კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დათმო საქართველოში ჩამოსვლის გამო სალომე ზურაბიშვილმა და რატომ ვერ ისწავლა მან რუსული

„ქაჯები მოდიან, ქაჯები მიდიან!..” – არავინ იცის, ამ სიტყვების ავტორი, სალომე ზურაბიშვილი, გახდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ, მათ, ვისაც ძალიან უნდა, ეს ადამიანი ახლოდან გაიცნოს, მისი განვლილი ცხოვრების გზას გადაავლოს თვალი, ახლა ამის კარგი საშუალება ეძლევა, ვინაიდან, მის (და არა მხოლოდ) ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე, სადაც ის თავისუფლად საუბრობს, სხვაგან ვერსად შეხვდებით.

სალომე ზურაბიშვილი: მე არასდროს ვყოფილვარ პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში, თუმცა, ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატობის დროს, მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამოცხადებული იყო პრეზიდენტის პოსტის გაუქმების სურვილი, წარდგენილი ვიყავი პრემიერის ამპლუაში. მაგრამ, ამ ოპოზიციის საბჭოზე კენჭისყრით გამყარებულ არჩევანს რეალურად არაფერი მოჰყვა, მალე დავიწყებულიც იქნა ყველასაგან და, იმისთვის,  რომ ყოველთვის ფხიზლად ვიყო და არაფერი ადვილად აღარ დავიჯერო, შენახული მაქვს იმ „პლაკატის” ის ერთადერთი ეგზემპლარი, სადაც მე და ლევანი ტანდემად ვფიგურირებთ. მაშინ ვისწავლე ერთი დიდი გაკვეთილი: პოლიტიკაში ყველა დაპირება შეიძლება დავიწყებულ და უარყოფილ იქნას! იყო ასეთი ეპიზოდიც, როცა მთავაზობდნენ ამ არარსებული ადგილის მიყიდვას პატარკაციშვილისთვის რაღაც მილიონიანი დახმარების სანაცვლოდ! ამ გამოცდილებას ძალიან ვაფასებ და ამის შემდეგ სიფხიზლე ყველაზე საჭირო თვისებად მეჩვენება. რაც შეეხება იმას თუ რა მომიტანა თანამდებობამ, შეგიძლიათ, ეს კითხვა უკუღმა დამისვათ, ანუ, რა დავთმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვსულიყავი, როცა საგარეო მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. ძალიან ბევრი დავთმე: გარანტირებული კარიერა მაღალი ხელფასით, სიმყუდროვე, ბავშვები, რომლებიც დავტოვე პარიზში და ვერ  ავარიდე ნერვიულობას, მაგრამ უფრო ძვირფასი რამ დავკარგე –  გამიქრა სპეტაკი წარმოდგენა საქართველოზე და ქართველებზე, ემიგრაციის წლებში ასე სათუთად რომ მქონდა შემონახული. