კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: მაინტერესებს, პელარგონიუმის როგორი სახეობები არსებობს?

პასუხი: ამ მცენარის ასობით სახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი სურნელოვანი ფოთლებით ფასობს, ზოგი კი ფერადი ყვავილებით. სამეფო პელარგონიუმებს ამშვენებს დიდი ყვავილები, რომლებიც სხვადასხვა ფერისაა: მოშავო, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. პელარგონიუმის სახეობებიდან ყველაზე გავრცელებულია „ზონალური” პელარგონიუმი. მისი პატარა ყვავილების კონები საკმაოდ შთამბეჭდავია. საერთოდ, ეს მცენარე სათანადო პირობებში მთელი წლის განმავლობაში ყვავის.

კითხვა: რამდენად პრეტენზიული მცენარეა პტერისი?

პასუხი: ეს ეფექტური და მოხდენილი გვიმრა ნაკლებად ჭირვეული მცენარეა და ის დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. მისი მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. სითბოში მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად მისი ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და რეგულარულად დანამეთ. 

კითხვა: ჰოლში დასადგმელად რომელ მცენარეს მირჩევთ?

პასუხი: ჰოლში თბილ და მყუდრო გარემოს უამრავი მცენარე ქმნის, თუმცა, კარის ხშირი გაღების დროს ბინაში ქარი და ცივი ჰაერი შემოდის, რასაც ზოგიერთი მცენარე ვერ უძლებს. ჰოლში დასადგმელად შეარჩიეთ განსაკუთრებით გამძლე მცენარეები, რომლებიც მიჩვეული არიან ცივ ღამეებსა და ყინვას. გირჩევთ, ჰოლში დადგათ შემდეგი მცენარეები: აჰავა, სპარმანია, ტოლმია და კორდილინა.

კითხვა: ბარაქის ხე ჯერ მწვანე იყო, შემდეგ გაყვითლდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? კიდევ, მაინტერესებს, რა სიხშირით უნდა მოვრწყა გაზაფხულსა და ზაფხულში?

პასუხი: მიზეზი შეიძლება მდგომარეობდეს შემდეგში: 

1. თუ მზეში გიდგათ და ნიადაგის კომი ხშირად უშრება. 

2. თუ ფესვები უკვე დაზიანებულია. ამის შესამოწმებლად მცენარე ამოიღეთ ჭურჭლიდან, კარგად დაუთვალიერეთ ფესვები, გაფუჭებული ადგილები მოაჭერით და ნიადაგი გამოუცვალეთ.

ბარაქის ხე გაზაფხულზე ირწყვება კვირაში ორჯერ. მას ხშირი მორწყვა არ უყვარს, ამიტომ, ეცადეთ ბევრი წყლით მცენარის ლპობა არ გამოიწვიოთ. ზაფხულში მცენარეს ნიადაგი რეგულარულად გაუნოყიერეთ. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს. მისთვის აუცილებელია კარგი განათება, განსაკუთრებით – ზამთარში. არგებს რამდენიმე საათი მზეზე ყოფნაც. კარგად გრძნობს თავს 18-24 გრადუსზე. ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, სიგრილეში ამყოფეთ, ფოთლები რომ არ დაუწვრილდეს. 

კითხვა: „დეკაბრისტმა” რამდენიმე წლის წინ იყვავილა, ახლა კი აღარ ყვავილობს. რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: „დეკაბრისტს” ხმელთაშუა ზღვის კაქტუსს ეძახიან. მისთვის აუცილებელია, შემოდგომიდან ამყოფოთ გრილ, 5-10-გრადუსიან ადგილას. დეკემბრის დასაწყისიდან კი შეიტანეთ 20-გრადუსიან სითბოში. შეგიძლიათ, ამოიღოთ ჭურჭლიდან და ნახოთ მისი ფესვების მდგომარეობა.

კითხვა: სუკულენტს ღეროები უყვითლდება და უკვე ცვენაც დაიწყო. ზომიერად ვრწყავ და სინათლეც ნორმალურად აქვს. ახლა ყვავილობის პროცესშია. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვუარო? 

პასუხი: ამ მცენარეს არ უყვარს ბევრი წყალი, რადგან ის შედის კაქტუსების ოჯახში. ირწყვება ორ კვირაში ერთხელ და მისი კვება მინერალური სასუქებით შესაძლებელია თვეში ერთხელ. ფოთლების ცვენა გამოწვეულია უშუქობისა და უჟანგბადობის გამო. შესაძლოა, არასწორი მორწყვაც იყოს მიზეზი. ზაფხულში დღეში ორი-სამი საათით გაიტანეთ გარეთ.                                                                                                                                                   

скачать dle 11.3