კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, კონკრეტულად რას ნიშნავს სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპი, რა შემთხვევებში აქვს კანონს უკუძალა და როგორ ხდება ამ პრინციპის გამოყენება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არა აქვს. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, მოქმედებს თუ არა კანონის უკუძალის პრინციპი მაშინ, როდესაც ხდება პირის მიმართ აღმზრდელობითი  ხასიათის იძულებითი ღონისძიებების გამოყენება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს, ანუ, ამ ღონისძიებების გამოყენებისას კანონს უკუძალა არ აქვს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც დანაშაული საქართველოში ჩაიდინა, სასჯელის მოსახდელად მისივე თხოვნით გადაეცეს სხვა სახელმწიფოს?  

პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება გადაეცეს სხვა სახელმწიფოს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კითხვა: მაინტერესებს, თუ უცხოელი საქართველოში ჩაიდენს დანაშაულს, მოხდება თუ არა სასჯელის მოსახდელად მისი საქართველოდან სხვა სახელმწიფოში გადაცემა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად, შეიძლება, ექსტრადირებულნი იყოს სხვა სახელმწიფოში ან გადაეცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში არ შეიძლება, საქართველომ სხვა სახელმწიფოში მოახდინოს უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავე პირის  ექსტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მეგობარი სახელმწიფოს მოთხოვნა ამ პირის გადაცემის შესახებ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, არ შეიძლება, სხვა სახელმწიფოს გადაეცეს დანაშაულის ჩამდენი შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის, აგრეთვე, ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან, თუ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც მის გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, რა არის ზოგადად დანაშაული, რა იგულისხმება ამ ცნებაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დანაშაული არის სისხლის სამართლის  კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ანუ, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ორი ნიშანი: ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული. თუ არსებობს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები, ქმედება რომ შეიცავდეს კიდეც დანაშაულის ნიშნებს, დანაშაულად არ ჩაითვლება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს დანაშაულის რეციდივი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში ითვლება ჩადენილი დანაშაული საშიშ რეციდივად და რა შემთხვევაში – განსაკუთრებით საშიშ რეციდივად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  ასეთ ტერმინებს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს. საშიში რეციდივი და განსაკუთრებით საშიში რეციდივი  ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან და დღეს არსებობს მხოლოდ დანაშაულის რეციდივი.  

კითხვა: მაინტერესებს, ჩაითვლება თუ არა ქმედება რეციდივად იმ შემთხვევაში, თუ პირი ნასამართლევია არასრულწლოვნების პერიოდში და გათავისუფლების შემდეგ კვლავ ჩაიდენს ახალ დანაშაულს? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის; აგრეთვე, ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია. შესაბამისად,  მოცემულ შემთხვევაში, რეციდივი არ იქნება. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელად ჯარიმის დანიშვნისას არის თუ არა კანონით განსაზღვრული  ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა და ზოგადად როგორ ხდება ჯარიმის თანხის შეფარდების კრიტერიუმების  განსაზღვრა? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომლის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განუსაზღვრელია. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებებით. 

скачать dle 11.3