კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თანამდებობისთვის შეუფერებელი

„გოგრა“ და „შირაზის ვარდი“

ტრადიციისთვის, რომ ცოცხალ ჟურნალისტებს (ბეჭდური მედიის ფლანგზე) კვლავაც ნაკლებად სწყალობენ, „ნაცმოძრაობას“ არც „ეროვნულ მოძრაობად“ რებრენდინგის შემდეგ უღალატია, თუმცა, ახლებური შტრიხი მაინც დაამატეს. სახელდობრ, თავიანთ მოსაზრებებს საზოგადოებას სოციალური ქსელით აწვდიან. ამ მხრივ ერთ-ერთი აქტიური – ჩემი მოგვარე ხალხის რჩეულია.

სულ ბოლოს, ბ-ნმა ხაჩიძემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარ დუხჭირ ყოფაზე შესჩივლა (სავარაუდოდ, პრინციპით, მადა ჭამაში მოდისო, რადგან, ხალხის რჩეულის ყოველთვიური ხელფასი სამნულიანია).

კერძოდ, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მსხვილ-მსხვილ კურცხლებს აღვარღვარებს, რაკი, თურმე (მომყავს ციტატა), „დღეს კერძო კომპანიის საშუალო რგოლის მენეჯერს ჩემზე მეტი ხელფასი აქვს.“ იქვე თავის საქმიან ბიოგრაფიასაც გვაცნობს: „...დეპუტატი ვიყავი, ორი რეგიონის გუბერნატორი და 4 წელი მინისტრი. კიდევ 8 წელი ნავთლუღში 70 კვ.მ ბინის კრედიტი უნდა ვიხადო (ვითომ ჩვენ, ამომრჩევლებს, გვთხოვს, კრედიტი დამიფარეთო?!)“.

იქვე კი შენიშნავს, რომ ასეთი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფმა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ, იმ მიზნითაც, რომ თაობებს დარჩეთ ეს ოქროს სიტყვები): „მოთმინებით უნდა ვუსმინო, ვიღაც ქოცები როგორ მლანძღავენ და შეურაცხყოფას მაყენებენ.“

თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც დასკვნაა: „ამის შემდეგ, ჩემი ამ დედააფეთქებულ პოლიტიკაში ყოფნის მოტივაცია თუ შენში (ვიღაცა ხარ) კითხვებს ბადებს – წადი, შენი ... (საჯაროდ არ შეგაგინებ)“.

თუ ამ „დედააფეთქებულობას“კანონშემოქმედებით ორგანოში ხსენებული ბატონის ფუქსავატურ გამოხდომებსაც დავამატებთ, აშკარაა, რომ ვერც დეპუტატობას, ვერც გუბერნატორობასა და ვერც მინისტრობას მისი პიროვნული ზრდისთვის ხელი არათუ ვერ შეუწყვია, იოტისოდენა კვალიც ვერ დაუმჩნევია, შესაძლოა, იმ მიზეზითაც, რაზეც პოეტი ამბობს: გოგრა, რაგინდ მაღლა, თახჩაზე, დადო, მაინც ვერ გახდება შირაზის ვარდი! 

скачать dle 11.3