კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცხო კვერცხების იმედად

შიგნით – ათასი, გარეთ – ატლასი

თუკი საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს, ბ-ნ უჩუმბეგაშვილს ვერწმუნებით, ქართულ კომპანიებს 10 მილიონი კვერცხის ნაშთი აქვთ, თუმცა, იმავდროულად,  ქვეყანაში ირანული კვერცხი-კვერცხზე შემოდის.

 უფრო მეტიც, ირანელ მეკვერცხეებს ორ ტენდერშიც გაუმარჯვიათ და ახლა მათ ქათმებზეა როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე უფასო სასადილოების მომარაგება. ხოლო, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს სამშობლოში კვერცხის ხარისხიანობის შემოწმების სამსახური არ არსებობს, უცნობია, რა ხარისხის კვერცხს მიირთმევენ ჩვენი სამხედროები და სოციალურად შეჭირვებული მოხუცები. 

სურსათის ეროვნული სააგენტო გვამშვიდებს, რომ ბოლო პერიოდში ამოღებულ უხარისხო კვერცხს შორის ირანული პროდუქცია არ ყოფილა და გულს იმით გვიკეთებს, რომ ორიოდ კვირაში კვერცხის მარკირების შესახებ კანონიც ამოქმედდება, რომელიც შემომტანებს კვერცხზე გამოშვების თარიღისა და მწარმოებლის მითითებას დაავალდებულებს.

მეორე მხრივ, რაკი სიტყვამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვა მოიტანა, რაღა მაინცდამაინც ირანულით, იმის თავიც არ შეგვრჩა, ადგილობრივი კვერცხებით რომ მოგვემარაგებინა ჩვენივე ჯარი?!

скачать dle 11.3