კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-21(647) 

ქალები ხშირად საუბრობენ უთანასწორობაზე, თავიანთ დარღვეულ უფლებებზე, მაგრამ, არც ერთი არ არის მზად იმ პატარა ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რომლებიც მხოლოდ სუსტი სქესისთვის არის დამახასიათებელი. რა მოხდა მერეო, – იტყვით, – ვის რა უშავდება უწყინარი ახირებებითა და კაპრიზებით, ისეთს ხომ არაფერს გიშავებთო... რა არის ნაკლიო?! – წამწამებს დააფახულებს ქალი გაოცებით და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იქნება. არგუმენტს თუ დაუსახელებთ, ისევ დააფახულებს წამწამებს და გულის სიღრმემდე შეძრული იტყვის: „ესენი ხომ ქალური სისუსტეებია... მომხიბვლელი, ქალური სისუსტეები“... ამ დროს,   რა ხდება მამაკაცის პოზიციიდან? – მათთვის მომხიბვლელი, ქალური სისუსტეები სხვა არაფერია, თუ არა ახირებები და კაპრიზები.

***

ლიზა ნებიერად გაიზმორა და მის მკლავთან მიწოლილ, თვალებმილულულ ზუკას თმა მოუჩეჩა:

– აბა, ახლა გამოტყდი, ეს ერთი კვირა სად იყავი დაკარგული და რატომ არ გინდოდა ჩემთან შეხვედრა?!

– ხომ გითხარი, სამსახურში ბევრი საქმე მქონდა-მეთქი. ვერ მოვახერხე.

– როგორ  უსინდისოდ ცრუობ, – გადაიკისკისა ქალმა, – შენ გგონია, ვერ ვხვდები, როდის იტყუები?! პატარა თაღლითო... მე ვერაფერს გამომაპარებ...

– არც ვაპირებ, ტყუილი მეც მეჯავრება, მაგრამ, მართლა არ მეცალა.

ლიზა მისკენ შებრუნდა და გახელებულმა დაუწყო კოცნა.

– ისე ძალიან მომენატრე... დღესაც რომ არ შემხვედროდი, თვითონ მოგაკითხავდი სამსახურში.

ზუკას გული გადაუქანდა.

– რა?! იცი, სად ვმუშაობ?

ლიზამ თვალები მოჭუტა და კეკლუცად გაიღიმა:

– ვაიმე, შენ როგორი ბავშვი ხარ? მე შენზე ყველაფერი ვიცი... ყვე-ლა-ფე-რი – სად ცხოვრობ, სად მუშაობ, სად დადიხარ საღამოობით, რომ ცოლი არ გყავს...

– კიდევ?

– კიდევ რა? ჰო, ფეხსაცმლის ზომას ახლა გკითხავ. პარიზში მივდივარ რამდენიმე დღით და, მინდა, საჩუქარი ჩამოგიტანო.

– არა, – მოუჭრა ზუკამ და ასადგომად წამოიწია. 

ლიზას გაუკვირდა:

– მოიცა, რას აკეთებ?

– უნდა წავიდე.

– რატომ? მთელი ღამე წინ გვაქვს. ჩემი ქმარი ხვალ საღამომდე არ ჩამოვა, შენც არავინ გელოდება...

– მელოდება, – ზუკამ ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე წამით მდუმარედ მიაშტერდა ქალს. მერე ამოისუნთქა და ნელა წარმოთქვა – არა, არავინ მელოდება, უბრალოდ, წასვლა მინდა.

– არ მესმის...

– არც მე მესმის, მაგრამ, ვგრძნობ, რომ ახლა წასვლაა საჭირო.

– ბავშვივით ნუ იქცევი... მომწონს, მაგრამ, დიდხანს ნუ გაჯიუტდები. იმდენი სიამოვნების მონიჭება შემიძლია...

ზუკამ ამოიოხრა და ქალის ცხელ კოცნას ტუჩები მიაგება... 

დილით ლიზას მხარზე შეხებამ გააღვიძა.

– მძინარა, ადექი, უკვე დროა.

ზუკამ უხალისოდ გაახილა თვალები:

– რომელი საათია?

