კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დონალდ ტრამპისა და რომან აბრამოვიჩის ცოლები

მათი მეუღლეები პლანეტის უმდიდრესი ადამიანები არიან და „ფორბსის” 2013 წლის მილიარდერთა რეიტინგში სხვადასხვა პოზიციას იკავებენ. არაერთი კვლევის თანახმად, მილიარდერთა ცოლები, ხშირ შემთხვევაში, კოლეგები, ტოპ-მოდელები, მსახიობები და ბავშვობის მეგობრები ხდებიან. საინტერესო იქნება, გავეცნოთ 2013 წლის მილიარდერთა მეორე ნახევრებს.

 

სელმა ჰაიეკი

ცნობილი მსახიობი და ფრანსუა-ანრი პინიო დიდი ხანია, ერთად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი კავშირი რამდენჯერმე დანგრევის პირას იყო მისული. 2007 წელს წყვილს ქალიშვილი, ვალენტინა პალომა პინიო შეეძინა. 2008 წელს კი სამოდელო სახლებისა და აუქციოინ „კრისტის” მფლობელმა პინიომ და ჰაიეკმა დაშორების შესახებ გააკეთეს განცხადება. თუმცა, მალევე შერიგდნენ და 2009 წელს ვენეციაში ქორწილი გადაიხადეს. ფრანსუა-ანრი პინიოს კაპიტალი 11,5 მილიარდი ამერიკული დოლარია და მას 67-ე ადგილი უკავია რეიტინგში.

მაკენზი ბეზოსი

მწერალი მაკენზი ბეზოსი ინტერნეტ-აუქციონ „ამაზონ.კომის” დამაარსებლისა და მფლობელის, მილიარდერ ჯეფრი ბეზოსის მეუღლეა. ჯეფრი ბეზოსი 25,2-მილიარდიან კაპიტალს ფლობს და რეიტინგში მე-19 ადგილი უკავია. მაკენზი ბეზოსი ოთხ შვილს ზრდის და ახლახან „ამაზონ.კომზე” მისი მეორე რომანის პრეზენტაცია შედგა. მაკენზი იყო დაქორწინების ინიციატორი გაცნობიდან მესამე დღეს და საგულისხმოა, რომ მაშინ ჯეფრი ბეზოსი არც მილიარდერი იყო და არც ინტერნეტი გახლდათ ასეთი პოპულარული. „ამაზონ.კომის” შექმნა ჯეფრიმ 1994 წელს დაიწყო და თავდაპირველად, მხოლოდ წიგნების ინტერნეტით გაყიდვით იყო დაკავებული. მოგვიანებით „ამაზონი” მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტ-მაღაზიად გადაიქცა.

ანა ვოიჟიტსკი

ბიოტექნოლოგი ანა ვოიჟიტსკი „გუგლის” დამაარსებლის, სერგეი ბრინის მეუღლეა. ანამ და სერგეიმ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს, როდესაც მომავალი მილიარდერი ანას უფროსი დისგან ავტოფარეხს ქირაობდა. 2008 წელს წყვილს ვაჟი, ბენჯი შეეძინა, ხოლო 2012 წელს – ქალიშვილი. ცნობისთვის, ანა კომპანია „23 ენდმის” მფლობელია, რომელიც გენეტიკური კვლევებით არის დაკავებული. მისი მთავარი დამფინანსებელი, რა თქმა უნდა, კომპანია „გუგლია”.

ალექსანდრა ნიკოლაენკო

„მის უკრაინა 2004”, მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა ნიკოლაენკო 26 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 72 წლის მილიარდერს, ფილ რაფინს, დონალდ ტრამპის ბიზნესპარტნიორსა და მეგობარს. ფილ რაფინი ამერიკელი მილიარდერია, რომელმაც თავისი კაპიტალი სათამაშო ბიზნესსა და ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებზე ააწყო. რაფინი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ტოპ-400-ის წევრია. ალექსანდრა, მეუღლის დახმარებით, სხვადასხვა ჰუმანიტარულ აქციაშია ჩართული, გახლავთ უკრაინის კეთილი ნების ელჩი და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ფონდის თავმჯდომარე. ფილ რაფინი მეუღლეს მუდამ თან ახლავს საგარეო ვიზიტების დროს. ალექსანდრა ხშირად ჩადის მშობლიურ უკრაინაში საკუთარი თვითმფრინავით. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ერიკა ბაქსტერ-პარკერი

მოდელი და მომღერალი ერიკა ბაქსტერი ავსტრალიის უმდიდრეს ადამიანს, მედიამაგნატ ჯეიმს პარკერს 2007 წელს გაჰყვა ცოლად და მათი საქორწილო ცერემონიალი 5 მილიონი დოლარი დაჯდა. სამოდელო სფეროში ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ერიკამ მომღერლობა გადაწყვიტა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ინდიგო, ემანუელ შილა და ჯექსონ ლოიდი. ჯეიმს პარკერი ცხრა სატელევიზიო ქსელის, 60 ავსტრალიური ჟურნალ-გაზეთისა და ადგილობრივი ტელეკომპანიის 25 პროცენტის მფლობელია. მისი ქონება ბოლო მონაცემებით 5,21 მილიარდი დოლარად არის შეფასებული.