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აღმოვაჩინე:  ღალატი, ტყუილი, ზურგს უკან „ჩაწყობილი“ საქმეები, ორპირობა თუნდაც უახლოესი თანამდგომელებისგან; აღმოვაჩინე, რომ, შეიძლება, წლების განმავლობაში ნაოცნებარ ქვეყანაში დაგხვდეს უმიზეზო სიძულვილი, შური, გაუტანლობა, გულგრილობა... ეს დიდი დარტყმა იყო და მძიმედ ასატანი. კარგად მახსოვს წამოსვლის დღე, როცა იპოდრომზე ყოფნის მომენტში მომიხსნეს დაცვა და შემომითვალეს: ნახევარ საათში ახალი მინისტრი შედის კაბინეტში, დროზე უნდა მიხვიდეთ და თქვენი პირადი ნივთები წამოიღოთო. მაშინ კი სასწრაფოდ დავტოვე იპოდრომი. სამინისტროში მისულს დამხვდა კოლექტივის დიდი ნაწილი, რომელმაც ტირილით გამომაცილა იმ ჩემთვის ძალიან ძვირფასი (წმიდა ნინოს სახელობის ქალთა პირველი სასწავლებლის) შენობიდან. სევდიანი, მაგრამ, თბილი გაცილება მომიწყო! ჩემი მეუღლე, ჯანრი კაშია დაითხოვეს „იმედიდან”. მისი გადაცემების დახურვისა და პოსტიდან ჩემი დათხოვნის შემდეგ აღმოვჩნდით სრულიად უსახსროდ და უბინაოდ... დავბრუნდით ჯანრის დედის ბინაში, მაგრამ, ყველას მოლოდინის მიუხედავად და წასვლის მაგივრად, შედგა: იპოდრომი, დარჩენა და გრძელი ბრძოლის დაწყება. ზოგის ქმედებებს რომ ვიხსენებ, დღესაც მწყინს და მაოცებს, მაგრამ, დიდი გაკვეთილიც მივიღე და გამოცდილებაც, რაც არ მქონდა გავლილი ჩემს, ბევრად უფრო დაცულ დიპლომატიურ წინა კარიერაში. მეორე და მთავარი რაც მომიტანა, ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება, ის, რის გამოც დიპლომატიური კარიერა ავირჩიე, ანუ, საქართველოსთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა. ეს იყო პირადად ჩემთვის დიდი გამარჯვება და ერთგვარად ჩემი დიპლომატიური კარიერის დაგვირგვინება, თუმცა, ის გაყვანილი ჯარები შემდგომში უარესად დაბრუნდნენ სააკაშვილის მიერ დაწყებული ომით! ამიტომ, აღარაფერი მიკვირს – რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა, ყველაფერი მაკადრეს. მეგობრები და ჩემი შვილები მეხვეწებიან და მარწმუნებენ, რომ არ ღირს კიდევ ერთი მცდელობა, ქვეყანას ვემსახურო და ჩემი თავი შევთავაზო – როდის გაიგებ, უნდიხარ თუ არ უნდიხარ ქვეყანას და პოლიტიკურ ელიტასო. ამაში არის რაღაც ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ, ჩემში სადღაც ჯიუტად არის ჩანერგილი მოვალეობის გრძნობა, რომელიც თან მომყვება წინაპრებისგან და ჩემი მშობლების მაგალითიდან, რაც არ მასვენებს. შეიძლება, კიდევ ბევრი წინააღმდეგობა შემხვდეს; შეიძლება გზაში დავიღალო კიდეც, მაგრამ, სურვილი – ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს, ალბათ არასდროს ჩაქრება და რაღაც ფორმით თან მომყვება სადაც არ უნდა ვიყო!