– ცხრა სრულდება. საუზმეს ნომერში მოგვიტანენ. დავრეკე უკვე. სამსახურში მშიერი ხომ არ წახვალ?

– მეჩქარება. არ მინდა საუზმე, სამსახურში დავლევ ყავას. თიკოს ვთხოვ და მომიდუღებს.

ლიზა შეიჭმუხნა.

– თიკო ვინ არის? – იკითხა გაღიზიანებული ხმით.

– ჩემი თანამშრომელია. რა იყო? – მხრები აიჩეჩა ზუკამ, – კარგი გოგოა, ბიჭებს ყავას გვიდუღებს ხოლმე.

– იცოდე, ეჭვიანი ვარ, – გაიცინა ლიზამ, თან თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.

– ხუმრობ?

– სულაც არა. მე ჩემს ქმართანაც ასე ვარ.

– როგორ? – ქმრის ხსენებამ ზუკაზე უარყოფითად იმოქმედა. ფერი დაკარგა და თითები შესამჩნევად აუთრთოლდა.

– როგორ და, ვეჭვიანობ. აბა, გამიბედოს და ვინმესთან მიღალატოს!.. 

ზუკამ გაოცებით შეხედა. ლიზამ ხმამაღლა გადაიკისკისა.

– გიკვირს? მე ასეთი ვარ – მესაკუთრე. ის, რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს. ასეა. ამიტომ, ფრთხილად იყავი.

ბიჭმა გვიან მოიაზრა ქალის ნათქვამი.

– მოიცა, რა იგულისხმე? მეც შენი საკუთრება ვარ?

– ვაიმე, რა საყვარელი ხარ! მეცო... კარგი, რა?! რომელი ქალი გინახავს, რომელსაც განსაკუთრებული ხასიათი არ ექნება? კაცებიც ზუსტად ასეთები ხართ. ნუ გეშინია, როგორც საკუთრებას, იურიდიულად არ გადაგიფორმებ, მაგრამ, სანამ ჩემთან იქნები, მარტო ჩემთან უნდა იყო – ამაში უჩვეულო არაფერია, ხომ მართალი ვარ?

– მაგაში მეც გეთანხმები, ვარ ერთგულების მომხრე. თუმცა... – ზუკას უნდოდა, ეთქვა, შენ ხომ ჰღალატობ ქმარს, ამის საქმე როგორღა იქნებაო, მაგრამ, ბოლო წუთს გადაიფიქრა. ლიზა მაინც მიუხვდა, ლოყაზე აკოცა და შემპარავი ხმით წასჩურჩულა:

– შენ არ გიღალატებ, ნუ გეშინია...

ზუკამ შუბლზე მოისვა ხელი.

– ლიზა... მე ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. გუშინ რომ მკითხე, რატომ არ გინდოდა ჩემთან შეხვედრაო... მინდოდა, ძალიან მინდოდა... საქმეც მქონდა – ეს დღეები ახალი კლიენტის პროექტზე ვმუშაობდით და მართლა არ მეცალა, მაგრამ, შენთან შეხვედრისთვის დროს აუცილებლად ვიპოვიდი...

– მერე, რატომ გაჩუმდი?

– ხომ გიხსნი... მარტივი არ არის ჩემთვის ამ ყველაფერთან შეგუება.

– უი, ხომ არ შეგიყვარდი, საყვარელო? – ლიზა გამხიარულდა.

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი... ამიტომ, გთხოვ, როცა შენს მესიჯს ან ზარს არ ვუპასუხებ, დრო მომეცი ხოლმე და ნუ გამიბრაზდები. კარგი?

ლიზამ ტუჩები გაბუსხა:

– რატომ ართულებ ყველაფერს? ერთად კარგად ვართ. არაჩვეულებრივი სექსი გვაქვს. მომწონს შენთან ყოფნა. სანაცვლოდ არაფერს გთხოვ... პირიქით, მინდა პატარ-პატარა სიურპრიზებით გასიამოვნო... შენ კი მაინც იგრუზები. არ მიყვარს, როცა კაცი იგრუზება... ქმარს კიდევ ავიტან ასეთს, მით უმეტეს, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, მაგრამ, საყვარელი?! მეტისმეტია... საუზმეც მოგვიტანეს ამასობაში. მოდი, გემრიელად ვისაუზმოთ. მერე ერთხელაც მოვესიყვარულოთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. მე ორ დღეში პარიზში წავალ, შენ კი ამასობაში მოგენატრები და სულელურ, უაზრო რაღაცეებზეც აღარ იფიქრებ.

