კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საქმე მიიყვანა ბოლომდე სანდრო კაკულიამ და რამდენნაირი ცხოვრება აქვს მას

სანდრო კაკულიას შესახებ ვიცოდი, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში” სანდრექსას როლს თამაშობს, კიდევ ის, რომ პროფესიით იურისტია და სულ შემთხვევით მოხვდა კინოში. ინტერვიუს ჩაწერამდე მითხრა, ჩემი ცხოვრება რამდენიმე სხვადასხვა ცხოვრებისგან შედგებაო. ჩვენს რუბრიკაში ის სწორედ ამ ცხოვრებათა შესახებ გვესაუბრება.

სანდრო კაკულია: ჩემი ცხოვრება შედგება რამდენიმე სხვადასხვა ცხოვრებისგან. 

ყველაფერი სკოლის ასაკში დაიწყო. მერვე კლასს რომ ვამთავრებდით, ღონისძიება უნდა მოგვეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმ წელს ქართულში „ვეფხისტყაოსანს” ვსწავლობდით. მე გამოვაცხადე – მოდი, ეს ღონისძიება სპექტაკლი იყოს-მეთქი და საკუთარ თავზე ავიღე პიესის დაწერა. ამის შემდეგ უცბად გამოვაცხე პიესა „ვეფხისტყაოსნისა” და „ტრისტან და იზოლდას“ მიხედვით – გაერთიანებულ-გათანამედროვებული ვარიანტი. გამოვიდა ორმოქმედებიანი, თავისი გარდასახვებით, ძალიან დიდი და სერიოზული, მეც რომ არ ველოდი, ისეთი. დამრიგებელმა რომ წაიკითხა, ლამის გული წაუვიდა – ამას ვინ ითამაშებსო?!  მოკლედ, შემრჩა ეს პიესა. მართალია, არ დაგვიდგამს, მაგრამ, მაგარი სტარტი აღმოჩნდა ჩემთვის. ასე რომ, 13 წლიდან დავიწყე პიესების წერა. 17 წლის ვხდებოდი, როდესაც ჩემი პიესა – „ფანჯარა” ლელა ჭინჭარაულმა დადგა „სარდაფში“ და მას შემდეგ სულ ვწერ – დღემდე.

– ჩაბარებას, ანუ, სწავლის გაგრძელებას ამავე სფეროში გეგმავდი?

– არა. დრამატურგია ჩემი ერთი ცხოვრებაა. მეორე ცხოვრება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩავაბარე უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. წარმოიდგინე, ვწერდი და, უცებ, აღმოვჩნდი იურიდიულ ფაკულტეტზე, აბსოლუტურად სხვა ცხოვრებაში. თავიდან მაგრად გავისტრესე. გადასვლა მინდოდა სხვა ფაკულტეტზე, მაგრამ, შემდეგ ეს გადაწყვეტილება შევცვალე, რადგან, მე ვცხოვრობ ერთი ფილოსოფიით: ყველა გამოცდილება კარგი გამოცდილებაა. ამიტომ, იურიდიულ ფაკულტეტზეც მეორე კურსზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს გამოცდილება ცხოვრების ამ ეტაპზე ყველა ვარიანტში ბოლომდე მქონდა მისაყვანი. თავი დავაჯერე, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა და ბოლომდე უნდა ჩავერთო მასში. ამის შემდეგ მაგრად დავიწყე სწავლა და, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგით დავამთავრე – ამით ეს ცხოვრებაც დასრულდა ჩემს ცხოვრებაში. 

– ამის შემდეგ?

– ამის შემდეგ ჩავერთე მესამე ცხოვრებაში – ეს არის რეკლამა, მარკეტინგი და გაყიდვები. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ ბიზნესში და უკვე შვიდი წელია, ამ საქმეში ვმოღვაწეობ. ამჟამად ვარ ამ სფეროს სპეციალისტი.

ამ ყველაფერთან ერთად, 2002 წელს პირველად გადამიღეს მხატვრულ ფილმში – „გასეირნება ყარაბაღში,” პირველ ნაწილში. 

– თუ შეიძლება, ამ ადგილიდან ცოტა დაწვრილებით გვიამბე.

– სრულიად შემთხვევით, ნაცნობმა თქვა, რომ ქასთინგია გამოცხადებული და მიდიო. მივედი და, მოხდა ისე, რომ გადამიღეს ამ ფილმში. ამას სამი წლის შემდეგ მოჰყვა „გასეირნება ყარაბაღში 2” და შემდეგ – „ბოლო გასეირნება”. მეგონა, ამით ამოიწურა ჩემი ეს ცხოვრება. საერთოდ, არტისტობა ჩემი ცხოვრება არ არის, ბევრ დროს და  პროფესიონალიზმს მოითხოვს, მე კი არსად მისწავლია ეს. ძლივს შევეგუე კამერასთან მუშაობას. ამის შემდეგ, გავიდა დრო – მე ისევ ვწერ და ისევ სარეკლამო ბიზნესში ვარ; ისევ იდგმება ჩემს პიესებზე სპექტაკლები, 2012 წლის დეკემბერში კი „ფეისბუქზე“ მომდის მესიჯი – ფორმულა „კრეატივის” პროდიუსერი მწერდა: ვარ „ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერი, გვაქვს ქასთინგი და, თუ შეგიძლია, დაგვიკავშირდი ან მოგვწერე ნომერიო. მივწერე ნომერი და მაშინვე გადმომირეკეს. ღამის პირველის ნახევარზე დამიბარეს „რუსთავი 2-ში,“ შევაღე კარი და ზის ყველა: მიშა მშვილდაძე, ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა... მივესალმე თუ არა, მაშივე თქვეს: შენ ნამდვილად სანდრექსა ხარ, გიღებთ ფილმშიო.