– წარსულზე ფიქრობთ ხოლმე? რეალურად რომ შეიძლებოდეს, რა მონაკვეთიდან დაიწყებდით ცხოვრებას? 

– წარსულზე ფიქრი ძალიან მამხნევებს და სულაც არ მამძიმებს! ამ  წარსულში და ჩემს ზურგს უკან ისეთი ძლიერი ქართველი პიროვნებები არიან, რომლებსაც ძალიან ხშირად მივმართავ რჩევისთვის, რომ გზა გამიკვალონ. ვერ ვიტყვი, რომ რამეს ვნანობ. ყველაზე რთული ეს ბოლო ათწლეულია – ამ ქვეყანაში მიღებული გამოცდილება და მძიმე დარტყმები, მაგრამ, ამის მიუხედავად, არ ვნანობ, რომ ჩამოვედი. ისევ გავივლიდი ამ გზას და ისევ ჩავებმებოდი ამ ბრძოლაში.  

– მინდა, ისევ თქვენი მინისტრობის პერიოდს დავუბრუნდეთ: ყველაზე მეტად რა მომენტში გაგიჭირდათ?  

–  საგარეოში, ბევრი უსიამოვნო მომენტის მიუხედავად, ძალიან ბედნიერი ვიყავი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მართლაც, დავიწყეთ ამ უწყების გადახალისება და ახალი მეთოდების დანერგვა-აღდგენა (მაგალითად, როტაციის პრინციპის აღდგენა, რომელიც, პრაქტიკულად, მოშლილი იყო; ახალი კადრების კონკურსის წესით მიღება, ხელფასების გადახალისება, პროფესიონალიზმის დაფასება…). ცხადია, დასაწყისში გამიჭირდა, რადგან, უცებ აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში: 30 წელი საფრანგეთის საგარეო სამინისტროში მუშაობის შემდეგ, უცებ გადმოვბარგდი საქართველოს პოსტსაბჭოთა სამინისტროში, სადაც სხვა ტრადიციები, მუშაობის სხვა მეთოდები სუფევდა... ყველაზე უფრო გამიჭირდა ინფორმაციის ნაკლებობა. ფრანგულ სისტემაში მინისტრთან ან თუნდაც დეპარტამენტის დირექტორთან, ყოველდღიურად იყრის თავს სხვადასხვა საელჩოდან მოწოდებული ყველა ინფორმაცია – დაახლოებით 300 გვერდი კონფიდენციალური ანალიზები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რის მიხედვითაც შემდეგ ყალიბდება პოლიტიკა, აქ კი აღმოვჩნდი სიცარიელეში... ელჩები რეკავდნენ, ძირითადად, პირად საქმეებზე და, მერე ბრაზობდნენ, თუ ამ ფორმით ურთიერთობას თავს ვარიდებდი. საელჩოებიდან პრაქტიკულად არ მოდიოდა არც ინფორმაციები, არც ანალიზები და არც საქმიანი ხასიათის წინადადებები... ადაპტაცია გამიჭირდა... 

– საბჭოთა რეჟიმმა, როგორც სხვა ოჯახები, თქვენი ოჯახიც დააზარალა. თქვენ პირველი ქართველი მინისტრი იყავით, რომელმაც რუსული არ იცოდა და, როგორც ადრე თქვით, სწორედ ამ მიზეზით არ ისწავლეთ.  

– ოჯახში ბებიაჩემი და მამაჩემი თავისუფლად საუბრობდნენ რუსულად და ფრანგულად. ჩემთვის არავის არასდროს უთქვამს, რუსული არ ისწავლოო, პირიქით, მამაჩემი სულ იმას ამბობდა, შენი მტრის ენა კარგად უნდა იცოდე და გესმოდესო... მეც ვეცადე და, უნივერსიტეტში რომ გადავედი, ღამის კურსებზე დავდიოდი რამდენიმე თვე, რომ რუსული მესწავლა, მაგრამ, ვერ ვისწავლე – როგორც ჩანს, ჩემში ქვეცნობიერად არსებობდა რაღაც გადაულახავი ბარიერი, რომელიც ხელს მიშლიდა... გრამატიკას ვსწავლობდი, ბევრი რამ  მესმოდა, ჟურნალ-გაზეთების კითხვაც შემეძლო, მაგრამ, ვერ ვლაპარაკობდი... ლავროვთან მოლაპარაკებების დროს, თვითონ გაუკვირდა – მიხვდა, რომ, სანამ თარჯიმანი გადათარგმნიდა მის ნათქვამს, რაღაც-რაღაცეები უკვე გაშიფრული მქონდა და, ხუმრობით მკითხა კიდეც: აკი თქვენ რუსული არ იცით, რა, მიმალავთო?

– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ბატონი ჯანრის გარდაცვალების შემდეგ? 