ლიზა პასუხს არ დალოდებია, პატარა მაგიდაზე დაწყობილ ჭურჭელთან მიირბინა და აღტაცებით შემოჰკრა ხელი ხელს...

– ყველაფერია, რაც მიყვარს... სექსის მერე ყოველთვის კარგი მადა მაქვს და ბევრსაც ვჭამ. ყავასაც დაგისხამ – ის შენი თანამშრომელი ასეთ ყავას ნამდვილად ვერ მოგიდუღებს...

***

ქეთი მთელი დღე მოუსვენრად წრიალებდა და ადგილს ვერ პოულობდა. თითქოს საქმესაც გულს ვეღარ უდებდა. კონსულტაციაზე გასულ პაციენტებსაც გულგრილად პასუხობდა შეკითხვებზე. ლელამ რამდენჯერმე შეხედა გამაფრთხილებლად, მაგრამ, ადეკვატური რეაქცია რომ არ მოჰყვა მის უსიტყვო შენიშვნას, სამზარეულოში გაიხმო:

– რა გჭირს შენ დღეს?

– მე? რაზე მეკითხები? – გაიოცა ქეთიმ და სიგარეტს მოუკიდა.

– მშვენივრად ხვდები. მთელი დღეა, თვალყურს გადევნებ... ასე არ გამოვა, ქეთი, ხომ იცი, ერთი უკმაყოფილო პაციენტიც კი როგორ უარყოფითად მოქმედებს კლინიკის იმიჯზე?

– ამას რატომ მეუბნები? რა თქმა უნედა, ვიცი და ვზრუნავ კიდეც კლინიკის იმიჯის ამაღლებაზე.

– დღეს რაღაც არ გეტყობოდა, – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ლელამ, – ძალიან უყურადღებოდ მუშაობდი. გთხოვ, როცა ოჯახში პრობლემა გექნება, საერთოდ ნუ მოხვალ. გაგიგებ.

– ოჯახში არანაირი პრობლემა არ მაქვს. მართლა, – გაიღიმა ქეთიმ, – მე და ვახოს ყველაფერი შესანიშნავად აგვეწყო.

– მიხარია. მაშინ, რა მოხდა?

– სინდისი მაწუხებს.

– სინდისი გაწუხებს? რამე დააშავე?

– ჰო. ვახოზე ვიეჭვიანე სულ ტყუილად და ვნანობ.

– დიდი ამბავი! ცოტა ეჭვიანობა სასარგებლოც არის.

– არა, არა, ცუდად მოვიქეცი. სამსახურში მივადექი მზვერავივით და ეწყინა.

– ჰოო... ნდობის დეფიციტი ძალიან საშიშია. საბოლოოდ ამას მეუღლეთა დაშორიშორება მოჰყვება ხოლმე. ის თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა.

– მეც ამას ვამბობ, სისულელე ჩავიდინე. არადა, თურმე, როგორი საჩუქარი ჰქონია ჩემთვის მომზადებული! წარმოგიდგენია? საგზური იყიდა და პარიზში მივყავარ ერთი კვირით. საყვარელი... ჰოდა, ამიტომაც, ორმაგად მაწუხებს სინდისი.

– ანუ, ერთი კვირა სამსახურში არ ივლი?

– ჰო. ჩემი შვებულებიდან ერთ კვირას ახლა გამოვიყენებ. ხომ გამიშვებ?!

– სხვა რა გზა მაქვს?! – გაეღიმა ლელას.

– რაო, რაო? ვინ მიდის პარიზში? – სამზარეულოს ზღურბლიდანვე დაიძახა ნატამ, – გოგო, აქამდე როგორ არ მითხარი?

