი თავისი მექალთანეობით ხმამაღლა არ ტრაბახობს

ვიცი, ამ წერილით უამრავ მამაკაცს გავანაწყენებ, მაგრამ, თავი ვეღარ შევიკავე, რომ არ მომეწერა და ჩემი აზრი არ გამომეთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ასე გახშირდა ჩვენს რეალობაში, უფრო სწორად კი – ზოგიერთი მამაკაცის, რბილად რომ ვთქვა, ცანცარული საქციელის გამო.

მეც კაცი ვარ, საშუალო ასაკის და, ცხადია, როგორც ყველა ნორმალურ მამაკაცს, მეც მქონია რომანტიკული პერიოდები და პატარ-პატარა „ცდუნებები“, მაგრამ, ძალიან არაკაცურ, დამამცირებელ და უღირს საქციელად მიმაჩნია, როცა ცნობილი თუ არაცნობილი მამრობითი სქესის წარმომადგენლები თითოეულ შემთხვევას ტელევიზიაში ან პრესაში დაწვრილებით, თან – შელამაზებით განიხილავენ და, თავიანთი ჭკუით, ამით იმკვიდრებენ საზოგადოებაში „კაზანოვას“ სახელს. რატომღაც, სიტყვა „მაჩო“ თბილისში აღმატებულ კომპლიმენტად ითვლება. თავი დავანებოთ სიტყვების განმარტებას, მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ, არც დონ ჟუანი, არც თავად ცხონებული კაზანოვა, არც თვით რასპუტინი და, მით უმეტეს, არც ერთი ნამდვილი ქართველი მამაკაცი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით (არადა, ამ მკვეხარა ცრუპენტელებს ამ „ტიტულებზე“ აქვთ პრეტენზია), არავის მოუყვებოდა იმის შესახებ, რა ასაკიდან დაიწყეს ქალებში სიარული და რამდენი ქალბატონი იჭრიდა მისთვის ვენებს, გარდა იმ ძალით „გაცნობილებული“ მამრობითი სქესის ადმიანებისა. ჩემს ნაცნობებს შორისაც არიან ისეთები, ერთმანეთს რომ ეტრაბახებიან, ვინ რამდენი ქალი „შეაბა“, ვის რამდენი ქალი დასდევს და ვინ როგორ აგიჟებს თვით ყველაზე თავშეკავებულ, ქმრების ერთგულ, ცნობილ თუ უცნობ ქალბატონებს.

ერთ რამეს გეტყვით, ჩემო ძვირფასებო, და დამიჯერეთ: კაცი, რომელიც თავისი მექალთანეობითა და მამაკაცური პოტენციით ტრაბახობს და, გინდ საქვეყნოდ, გინდ ვიწრო წრეში, პირზე ქაფმომდგარი გაიძახის, „ტაიფუნი“ და „ურაგანი“ ვარო, ესე იგი, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან არ უმართლებს ქალებში – არ არის პოპულარული, უფრო მეტიც – არ არის ქალბატონებისთვის სასურველი მამაკაცი, რადგან, ბევრი არაფრის თავი აქვს. არადა, უნდა, რომ ჰქონდეს და ამ ტყუილი მკვეხარობით იქმნის მაგარი კაცის იმიჯს როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი თავის თვალში, ოღონდ, ვერ ხვდება, რომ ამით სასაცილოდ და საბრალოდ გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, იმისთვის, ვინც მას იცნობს. ანუ, ვინც ძალიან კარგად იცის მისი „საქმენი საგმირონი“.

და, კიდევ ერთი: ნურც ერთი კაცი ნუ დაირწმუნებს თავს, მაგარი მამაკაცი ვარო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იაფფასიანი მეძავები იცნობენ კარგად და, მით უმეტეს, სხვების გასაგონად ნუ დაიწყებენ კვეხნასა და გულზე ხელის ბრაგუნს – ამით ისევ მხოლოდ ამ იაფფასიან მეძავებს მოატყუებენ, რომლებისთვისაც მთავარი ფულია და არა მათი მამაკაცური ღირსებები.

ოთარი, 57 წლის.

