კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 13 მაისს, ღამის 3 საათსა და 20 წუთზე. სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შემეფერება?

პასუხი: სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია კირჩხიბის, ვერძის, ქალწულის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 20 აპრილს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არის ის, რომ დაეყრდნოთ ხასიათის დადებით თვისებებს. იყავით მეტად აქტიური, აიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა, გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დააბალანსეთ ურთიერთობა სასიყვარულო სფეროში. დაეყრდენით ცოდნის ბაზასა და ოპტიმიზმს. ნუ დაგაკმაყოფილებთ ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. იყავით მაქსიმალისტი. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით. გამოავლინეთ დისციპლინა და შეუპოვრობა. ასევე, იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, ფულის  პრაქტიკულად მხარჯველი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი და სამხედრო სტრუქტურები, პოლიტიკა, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სამოდელო სფერო, დიზაინი, გასართობი ინდუსტრია; მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 18 მარტს, ღამის საათებში. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი მომავალში?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, მთარგმნელობითი საქმე, ლინგვისტიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო.

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1994 წლის 30 დეკემბერს. რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?

პასუხი: პროფესიებიდან ძალიან კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან საქმიანობა, მედიცინა, პროფესიონალური დიპლომატია, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საკანონმდებლო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საბანკო-ეკონომიკური, სავაჭრო-კომერციული საქმიანობა.

скачать dle 11.3