– ვაპირებდი, მაგრამ, შენზე გაბრაზებული ვარ. თუმცა, შენ რას გერჩი, მე არ უნდა დამეჯერებინა და თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩამეგდო.

 – შენ ურჩიე, ვახოსთან სამსახურში მისულიყო? – მიუბრუნდა ლელა ნატას.

– ჰო, რა მოხდა მერე?! როცა ეჭვი ჩნდება და არსებობს საშუალება ამ ეჭვის გასაფანტავად, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს საშუალება?

– საქმეც ეგაა! გამოიყენა და ქმარს აწყენინა, – ნიშნის მოგებით მიუგო ნატოს ლელამ.

– ეტყობა, ძალიანაც არ ეწყინა, პარიზში რომ მიჰყავს. მეც სიამოვნებით ვაწყენინებდი ვინმეს, თუ ეიფელის კოშკის ნახვას მაღირსებდა. გოგო, საჩუქრებს ხომ ჩამოგვიტან? – გადაიკისკისა ნატამ.

– აბა რას ვიზამ? აუჰ, რამდენ რამეს ვიყიდი ჩემთვის!.. – სახე გაუბრწყინდა ქეთის...

***

მამაკაცები თავიანთი მესაკუთრული ფსიქოლოგიიდან და, ასევე, ფიზიოლოგიიდან  გამომდინარე, ვერაფრით იქნებიან სიყვარულში ერთგულები. თანაც, მათი სიყვარული ქალის სიყვარულისგან მკვეთრად განსხვავდება და ამაშიც მისი უდიდებულესობა ფიზიოლოგიაა „დამნაშავე”.  კაცს ქალი უყვარს როგორც ნადავლი და, მით უფრო მძაფრია ეს განცდა, რაც მეტი წვალება დასჭირდა მის მოსაპოვებლად. ქალის სიყვარული გაცილებით მშვიდი და უანგაროა – დედობრივ ზრუნვასთან, სინაზესთან, მადლიერების გრძნობასთან გაჯერებული. ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც სიყვარულის ყველაზე მაღალ სტადიაში – ფიზიკური სიახლოვისას გამოიყოფა, იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას პარტნიორზე. ეს თითქმის კანონია და ორივე სქესზე თანაბრად ვრცელდება. ასე რომ, არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ეს მამაკაცებს ჰგონიათ – ერთხელ „გავიგულავებ” და ამით არაფერი დაშავდებაო. თურმე, „შავდება”, ბატონო! ეს ოხერი ოქსიტოცინი შენ არაფერს გეკითხება – გამოიყოფა და მოქმედებს, მერე კი არკვიე, სიყვარულია ის, რასაც ჯერ კიდევ გუშინ, სრულიად უცხო ადამიანის მიმართ განიცდიდი თუ სპორტული აზარტი და ეროტიკული ინტერესი. მერე მამაკაცებს როგორ უყვართ რთული სიტუაციები?! ერთი სიტყვით, ეგრეთ წოდებულ მგზნებარე სიყვარულს მხოლოდ ყმაწვილობის ასაკში შეუძლია, ადამიანი უკეთესი გახადოს. ის წარმოდგენას ცხოვრებაზე მხოლოდ მანამდე ცვლის, სანამ პიროვნების ფორმირება დასრულდება. უკვე დიდებს კი მარტო იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ ადამიანს თავი მოვაწონოთ და ამისთვის ზოგჯერ თამაშის აკრძალული წესებიც გამოვიყენოთ. რას იზამ, იტყვი, მიზანი ამართლებს საშუალებასო და, თავსაც დაიმშვიდებ, თუ ზოგჯერ სინდისი „გაიფხაკუნებს”. რეალურად ადამიანის ხასიათი და მისი შეხედულება ცხოვრებაზე ძნელად ემორჩილება კორექციას. ამიტომ, ის ისეთი უნდა მივიღოთ, როგორც სინამდვილეშია, თუკი, რა თქმა უნდა, მის გვერდით ყოფნა გვინდა. 

