კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია

ღვიძლის უჯრედებში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ბევრი ქიმიური რეაქცია, მაგალითად, ალკოჰოლის გადამუშავება, ტოქსინების გამოდევნა, გლუკოზის მარაგის შექმნა და მისი გაცემა, ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების წარმოქმნა და ცვლა, ნაღვლის გადამუშავება...

ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა, ვირუსებმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე. ამ დროს იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე, რომელიც შვიდი სახისაა. მათგან A და B ჰეპატიტით დასნებოვნება დაკავშირებულია წყალთან და ჰაერთან, ასევე, საკვებთან. დანარჩენი 5 ვირუსი კი, ორგანიზმში სისხლით ხვდება.

ღვიძლის დაუძინებელი მტერია ალკოჰოლი. სპირტი გადამუშავდება ღვიძლის უჯრედებით. მაგრამ, თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით.

ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია. ასევე, კარგია მარცვლეულის ქატო. ეს ყველაფერი შეიცავს ბევრ უჯრედისს და პექტინურ ნივთიერებას. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს. ღვიძლისთვის კარგია ვიტამინები ნატურალური სახითაც, ზეთებიდან კი სიმინდის, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი.

რა იწვევს ეპილეფსიის განვითარებას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის 

ეპილეფსია, როგორც დაავადება, მაშინ განიხილება, როდესაც ყოველგვარი გამღიზიანებლის გარეშე, თავისთავად აღმოცენდება გულყრები. ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც განმეორებადი ეპილეფსიური კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი გულყრით ვლინდება. მისი რისკ-ფაქტორია ნებისმიერი მოვლენა. ძლიერი კრუნჩხვა იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ადამიანს ეს გენეტიკურად აქვს შეძენილი. უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია ძილის დარღვევა, ემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, ჭარბი განათება.

ეპილეფსიური კრუნჩხვების განვითარებას ასევე, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, მაღალი ტემპერატურა, ენდოკრინული დაავადებები, კვებითი ინტოქსიკაციები, ნარკომანია, ზოგიერთი მედიკამენტი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ზოგჯერ დაავადება მექანიკურად ვითარდება, მაგალითად, ტვინის ქსოვილის სიმსივნის, ტრავმის, ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო. განსაკუთრებით კი, სამშობიარო ტრავმის შემდეგ. მშობიარობის დროს თუ ბავშვი დიდხანს დაყოვნდა, შესაძლოა, მას თავის ტვინის სტრუქტურების ზოგიერთი უბანი დაუზიანდეს. დაავადება ძირითადად, ბავშვთა ასაკში ვლინდება. შემდეგი პიკია სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ბოლოს კი, როცა ორმოცი წლის ასაკს გადასცილდება.

ეპილეფსიური გულყრა მცირე გამოვლინებით მიმდინარეობს. გამოვლინების სახე კი იმაზეა დამოკიდებული, ტვინის რა უბანია აღგზნებული.

დაავადება ყველა ასაკში ერთნაირად ვლინდება. შეტევისას არ არის საჭირო, კრიჭის გახსნა, ცემა, შემოლაწუნება და ასე შემდეგ. კრუნჩხვის დროს ადამიანი გვერდზე უნდა გადააბრუნოთ, რომ ნერწყვი არ გადასცდეს. ეპილეფსიური კრუნჩხვა დაახლოებით წუთ-ნახევარს გრძელდება. უფრო მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში, საქმე ისტერიკულ და სხვა გულყრასთან გვაქვს. ამას ფებრალური გულყრა ეწოდება. ფებრალური გულყრა ბავშვს მაღალი ტემპერატურის დროს უვითარდება და შესაძლოა, 15-20 წუთსაც კი გაგრძელდეს. ამ დროს ის ხელში უნდა აიყვანოთ, ჩაიხუტოთ ზურგით და დააკვირდეთ კრუნჩხვის ხანგრძლივობას. ფებრალური გულყრის თავიდან ასაცილებლად, ბავშვის ტემპერატურა 38,5 გრადუსს არ უნდა ასცილდეს. ხუთი ფებრალური გულყრა კი უკვე ეპილეფსიის რისკ-ფაქტორია.

ეპილეფსიის შეტევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ცხოვრების რიტმის შეცვლა, მაქსიმალური ინტელექტუალური დატვირთვა, ძილის რეჟიმის დაცვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ასე შემდეგ.

