კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სიახლეები

მეგოლფე შევჩენკო

 

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ უკრაინელმა სუპერვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ პოლიტიკაში სცადა ბედი, თუმცა, წარუმატებლად და ამჯერად, ძალების მოსინჯვა გოლფში გადაწყვიტა. უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მას არცთუ ცუდად გამოსდის. ანდრეიმ ინგლისის „ქუინვუდ გოლფ კლუბის” ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული გოლფის კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ნისლიან ალბიონზე და მისი წევრი სულ 300-მდე გოლფის მოყვარულია. გოლფის თამაშით შევჩენკო ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის პერიოდში დაინტერესდა და ამჟამად დღეში 3-4 საათს უთმობს სპორტის ამ სახეობას. უკრაინაში ვარაუდობენ, რომ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შევჩენკომ უკრაინა შესაძლოა, გოლფის სახეობაში წარადგინოს, როგორც პროფესიონალმა მეგოლფემ.

 

მსოფლიო ჩემპიონი ტოპ-მოდელი

 

ვენესუელელი მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი – ოგლეიდის სუარესი ქალებს შორის პროფესიულ კრივში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში. აღნიშნული ტიტული ლამაზმანმა მოქმედი ჩემპიონის, კორეელი ჰიუნ მი ჩოის სხვა წონით კატეგორიაში გადასვლის გამო მიიღო. 25 წლის სუარესი 2006 წლიდან პროფესიულ რინგზე მართავს შეხვედრებს და მის ანგარიშზე 21 ბრძოლაა, მათ შორის 18 ნოკაუტით მოგებული. კრივის გარდა, ოგლეიდისი აქტიურად არის ჩართული სამოდელო ბიზნესში და არც გულახდილ ფოტოსესიებზე ამბობს უარს. 

 

მოძალადე მარადონა

 

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ახალ სკანდალში გაეხვია, რომელიც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჟურნალისტებს უკავშირდება. არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან  მშობლიურ ბუენოს-აირესში ახალდაბადებული შვილის, დიეგო ფერნანდოს სანახავად ჩასულ „ფეხბურთის ღმერთს” აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა. თაყვანისმცემლებისა და ჟურნალისტების არმია, მარადონას აეროპორტიდან მის სახლამდე გაჰყვა. ჟურნალისტების ყურადღებისგან შეწუხებულმა დიეგომ ავტომობილი გააჩერა და ჟურნალისტების კორტეჟს ქვების სროლა დაუწყო, ერთ-ერთ მათგანს კი პანღურიც ამოსცხო. დაზარალებული ჟურნალისტები მარადონასგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

 

მექრთამე ეკლსტოუნი

 

„ფორმულა ერთის” ბრიტანელ მეპატრონეს, მილიარდერ ბერნი ეკლსტოუნს გერმანულმა პროკურატურამ ქრთამის მიცემაში წაუყენა ბრალი. ეკლსტოუნი ბრალდებულია ყოფილი გერმანელი ბანკირისთვის გერჰარდ გრიბკოვსკისთვის ქრთამის მიცემაში, რომელსაც აღნიშნულ მომენტში სახელმწიფო თანამდებობა ეკავა. ფაქტი 2006 წელს მოხდა და „ფორმულა ერთის” რბოლების ტრანსლირების გაყიდვის უფლებას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ გრიბკოვსკის უკვე დაუმტკიცდა ქრთამის აღების ფაქტი და ამჟამად გამოძიება ეკლსტოუნის პერსონით დაინტერესდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბერნის პატიმრობა და „ფორმულა ერთის” საქმიანობიდან ჩამოშორება ემუქრება.

 

ფედერერი – ჩოგბურთელ გეებზე

 

ჩოგბურთის შვეიცარიელი ვარსკვლავი – როჯერ ფედერერი გამოეხმაურა კალათბურთელ ჯეისონ კოლინზს, რომელმაც აღიარა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. ფედერერმა განაცხადა, რომ ჩოგბურთის სამყარო  ნორმალურად შეხვდება იმ ფაქტს, თუკი რომელიმე ჩოგბურთელი აღიარებს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. „არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტის სახეობაა და ნაკლებად ვიცნობთ ერთმანეთის პირად ცხოვრებას, თუმცა გეი ჩოგბურთელი, პირადად მე, არ შემხვედრია” – განაცხადა ფედერერმა. ფედერერის აზრით, თუკი რომელიმე სპორტსმენი გაბედავს აღიაროს, რომ გეია, ეს ფაქტი საზოგადოებამ ნორმალურად უნდა აღიქვას.

 

ფიტნესის ამერიკელი დედოფალი

 

„მაიამი ჰითის” სექსუალურმა ქომაგმა,  ფიტნესის ამერიკელმა დედოფალმა, ჯენიფერ ნიკოლ ლიმ ორიგინალურად აღნიშნა საყვარელი გუნდის გამარჯვება NBA-ს პლეი-ოფში და მაიამის სანაპიროზე პლაჟზე შეკრებილი დამსვენებლებისთვის ექსპრომტად სტრიპტიზი იცეკვა. ფიტნესის სექს-ბომბა ჯენიფერ ნიკოლ ლი ამერიკაში განთქმულია კონკურსით „მის სველი მაისური”, სადაც ის გულახდილ სამოსში წყლით გაწუწული პოზირებს ფოტოკამერების წინაშე.

 

„ოქროს” ავტომობილი უსეინ ბოლტს

 

მსოფლიო რეკორდსმენმა ასმეტრიან დისტანციაზე სირბილში, ანუ მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა – იამაიკელმა უსეინ ბოლტმა ახალი საჩუქარი მიიღო – „ოქროსფერი” სპორტული ავტომობილი „ნისანი”, რომელიც სპეციალურად ბოლტისთვის დამზადდა. ავტომობილი ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში იყო მზად, თუმცა ჩუქება, მხოლოდ ახლა მოხერხდა. „ნისანის” წარმომადგენელმა უსეინ ბოლტს ავტომობილი სახლში, იამაიკაზე ჩაუყვანა.

 

სნუკერის მეფე – ო’სალივანი

 

სნუკერის პროფესიონალი მოთამაშე, ბრიტანელი რონი ო’სალივანი მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. „სნუკერის მეფედ” წოდებულმა ო’სალივანმა ფინალურ შეხვედრაში თანამემამულე – ბარი ჰოკინსი დაამარცხა. მანამდე ო’სალივანი – 2001, 2004, 2008 და 2012 წლებში გამხდარა ჩემპიონი და ეს მისი ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. ექსპერტების აზრით, ო’სალივანი ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო სნუკერისტია, რომლის მეტსახელია „რაკეტა”. ცნობისთვის, 1992 წელს რონის მამას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მკვლელობის გამო. თუმცა, 2010 წელს იგი გაათავისუფლეს. 1995 წელს კი დაპატიმრებული იყო სალივანის დედაც, რომელსაც ბრალად გადასახადების გადახდისგან თავის არიდება ედებოდა.

скачать dle 11.3