– წინასწარ გაქვს მოთხოვნა, რომ სახელი არ შეგიცვალონ და ყველა ფილმში სანდრო გერქვას თუ როგორაა საქმე?

– არა, დამთხვევაა, სასიამოვნო დამთხვევა. მოკლედ, გადავიღეთ კინო, ძალიან გავერთე და მაგარი ხალხი გავიცანი. ზოგიერთ მსახიობს მანამდეც ვიცნობდი – კოტე თოლორდავა ჩემს სპექტაკლში თამაშობდა 2003 წელს; გიორგი ყიფშიძე და მე ერთი ოჯახის სიძეები ვართ, ჩვენი ცოლები ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან; კაბუს „ყარაბაღიდან” ვიცნობდი, ვანიკოსაც ვიცნობდი.

კინო აქ დამთავრდა, რადგან, ძალიან ბევრი საქმე მქონდა და დავუბრუნდი სხვა ცხოვრებას. წარმოდგენა არ მქონდა, რომ, თურმე, ჩემი როლი სერიალშიც გათვალისწინებულია და ახალი, მესამე სეზონი რომ დაიწყება, სანდრექსას პერსონაჟი კინოდან უნდა გადმოჰყვეს. გავიდა ერთი თვე და მირეკავენ – ზეგ გადაღებაა, სად ხარო? არ მინდოდა, მართლა გულწრფელად არ მინდოდა, ბევრი დრო მიაქვს. თან, ეს ის სფეროა, რომ, ან ხარ მსახიობად დაბადებული, ან – არა. ის პროფესიაა, რომელიც მარტო მისით ცხოვრებას მოითხოვს, მე კი ბევრი ცხოვრება მაქვს, რომლებსაც ამ ერთში ვერ გავცვლიდი. მაგრამ, მოხდა ისე, რომ დავთანხმდი, დღემდე მოვყვები და ვარ ამ სერიალში. ძალიან კარგია. ახლა მივხვდი, როგორია, როცა ცნობილი ტიპი ხარ. ხალხი ქუჩაში მხვდება – ტაქსის მძღოლები, მაღაზიაში – გამყიდველები, უკვე სახლშიც კი სანდრექსას მეძახიან.

– მარკეტინგში და რეკლამებში არ გეხმარება „სანდრექსობა”?

– მაგარია, შეხვედრაზე რომ მიდიხარ, წარდგენა აღარ გჭირდება – გუშინ გნახა სერიალში და, დღეს ბიზნესშეხვედრაზე რომ გხვდება, უკვე კეთილგანწყობილია შენ მიმართ. 

– დანარჩენ ბაბულიკებთან შედარებით უმცროსს თამაშობ და, მგონი, რეალურადაც ასეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამდენ ცხოვრებაში მოგისწრია მთავარი, კიდევ ერთი ცხოვრება – ოჯახს ვგულისხმობ.

– მე ძალიან სწრაფი ვარ – საქმეში, საუბარში, ურთიერთობაში – ყველაფერში. 22 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და მე და ნუცა აბაშიძეს გვყავს 3 წლის ელენე კაკულია. მე და ნუცა ტოლები ვართ, ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ის სწავლობდა სოციოლოგიურზე, მე – იურიდიულზე და კიბეებზე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. 

– ამდენი ცხოვრება რომ გაქვს, ნუცა ხომ არ წუწუნებს – ჩემთვის დრო არ გრჩებაო?

– არა, ნუცა როცა გავიცანი, მაშინაც ასეთი ვიყავი. ის ძალიან კომფორტული ადამიანია და ამის გამო ათასჯერ უფრო მეტად მიყვარს. ქორწინების შემდეგ ჩვენ შორის თითქმის არაფერი შეცვლილა – მე ისევ ათას რაღაცას ვარ მოდებული. სამწუხაროა, რომ ძალიან ვაკლივარ ხოლმე ბავშვს. სულ მინდა, სანამ დაიძინებს, მანამდე მოვასწრო სახლში მისვლა. დილით რომ იღვიძებს, პირველად მე მკითხულობს ხოლმე. ამიტომ, ვცდილობ, ბაღში მაინც მივიყვანო და ეს დრო მაინც გავატაროთ ერთად.

– ამჟამად რომელ ცხოვრებაში ხარ ყველაზე აქტიურად დაკავებული?

– ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი პროექტია საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც იმართება მსოფლიოს 120 დიდ ქალაქში, მათ შორის წელს პირველად – თბილისშიც. 300 ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქართველი დაესწრება ამ ღონისძიებას 27 ივნისს, რომელიც თბილისის „ბუდა-ბარში“ გაიმართება. ეს იქნება მარათონი, რომელიც მსოფლიოს ამ 120 დიდ ქალაქში პირდაპირ ეთერში გადაიცემა ერთსა და იმავე დროს. შეგროვდება თანხა, რომლის ნაწილი გადაირიცხება მსოფლიო საქველმოქმედო ფონდში, მეორე ნაწილი კი მოხმარდება ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქართველოში შემოსული თანხით დავეხმარებით იმ ბავშვებს, რომლებსაც ყველაზე უფრო სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

скачать dle 11.3