            ***

ქეთიმ აივნის კარი გამოაღო, ზღურბლზე დადგა და ხელები გაშალა. სახე ბედნიერებისგან უცინოდა. მერე შემობრუნდა, ფეხის წვერებზე შემდგარი, ლოგინზე წამოწოლილი ქმრისკენ გაქანდა და მოეხვია. 

– იცი, რა ბედნიერი ვარ?! უბედნიერესი! მეგონა, ჩემი ოცნება ოცნებად დარჩებოდა. ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ პარიზში წამომიყვანდი. 

– რატომ? – გაიცინა ვახომ, – პარიზი რომელი მიუწვდომელი ქალაქი ნახე. სულაც არ ყოფილა შორს. 

– რა საყვარელი ხარ... იცი, გადავწყვიტე, აღარასდროს ვიეჭვიანო შენზე და აღარც უმიზეზოდ გეჩხუბო. მარტო მოგეფერები და იმაზე ვიფიქრებ, როგორ გასიამოვნო. 

ვახოს გაეღიმა ცოლის ბავშვურ ტიტინზე, თმაში ალერსით შეუცურა ხელი და ამოიოხრა: 

– კარგია, თუ ამისი სურვილი გაქვს. მაგრამ...  

– რა – „მაგრამ“, არ გჯერა ჩემი? – ქეთიმ ტუჩები გაბუსხა და საავდროდ მომზადებული ღრუბელივით მოიქუფრა. 

– მჯერა, რა თქმა უნდა მჯერა, – სასწრაფოდ გადათქვა კაცმა, – იმის თქმა მინდოდა, რომ მიხარია, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე. მაგრამ, ახლა ასეთ ყოფით თემებზე ფიქრი არ მინდა. 

– კარგი, არც მე მინდა, – ქეთი ისევ გახალისდა, – არ ადგები? 

– არა. სად გვეჩქარება? საუზმე ნომერშიც შეგვიძლია, შევუკვეთოთ და რამე საინტერესო საქმიანობით დავკავდეთ. მერე სადილზე ჩავიდეთ და ქალაქში გავიდეთ. მანამდე ვისეირნოთ, სანამ არ დავიქანცებით. მოგწონს ჩემი დღის განრიგი? მგონი, იდეალურია და კორექციას არ საჭიროებს.

ქეთის ყოყმანი დაეტყო. 

– რა იყო? მგონი, რაღაცის თქმა გინდა. მითხარი, რომელი პუნქტი არ მოგეწონა და  ხელახლა განვიხილოთ.

– ყველაფერი მომეწონა. უბრალოდ, იმ ქალს რომ შევპირდი, საუზმის შემდეგ შევხვდებოდი და მაღაზიებში ერთად გავიდოდით...

ვახო მოიღუშა:

– ეგ სულ დამავიწყდა. შენც, რას ჰპირდებოდი? გუშინვე არ მომეწონა ეგ ამბავი. სიმართლე გითხრა, არც ის ქალი არ მომეწონა. ვერ ვიტან ეგეთებს – მეტისმეტად გადაპრანჭულებს და ხელოვნურებს. საერთოდაც, რატომ გამოელაპარაკე? 

ქეთიმ მხრები აიჩეჩა:

– ჯერ ერთი, პირველი თვითონ გამომელაპარაკა და, მეორეც, მე მომეწონა – ძალიან მხიარული ვინმეა, უკომპლექსო. თან, მითხრა, პარიზი ჩემი სახლივით არის, მისი ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი, მაღაზიებშიც მე გაგყვები და ისეთ რაღაცეებს გაყიდვინებ, თბილისში რომ ჩახვალ, ხალხს შოკში ჩააგდებო.  

– ეეე, კარგი, რაა... მე თანახმა არ ვარ, მე მინდა, ჩემი ცოლი მარტო მე მაგდებდეს შოკში. ახლა კი, მიდი და ის საცვლები ჩაიცვი, გუშინ ერთად რომ ვიყიდეთ.  მერე ჩემთან მოდი, ძალიან საინტერესო წინადადება მაქვს შენთან, – ვახომ მსუბუქად უბიძგა ცოლს ზურგში და წასახალისებლად შიშველ მხარზე აკოცა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3