მელანია ტრამპი

სლოვენიელმა მოდელმა თავისი კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც გავლენიანი „სპორტს ილუსტრეიტედის” გარეკანზე გულახდილი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. სლოვენიაში არქიტექტურის განხრით უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მელანია ნიუ-იორკში გადაბარგდა, სადაც წარმატებული მოდელის კარიერა აიწყო. რამდენჯერმე გამოჩნდა „ვოგის” გარეკანზე, იყო მიწვეული ოპრა უინფრის თოქ-შოუში. 2005 წელს მელანია ცოლად გაჰყვა მილიარდერ დონალდ ტრამპს, რომელიც მასზე 24 წლით უფროსია. 2006 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა და მას შემდეგ ისინი დროის უმეტეს ნაწილს ტრამპის ვილაზე ატარებენ პალმ-ბიჩში. დონალდ ტრამპის კაპიტალი ბოლო მონაცემებით 7 მილიარდამდე ამერიკული დოლარია და ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინვესტორად ითვლება მსოფლიოში.

ვენდი დენგი

ვენდი დენგი მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის მესამე ცოლია. რუპერტის მეორე განქორწინება ანა ტორვთან, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებად მიიჩნევა, რადგან ტორვმა რუპერტისგან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების მიღება მოახერხა. განქორწინებიდან მე-17 დღეს რუპერტმა ცოლად მოიყვანა ვენდი დენგი, რომელიც მასზე 37 წლით უმცროსია. წყვილი მანჰეტენზე ცხოვრობს ორ ქალიშვილთან ერთად. ვენდი დენგი ჩინეთში დაბადებული ტელეწამყვანია, რომელიც რუპერტ მერდოკმა ჰონკონგში გაიცნო. ამჟამად ვენდი მერდოკის ყველაზე ძვირად ღირებული მედია-პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.

დარია ჟუკოვა

დაშა ჟუკოვა ყველაზე ცნობილია რუსი ოლიგარქების ცოლებს შორის. რომან აბრამოვიჩის მეორე ნახევარი ქორწინებამდე წარმატებული ბიზნეს-ლედი გახლდათ და არც ღარიბი ოჯახიდან იყო. დარია მოსკოვში დაიბადა კომპანია „სინთეზ ოილის” დამფუძნებლის ალექსანდრ ჟუკოვის ოჯახში. მისი დაბადებიდან რამდენიმე ხანში მშობლები განქორწინდნენ და დარია დედასთან ერთად, სანტა-ბარბარაში გადავიდა საცხოვრებლად. 16 წლის ასაკში დაშა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად მამასთან, რომელიც იმ დროს უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. დაშა სამოდელო ბრენდ „კოვა ენდ ტეს” დამფუძნებელია. გარდა ამისა, ჩართულია ქველმოქმედებაში და მძიმე სენით დაავადებულ  ბავშვებს ეხმარება. დარიას და რომანს საერთო შვილი – აარონ ალექსანდერი ჰყავთ.

პოლინა დერიპასკა

პოლინა დარია ჟუკოვას საუკეთესო მეგობარი და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას მეუღლეა. პოლინას მამა – ვალენტინ იუმაშევი, წარსულში „კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი, ბორის ელცინის მრჩეველი და ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ, პოლინას დედა კი – ირინა ვედეენევა, ასევე ჟურნალისტი, „სოვეტსკი სპორტის“ და „მოსკოვსკი კომსომოლეცის” ყოფილი თანამშრომელი. პოლინა და ოლეგი 2001 წლიდან ერთად ცხოვრობენ და ორი შვილი ჰყავთ – პეტრე და მარია. 

ელენა პერმინოვა

ელენა პერმინოვა ოლიგარქ ალექსანდრ ლებედევის მეუღლეა. რუსეთის პროვინციული ქალაქ ბერდსკის მკვიდრი ელენა ცნობილი ჟურნალ „ფლეიბოის” საშუალებით გახდა, როდესაც გულახდილ ფოტოსესიებში მიიღო მონაწილეობა. მეუღლეებს შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს და ისინი ლონდონში ცხოვრობენ. ცნობისთვის, ალექსანდრ ლებედევის პირადი კაპიტალი 2,1 მილიარდი დოლარია. ის ფლობს გავლენიან ბრიტანულ გაზეთებს – „ინდეპენდენტსა” და „ივნინგ სტანდარტს”. 

скачать dle 11.3