კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეთვლება ჩინელ ბიჭს საქართველოში ნაკლად ის, რაზე უარესსაც ქართველები თავად სჩადიან უცხოეთში

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ყველა  ძალიან მენატრებით. 

გუშინ ბაზარში ვიღაც ქალმა ჩემთან ბევრი რამე იყიდა და მერე მითხრა, იაფი კი ღირს, მაგრამ, ნაგავს ეზიდებით და ჩვენზე ასაღებთო. მე ვუთხარი თუ ნაგავია, რაღას ყიდულობ-მეთქი და კინაღამ თავზე დამამხო ყველაფერი – რას ჩამოეთრიეთ აქო.

დედა, ქართველების ნახევარი უცხოეთშია წასული და, დღე არ გავა, რომ ტელევიზორში არ გამოაცხადონ ემიგრანტი ქართველების კრიმინალის შესახებ.

ქართველების დიდი ნაწილი ევროპაში მიდის. ქალები ძირითადად მოხუცებს უვლიან, კაცები კი ტანსაცმელსა და საჭმელს იპარავენ. 

საქართველოში არც ერთ ჩინელს არასდროს კრიმინალი არ ჩაუდენია და კიდევ ჩვენ გვეჩხუბებიან.

ჩვენი უბნის ბირჟაზე რომ ბიჭები დგანან – კობას ძმაკაცები, თითქმის ყველა დეპორტით არის გამოგდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

როცა ქართველი უცხოეთში ცხოვრობს, რაღაცნაირად, სხვებზე მაღლა დგას. მათ მშობლებს ჰგონიათ, რომ ახლობელმა რაღაც კარგი სამუშაო უშოვა; მშობლებისაგან კი ნათესავებმა იციან, რომ რაღაც დიდ პროექტზე მიიწვიეს, როგორც ექსპერტი; მარტო ამ ბიჭის უბნელებმა იციან, სინამდვილეში რისთვის არის წასული.

ერთ-ერთი ასეთი ყოფილი ემიგრანტი, როცა არ უნდა გახვიდე, ჩვენი უბნის ბირჟაზე დგას და ამაყად უყვება ბიჭებს იქაურ ტყუილ-მართალ თავგადასავლებს.

ეს ბიჭი ორი წლის წინაც ასე იდგა და რაღაცეებს ყვებოდა, მაგრამ, ახლა შეცვლილია: შავი, პრიალა ფეხსაცმლის ნაცვლად, სპორტული ბოტასები აცვია; შავი ძველი შარვლის ნაცვლად – ოდნავ გახეხილი ღია ფერის ჯინსები; ობობის ქსელის ნახატიანი გახუნებული მაისურის ნაცვლად – სპორტული თხელი ქურთუკი. თმაც სხვანაირად აქვს: ადრე გვერდზე გადავარცხნილი და დაბურული ჰქონდა, ახლა – შუაში აჩეჩილი და რაღაცით გაპრიალებული. მერე რა, რომ ერთი ლარიც არ უდევს ჯიბეში, სამაგიეროდ, უბანში ყველა პატივს სცემს; მერე რა, რომ დედამისის პენსიას ელოდება, რომ გოგოს შეხვდეს, სამაგიეროდ, ბევრი უბნელი გოგო ეპრანჭება; მერე რა, რომ არც ერთი წიგნი არ აქვს წაკითხული, სამაგიეროდ, უცხოეთშია ნაცხოვრები და ყველას განათლებული ჰგონია.

მაგალითად რუსეთში, კრიმინალური ავტორიტეტების 70 პროცენტი, თურმე, ქართველები ყოფილან; ევროპაში საჭმელსა და ტანსაცმელს იქ მყოფი ქართველების 40 პროცენტი იპარავს და, ამის ფონზე, ჩვენ გვეჩხუბებიან. ვაჭრობა თუ დანაშაულია, თვითონ ქართველები არ ვაჭრობენ თუ რა?!

ჩვენ დაგვცინიან, ერთ ოთახში ბევრნი რომ ვცხოვრობთ, ვითომ, თვითონ არ ცხოვრობდნენ ასე უცხოეთში. უცხოეთში კი არა, თბილისშიც ბევრ ოთახს ნახავ ასეთს, სადაც ჩვენზე მეტნი ცხოვრობენ ერთად, მაგრამ, გარეთ გამოდიან და ჩვენ დაგვცინიან.

როდესაც ქართველი უცხოეთში მიდის, ან დიდ წარმატებას აღწევს, ან ციხეში ხვდება; ძირითადად, მეორე ვარიანტი უფრო ხშირია. თითქმის ყველა ფულის დაგროვებას და უკან ჩამოსვლას გეგმავს, მაგრამ, ან ბევრი წლით რჩებიან იქ, ან მალევე ბრუნდებიან უკან დეპორტირებულებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავით. 

მართალია, საქართველოდან გაქცევას ქართველებს სოციალურად გაუსაძლისი პირობები აიძულებთ, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის ფონზე, არც ჩინელებს და არც სხვა ერის წარმომადგენლებს არ უნდა მოექცნენ ცუდად. ეს არის სულ, დედა. მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა.

 

გკოცნით თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3