 

ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს იოდი იცავს

ადამიანის ორგანიზმისა და ბიოველის თავდაცვის უნარის შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანია იოდი. ეს აქტიური ფსიქობიოენერგეტიკული ელემენტი მთავარ როლს ასრულებს ადამიანის იმუნიტეტისა და თავდაცვის უნივერსალურ მექანიზმში ბუნებრივი და სოციალური ფაქტორების, კერძოდ, რადიაციის, შხამქიმიკატების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ფარისებრი ჯირკვალი, ანუ, ეგრეთ წოდებული, ჯანმრთელობის ჰორმონი – თიროქსინი, დაახლოებით 65 პროცენტი იოდისგან შედგება. ის აძლიერებს ბიოველსა და ქსოვილების წინააღმდეგობას, უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, რომ გათავისუფლდეს მავნე ნივთიერებებისგან. აგრეთვე, არეგულირებს სუნთქვის ინტენსიობასა და ფსიქოენერგეტიკას. ფარისებრი ჯირკვლის მეშვეობით, დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში, ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე დროს, იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ძლიერ მიკრობებს კი ასუსტებს.

ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც იზრდება სხვადასხვა დაავადებათა რისკი, შესაბამისად, ზომაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმაც, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტსა და ჯანმრთელობის, გონებისა და სხეულის სიმხნევის, სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის აუცილებელი ჰორმონია.

ფარისებრი ჯირკვალი, როცა მას იოდი აკლია, არ იზრდება ფსიქო-ფიზიკური და ბიოენერგეტიკული მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ, აუცილებელია, მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც იოდით არის მდიდარი.

 

ოხრახუშისა და უმი კარტოფილის წვენი ძალიან სასარგებლოა 

ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 25-30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათის, ნიახურის ან ისპანახის წვენს.

ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებდნენ წყალმანკისა და თვალის დაავადებებისას.

უმი კარტოფილის წვენი კი შეიცავს შაქარს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ, ვისაც აწუხებს ვენერიული დაავადებები და სექსუალურად აღგზნებულნი არიან, კარტოფილის წვენის სმა ეკრძალებათ.

კარტოფილის წვენში უხვადაა კალიუმი, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი. ხოლო სტაფილოს წვენი ნიახურის წვენთან ერთად, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და ნერვულ დაავადებებს. კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი დღეში დაახლოებით 300 მილილიტრი უნდა სვათ, რათა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისგან სწრაფად განიკურნოთ.

 

ვიტამინების უმეტესობა ხილ-ბოსტნეულის კანქვეშ ილექება

ამ სეზონზე გაქვთ შანსი, ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის სეზონური ახალი ხილი ნამდვილი მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ.

სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის სახეხზე და არა ლითონისაზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი C ვიტამინს. თუ წვენსაწური გაქვთ, კურკიან ხილს ნუ ჩაყრით. ფოთლოვანი ბოსტნეული კი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შემდეგ გაწურეთ.

ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. წვენი  ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.

არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული წვენს დაუმატოთ შაქარი.

 

რატომ გიბუჟდებათ საღამოს ფეხები

დაბუჟება, ანუ ფეხის კუნთების კრუნჩხვები ბევრს აწუხებს. როგორც წესი, ამას წინ უძღვის ფეხების ქრონიკული დაღლილობა, ტკივილი, საღამოობით სიმძიმის შეგრძნება და ტერფების შეშუპება.

დაბუჟების გამომწვევ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ვენების ვარიკოზულ გაფართოებას, ბრტყელტერფიანობასა და ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას ასახელებენ.

თუ ფეხები ძილში დაგიბუჟდათ, ნუ შეშინდებით: საწოლში ფრთხილად წამოჯექით, ფეხები იატაკზე დადგით და ნელ-ნელა წამოდექით. რამდენიმე წუთში სისხლის ცირკულაცია აღდგება და დაბუჟებაც გაივლის.

კარგია მასაჟიც. თანმიმდევრულად გაიკეთეთ მასაჟი ტერფებიდან მუხლამდე. შემდეგ დაწექით, ფეხები მოხარეთ და დროდადრო მაღლა ასწიეთ. ასე სისხლის მიმოქცევაც გაგიუმჯობესდებათ და განმეორებითი კრუნჩხვებისგანაც დაიზღვევთ თავს.

скачать dle 11.3