კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლანი მამათა ცხოვრებიდან

მოძღვარი ეკლესიისა 

თხრობა არის წმიდა მარკოზ ეგვიპტელზედ: რომ იგი 30 წელიწადს გამოუსვლელად ჩაკეტილი იჯდა თავის სენაკში, მასთან ხშირად მოდიოდა სოფლის მღვდელი წმიდა ზიარებით. ეშმაკმა გაივლო გულში, შეეცდინა წმიდა მოხუცი. მან შთააგონა ვიღაც ბნედიანს კაცს, წასულიყო წმიდა მარკოზთან, ვითომდა სალოცავად. იგიც მივიდა მოხუცთან და ეშმაკისავე შთაგონებით წამოიძახა:

– მამაო! შენი მოძღვარი ძლიერ ცოდვილი კაცია. აღუკრძალე შენთან სიარული!

წმიდა მარკოზმა მიუგო.

– შვილო, მაშინ, როდესაც ცუდ საქმეს და სიბილწეს ყველა თავიდგან იშორებს, შენ იგინი ჩემთან შემოგაქვსო. საღმრთო წერილში სწერია: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“. გინდა, დიდი ცოდვილიც იყოს იგი მოძღვარი, მაინც აცხოვნებს მას უფალი, რადგანაც ნათქვამია: „ულოცავდით ერთი ერთსა, რათა განიკურნეთ“.

შემდეგ ამისა, წმიდა მოხუცი შეევედრა ღმერთსა, განედევნა კაცისა მისგან ბოროტი სული და განკურნებული გაგზავნა.

ხოლო, როდესაც მოძღვარი ჩვეულებრივ მივიდა წმიდა მარკოზთან, მან იგი დიდის სიხარულით მიიღო, და ღმერთმა იხილა რა წმიდა მოხუცის მტკიცე სარწმუნოება და სულგრძელობა, მოუვლინა მას სასწაული: როდესაც მოძღვარი წარდგა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, მოხუცმა შენიშნა, რომ ციდან ჩამოვიდა ანგელოზი ღვთისა, დაადო მან ხელი მოძღვარს, რის შემდეგ იგი (მოძღვარი) გარდაიქცა ვითარმცა ცეცხლის ბოძად. წმიდა მარკოზი დიდად განცვიფრებული უცქეროდა ამ ჩვენებას. უცბად მოესმა ხმა:

–კაცო, რას გიკვირს ეგე?! თუკი ქვეყნიური მეფე უკრძალავს თავის ხელქვეითთ, ანუ მოსამსახურეთ, რომ უწმინდურნი და უსუფთაონი არ მივიდნენ მასთან, რამდენად უფრო აღუკრძალავს ამას ზეციური მეუფე? ნუთუ იგი არ განსწმენდს თავის მოსამსახურეთ, წარდგომილთ წინაშე მის წმიდისა ტრაპეზისა?

ამდენად, სრულებითაც არ უნდა შესცდებოდეთ იმით, თუ ვინიცობაა, ჩვენს მღვდელს აქვს რაიმე კაცობრიული სისუსტე და ზნე-ცოდვები, კიდევ რომ იყვნენ იგინი მეტად დიდნი. მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც წესია. ჩვენი საქმე არ არის, თუ რამდენად ცოდვილია მღვდელი. იგი თავის ცოდვებისთვის თვითონვე აგებს პასუხს ღვთის წინაშე. მას არ უჭირს თქვენი სამართალი და განსჯა, იგი თვითონ წარსდგება თავის მოსამართლესთან. ხოლო ერთი არ უნდა ვჰქმნათ: ნუ მივბაძავთ მის ცხოვრებას, თუ დარწმუნებულნი ვიყვნეთ, რომ იგი უწმიდურია და გარყვნილი. გარნა მტკიცედ აღვასრულოთ ყველა ის, რასაც კი გვიბრძანებს და რასაც დაგვარიგებს; რადგანაც არასოდეს იგი ცუდ საქმეზე არ დაგვაყენებს, რაც უნდა ცოდვილი კაცი იყოს (უკეთუ იგი არ არის მწვალებელი). წმიდა ტიხონ ზადონელი ამბობს: „შენ არ მისცემ ღვთის წინაშე პასუხს იმაზედ, რომ მოძღვარი ცუდათა სცხოვრობს და არ ასრულებს, რასაც სხვას ასწავლის. რა შენი საქმეა, თუ იგი ცუდათა ცხოვრობს? შენ უყურე და აღასრულე მხოლოდ ის, რასაც იგი გასწავლის, როგორც დაგარიგებს, ხოლო მის ცხოვრებას კი არ მიჰბაძო“.

 

„მწყემსი“, 1896 წელი. N9. 

скачать dle 11.3