 

ჩემს ძმას ცოლი ღალატობს

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. საქმე ისაა, რომ, სრულიად შემთხვევით გავიგე ჩემი რძლის (ძმის ცოლის) ამორალური საქციელის შესახებ. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი მეგობრისგან მოვდიოდი ჩემს შეყვარებულთან ერთად გვიან საღამოს. ტაქსის გაჩერება გვინდოდა, მაგრამ, ტაქსი რომ გამოჩნდა, მოულოდნელად, გვერდითა სადარბაზოდან ხმამაღალი სიცილით გამოვარდა ახალგაზრდა წყვილი, ტაქსი ცხვირწინ აგვართვა. დღეს ტაქსების მეტი რა არის თბილისში, მაგრამ, ისე გამაბრაზა მათმა თავხედობამ, ჩხუბი დავაპირე, თუმცა ჩემმა შეყვარებულმა გამაჩერა – თავი დაანებეო და, კიდევ კარგი, ასე მოიქცა, რადგან, როდესაც ამ ახალგაზრდამ გოგოს ტაქსის კარი გაუღო, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, გოგო იმ ბიჭს გადაეხვია და ერთმანეთს კარგა გემრიელად აკოცეს,  კარისკენ რომ მიბრუნდა, ამ გოგოს სახე დავინახე და კინაღამ გული წამივიდა – ყველაფერს მოველოდი, გარდა იმისა, რომ ლამის შუაღამისას ვიღაც კაცის სახლიდან გამოსული მთვრალი ქალი ჩემი რძალი აღმოჩნდებოდა. მან ვერ დამინახა და ხმამაღლა განაგრძობდა სიცილს. მერე იმ ბიჭს უთხრა, ერთი-ორი კვირა ვეღარ გნახავ, ხვალ ჩემი ქმარი ჩამოდის მივლინებიდანო. ისე ცუდად გავხდი, ჩემი შეყვარებული შევაშინე – ვერ მიხვდა, ასე მოულოდნელად რა დამემართა. ჯერ არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ, ამ ელდას მარტო ვერ გადავიტანდი. როცა ტაქსი წავიდა, ვუთხარი, ვინც იყო ის გოგო. არ ვიცი, შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ იმ მომენტში ისე დავიბენი, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

სახლში რომ მივედი, ჩემი რძალი უკვე მისული დამხვდა, მაგრამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და დასაძინებლად დაწვა (სიმთვრალე რომ დაეფარა). მე, რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს. მაინტერესებდა, მეორე დღეს როგორ მოიქცეოდა, როგორ შეხვდებოდა ქმარს. მომხდარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსგავსი თვალთმაქცობა და ნაძირლობა არც მინახავს და არც გამიგია. ჩემს ძმას კისერზე ჩამოეკიდა, კოცნა, ცრემლები აღვარღვარა – მომენატრე და უშენოდ ვერ ვძლებ. იცოდე, აღარასდროს, არც ერთი დღით აღარ დამტოვო მარტო, თორემ, რომ ჩამოხვალ, მკვდარი დაგხვდებიო. ეს დებილი ჩემი ძმაც ბედნიერი ეფერებოდა ცოლს და ათასგვარ საალერსო სიტყვას ეუბნებოდა. მერე საჩუქრებით სავსე ერთი დიდი ჩანთა დაუდო წინ და უთხრა, რაც ამაში დევს, ყველაფერი შენ გიყიდე, იმიტომ, რომ ასეთი კარგი და მოსიყვარულე ცოლი ხარო. ჩემმა რძალმა საჩუქრების ამოლაგება დაიწყო და ვითომ ძალიან შეწუხებულმა, ჰკითხა, კიდევ როდის მიდიხარ მივლინებაშიო. მხოლოდ მე ვიცოდი, რატომ დაუსვა ეს კითხვა, მაგრამ, ხმას როგორ ამოვიღებდი.

ამის მერე, უკვე მთელი თვეა, სახლში მისვლა აღარ მინდა, თავს ვებრძვი და ვერ გადამიწყვეტია, ვუთხრა თუ არა ჩემს ძმას, რასაც შევესწარი. თქმას ვერ ვბედავ, მაგრამ ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ჩემი ძმა გაიგებს, რომ ცოლი ღალატობს და, ისიც თუ გაიგო, რომ მე ეს ვიცოდი, მაგრამ, არ ვუთხარი, ალბათ, სამუდამოდ დამკარგავს. ამიტომ არის, რომ ორ ცეცხლშუა ვიწვი, თუმცა, გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მიპოვია.

გვანცა, 22 წლის.

скачать dle 11.3