კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

შადრევნის ქვეშ მოგიზგიზე მუდმივი ცეცხლის გამოცანას მეცნიერები ვერ ხსნიან

ინდიანას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები კარგა ხანია, აკვირდებიან, ნიუ-იორკის Chestrut Ridge-ის პარკში მოგიზგიზე მუდმივ კოცონს. დაადგინეს, რომ ამ ტერიტორიის მთის ქანებს არ გააჩნია გაზის გამოსამუშავებლად აუცილებელი ტემპერატურა, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი ცეცხლი, რომელიც ზუსტად შადრევნის ქვეშაა, სულ სხვა მექანიზმით გამომუშავებული გაზით იკვებება, მაგრამ, კერძოდ რით, სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. საერთოდ, ყველაზე ხშირად გაზი გრუნტიდან გამოიყოფა, სადაც ბაქტერიები შთანთქავენ მეთანს და გარდაქმნიან ნახშირმჟავა გაზად. ეს გაზი სწრაფად იფანტება და ალით მისი წვა შეუძლებელია. ნიუ-იორკის შემთხვევაში, გაზი ქვების ღრიჭოში, ბუნებრივ კამერაში გამოდის, რაც ხელს უშლის გაზის გარდაქმნას, შესაბამისად – მის გაფანტვას და ის ამგვარად ინარჩუნებს თვისებას, იყოს ბუნებრივი საწვავი.  ამიტომაა, რომ კოცონი, რომელიც, სპეციალისტთა აზრით, ადგილობრივებმა ათასი წლის წინათ დაანთეს, ჩაუქრობლად ანთია.

ბუნებრივი მუდმივი ცეცხლი, ისეთი, როგორიც ნიუ-იორკის შტატშია, დედამიწაზე საკმაოდ იშვიათია. ის ყველაზე მეტი კონცენტრაციით შეიცავს ეთანსა და პროპანს. მისი წვის ტემპერატურა წყლის დუღილის წერტილთან, ანუ, 100 გრადუსთან მერყეობს.

 

ყველაზე ძველი წყალი კანადაში აღმოაჩინეს

წყლის „ჯიბე“ (იზოლირებული წყალი), რომლის ასაკი დაახლოებით 2,6 მილიარდ წელს შეადგენს, კანადის ერთ-ერთ მაღაროში, 2,4 კილომეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს. მისი ფორმირება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის წარმოშობამდე მოხდა. ჯერჯერობით მეცნიერებს არ შეუძლიათ, გვითხრან, იმყოფებოდნენ თუ არა ცოცხალი ორგანიზმები წყალში, რომელიც ორ მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გარე სამყაროსგან იყო იზოლირებული, მაგრამ, მეთანისა და წყალბადის მაღალი დონე მიუთითებს ამის მაღალ ალბათობაზე.

წყლის მცირე ჯიბეები, რომლებიც მინერალების დანალექების სიღრმეებშია განლაგებული, სასარგებლო წიაღისეულის ფორმირების პროცესში წარმოიშვა. აქამდე აღმოჩენილი მსგავსი ტიპის ყველა წყლის ჯიბე მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში იყო იზოლირებული.

მეცნიერები იძლევიან იმის გარანტიას, რომ, წყალი, რომელიც სულფიდის დეპოზიტის ნაპრალებში, სპილენძისა და თუთიის საბადოებში, ოჰაიოს შტატ ტიმინსის ახლოს იპოვეს, საბადოს ჰაერთან კონტაქტში არ შესულა. ტორონტოს უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სპეციალისტი ბარბარა შერვუდი და მისი კოლეგები, რომლებიც 1980 წლიდან არიან დაკავებულნი მთელ მსოფლიოში ღრმა მაღაროების კვლევით, აცხადებენ, რომ წყალს შეუძლია, მიედინებოდეს კლდის ნაპრალებში და იმყოფებოდეს იქ სრულ იზოლაციაში გარე სამყაროსგან, ანუ, წარმოადგენდეს თავისებურ კაფსულას, რომლის შესწავლით შეიძლება გავიგოთ, როგორი იყო გარემო შორეულ წარსულში.

გასული წლის ზაფხულში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აფრიკის ოქროს საბადოებში, 2,8 კილომეტრ სიღრმეზე აღმოჩენილ წყლის ჯიბეებში, რომლებიც აგრეთვე იზოლირებულია გარემოსგან ათეული მილიონი წლების განმავლობაში, მიკრობებს შეეძლოთ არსებობა. ეს „რეზერვუარები“ ბევრჯერ უფრო მარილიანი იყო, ვიდრე ზღვის წყალი, ქიმიური შემადგენილობა კი  ოკეანის ფსკერის თერმული წყლების მსგავსი ჰქონდათ –  მათში გახსნილი იყო ბევრი წყალბადი და სხვა შენაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლეს.

 

იღბლიან ამერიკელს – ოთხი უდიდესი მოგება

მელვინ უილსონმა, რომელიც ვირჯინიის შტატში ცხოვრობს, 2004 წლიდან უკვე მეოთხედ მოიგო მსხვილი თანხა. უოლსონი რეგულარულად ყიდულობდა მომენტალურ (სკეტჩ-კარტი) ლატარიას. პირველად მხოლოდ 25 ათასის მოგება ხვდა წილად; ერთი წლის შემდეგ – უკვე მილიონ 500 ათასი დოლარი; ბოლოს კი, რამდენიმე დღის წინ, ლატარიით 500 ათასი დოლარი მიითვალა. თავის იღბალს უკვე მილიონერი მელვინ უილსონი იმით ხსნის, რომ უბრალოდ, საჭირო ადგილზე საჭირო დროს აღმოჩნდება ხოლმე.

скачать dle 11.3