–  ცხოვრება გრძელდება. მეგონა, რომ გაჩერდებოდა და სუნთქვაც კი შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, გრძელდება მუშაობა, დღეები დღეებს მიჰყვება, მაგრამ, ერთი მთავარი ძრავა, საყრდენი და სიხარულის წყარო გაქრა – ხალისი აღარ არის! ყველაზე უფრო გადაწყვეტილების მიღება მიჭირს, რადგან, ვიცოდი, რომ ჯანრის ჰქონდა არაჩვეულებრივი სწორი და გამჭრიახი ხედვა, დაბალანსებული ანალიზი ყველასა და ყველაფრის მიმართ. შეიძლება, გაგეცინოთ და, მაკლია მისი კარში დახვედრა, მუდამ ღიმილიანი, გახარებული სახე, წამიერად რომ გარწმუნებდა, რომ შენი მისვლა მართლაც სიხარული იყო მისთვის... და, კიდევ ერთი – მოგზაურობამ თავისი ხიბლი დაკარგა. მართალია, განვაგრძობ მოგზაურობას, რადგან, ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს, მაგრამ, სამსახურისთვის... ის სიამოვნება კი – ახალი ადგილების აღმოჩენის, მანქანით უმიზნოდ და უმისამართოდ წასვლის, სადაც დაგვიღამდებოდა, იქ გაჩერების, რაც ორივეს ძალიან გვიყვარდა – აღარ მიზიდავს და აღარ მაინტერესებს...

– დიპლომატი რომ არ ყოფილიყავით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, რა მოგცათ პოლიტიკამ, ამ გაუთავებელმა ბრძოლებმა? 

– დიპლომატობა, რომ არა, არ ვიცი, შეიძლება, მწერალი ან მასწავლებელი ვყოფილიყავი, თუმცა, ეს პროფესია ძალიან ადრე ამოვირჩიე და არც დავფიქრებულვარ... პოლიტიკაზე კი მართლა არ მიფიქრია, ის ჩემამდე თვითონ მოვიდა და  ჩამითრია... საფრანგეთში ყოფნის დროს წარმოუდგენელი იქნებოდა ამაზე ფიქრი. როგორც უცხოელი, ჩემს თავს ნებას არ ვაძლევდი, რომ ფრანგულ პოლიტიკაში მიმეღო მონაწილეობა. არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არც მხარდამჭერი. პარტიების მიმართ უარყოფითი განწყობა მქონდა, რადგან ბავშვობაში სულ მესმოდა:  ქართველმა სოციალისტებმა დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნეს და სახელმწიფო დაღუპეს, სწორედ იმიტომ, რომ პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენესო. 

– იყო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, როცა თქვენს ოჯახს უჭირდა? 

