კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1987 წელს ჩინელმა მეცნიერებმა გაზომეს მზის დიამეტრი და, როდესაც 1715 წლის მონაცემს შეადარეს, განსხვავებამ 820 კილომეტრი შეადგინა.

* ამერიკის შეერთებული შტატების მინესოტას შტატში არის პატარა ქალაქი – მოსკოვი. როგორც ამბობენ, ეს სახელი ქალაქმა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მიიღო ხანძრის გამო, რომელმაც მის „ნათლიებს“ რუსეთის დედაქალაქი მოაგონათ. 

* ბევრს ახსოვს, რომ პირველი კოსმონავტი იური ალექსეევიჩ გაგარინი იყო, მეორე – გერმან სტეპანოვიჩ ტიტოვი, მაგრამ, ძალიან ცოტამ იცის, რომ მანეკენს, რომელსაც კოსმონავტის სავარძელში ათავსებდნენ საცდელი გაშვებების დროს, ივან ივანოვიჩი ერქვა.

* ერთმა ბრიტანელმა, რომელმაც იცოდა, რომ განწირული იყო, სიკვდილის წინ ანდერძად დაიბარა, მისი ფერფლი გამოეყენებინათ სამწუთიანი ქვიშის საათის მასალად – მას ძალიან უყვარდა თოხლო კვერცხი, რომლის მოხარშვას ადუღებიდან 3 წუთი სჭირდება.

* შეიქმნა მინიკომპიუტერით აღჭურვილი სათვალე, ჩარჩოში ჩადგმული ეკრანითა და მინი-დინამიკით – გულმავიწყებისთვის.

* გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს წარმატებით იყიდებოდა სამხედრო ფლოტის სრულიად საიდუმლო იარაღი – გაწვრთნილი დელფინები. ამერიკელები მათ წარმატებით იყენებდნენ სპარსეთის ყურის ოპერაციების დროს.

* მსოფლიოში კარგად ცნობილია ტიპური ამერიკელის სიმბოლო – ძია სემი. ჯონ ბული კი ტიპური ინგლისელის სიმბოლოა.

* დადგინდა, რომ საბავშვო ბაღებში დარღვეულია იქ მომუშავეთა უსაფრთხოების წესები – აღმზრდელებს და სხვა პერსონალს არ ურიგდება ხმაურის ჩამხშობი საშუალებები (ყურსაცობი, ყურსასმენი), ბავშვების ყვირილი კი 89 დეციბალს, ანუ, პნევმატური ჩაქუჩის სიძლიერეს აღწევს.

* გაერომ, ამერიკელ უცოლო მამაკაცთა საზოგადოების თხოვნით, 1961 წლიდან, 22 მარტი კაცების დღედ გამოაცხადა.

* ყველაზე გრძელი ჰიმნი აქვთ ბერძნებს, მერე მოდიან არგენტინელები, შემდეგ – სალვადორელები. 

* „პელმენი“ უნგრულად „ცომის ყურებს“ ნიშნავს.

скачать dle 11.3