– 1924-1925 წლებში, ჩემი მშობლები, თურქეთიდან საფრაგეთში რომ ჩავიდნენ, იქ ძალიან მძიმე სიტუაცია დახვდათ, უფრო მეტად კი ემიგრანტებს უჭირდათ. დროებით იყვნენ წასულები და, ვერ წარმოედგინათ, რომ ემიგრაციაში ყოფნა გაუგრძელდებოდათ... ყველამ დაიწყო იმის კეთება, რაც შეეძლო: ქალები კერავდნენ, კაცები ტვირთს ზიდავდნენ ან მუშებად სხვაგან მსახურობდნენ; ყველაზე იაფფასიან სასტუმროში ცხოვრობდნენ. მათი ერთადერთი გართობა იყო სხვა ქართველებთან ერთად პურის ჭამა,  საქართველოზე საუბარი, საქართველოდან მიღებული ამბების გარჩევა. არც შვებულება არსებობდა, არც არაფერი... მერე ნელ-ნელა გაუმჯობესდა მათი ცხოვრების პირობები, თუმცა, არავინ გამდიდრებულა. მაინც ჭარბობდა აზრი, რომ, საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდებოდნენ. მამაჩემმა უარი თქვა ფრანგობაზე, რითაც, რეალურად, წარმატებულ კარიერაზეც უარი განაცხადა! ასევე, უარი თქვა სახლის ყიდვაზე. მისთვის პრიორიტეტი ყოველთვის სხვების დახმარება იყო: ჯერ ქართული ეკლესიის დაარსება, მერე მოვლა; „ლევილი” – ხანშიშესულების სახლი და, არასდროს, პირად კეთილდღეობაზე არ უზრუნია. უმრავლესობა ქართველებისა ასეც ცხოვრობდა და, ამიტომაც, ალბათ, ბევრისთვის გაუგებარია – რატომ უფრო მდიდრულად არ ცხოვრობენ დღემდე, რატომ არავინ გამხდარა მილიარდერი, რატომ იმყოფება წმიდა ნინოს ეკლესია დღემდე ამ სარდაფში და არა მდიდრულ, მოოქრულ გარემოში... ეს იყო სხვა დრო და სხვა თაობა. მე რომ ვიზრდებოდი, გაჭირვება, როგორც ასეთი, არ მიგრძნია, მაგრამ, ვიცოდი, რომ მშობლების საშუალებები  შეზღუდული იყო და რაღაც-რაღაცეებს არ ვთხოულობდით. 14 წლის ვიყავი, საზაფხულო სამუშაო რომ ვიშოვე – სწავლასთან ერთად მუშაობა დავიწყე და ჩემი სახსრებით მოვახერხე ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში წასვლა. მშობლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერს ვუტოვებთ შვილებს, გარდა აღზრდისა და სწავლისაო... მართლაც, მე და ჩემმა ძმამ ორივე უხვად მივიღეთ.
– თქვენ ყოველთვის აქცევდით თავს ყურადღებას – არ მიეკუთვნებით იმ ქალბატონების კატეგორიას, რომლებისთვისაც ეს არ არის პრიორიტეტი. ახლა, როცა ბატონი ჯანრი თქვენ გვერდით აღარ არის, ალბათ, არც ეს გაინტერესებთ?  
–  ვერ ვიტყვი, რომ ეს ოდესმე ძალიან მაინტერესებდა... დედაჩემისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ, მისი გემოვნებიდან გამომდინარე, ყოველთვის დაუვარცხნელი ან არასაკმარისად კარგად ჩაცმული ვიყავი და, საერთოდ, პომადას სახლიდან გასვლის მერე, ჩქარ-ჩქარა, ქუჩაში ვისვამდი, რაც ჩემს შვილებსაც არ მოსწონდათ... ჯანრის მაინცდამაინც არ ვეპრანჭებოდი, მაგრამ, ძალიან უყვარდა ჩემთან ერთად მაღაზიებში სიარული და ტანსაცმლის ამორჩევა... ამ საკითხშიც მაქვს ხალისის ნაკლებობა, მაგრამ, თავის მოვლა მხოლოდ ხალისზე არაა დამოკიდებული, ეს ელემენტარული  ზრდილობის საკითხია, პატივისცემის გამოხატვა იმ საზოგადოების  მიმართ, რომელშიც ტრიალებ. 
– ექსპერიმენტები თუ გაგიკეთებიათ თქვენს გარეგნობაში? 
– იმიჯის შეცვლის სურვილი არ მქონია, იმიტომ, რომ იმიჯიც არასდროს შემიქმნია და, შესაბამისად, ექსპერიმენტებიც დიდად არ მაინტერესებს. სტილისტთან თვეში ერთხელ თუ დავდივარ (გარდა თბილისისა), კანის გასაწმენდად – წელიწადში ერთხელ. არც ტანსაცმელზე ვარ გადაყოლილი – არ მიყვარს ძვირად ღირებულის ყიდვა, უფრო სოლდებში და ჩამოფასებულ მაღაზიებში დავდივარ. ჩემს ტანსაცმელში ძვირის მიცემა მენანება. ბევრად მირჩევნია და მსიამოვნებს, როცა სხვებისთვის ვარჩევ საჩუქრებს! 
скачать dle 11.3