კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯორჯ კლუნი: გზა სახის დამბლიდან –„ყველაზე სექსუალურის” ტიტულამდე

„ცხოვრება ყოველ ჩვენგანს აძლევს ერთ შანსს – ეს არის მაგარი ავტომობილის გასაღები, რომელსაც მისი პატრონი გვანდობს. შენ შეგიძლია, იარო ნელა ან განავითარო სიჩქარე და დატკბე მგზავრობით, რადგან იცი, რომ გასაღებს მალე წაგართმევენ,” – ეს შესანიშნავი სიტყვები ჰოლივუდის ვარსკვლავს და მილიონობით ქალისთვის სასურველ მამაკაცს, ჯორჯ კლუნის ეკუთვნის.

* ჯორჯ კლუნი 1961 წლის 6 მაისს დაიბადა ლექსინგტონში და ხუთი წლის ასაკში, მამის, ნიკ კლუნის სატელევიზიო შოუში დებიუტი ჰქონდა.

* ჯორჯ კლუნის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდად მიიჩნევა მისი სწრაფვა ბეისბოლისკენ. ჯორჯი ბავშვობიდან იყო გატაცებული სპორტის ამ სახეობით და სიყმაწვილის წლებში სერიოზულად ფიქრობდა ბეისბოლის მოთამაშის კარიერაზე, თუმცა ჯორჯის ოცნება ოცნებად დარჩა. ბეისბოლის კლუბ „ცინცინატი რედსის” მწვრთნელმა, ჯორჯ კლუნის სპორტული მონაცემები დაუწუნა და გუნდში არ აიყვანა.

* ცხოვრების რთულ პერიოდში ჯორჯი რამდენიმე ადგილას მუშაობდა ერთდროულად: ვაჭრობდა სადაზღვევო პოლისებით, მუშაობდა მძღოლად, ღამით ვაგონებს ცლიდა, იყო მზარეულის თანაშემწე რესტორანში და ანიმატორი სავაჭრო ცენტრში.

* განათლებით, მამის მსგავსად, ჯორჯ კლუნი ტელეჟურნალისტია. ის აპირებდა კიდეც ამ პროფესიით მუშაობას, თუმცა საბოლოოდ, მსახიობობა არჩია.

* 1982 წელს ჯორჯი პირველად ჩავიდა ჰოლივუდში და მსოფლიო კინემატოგრაფის ცენტრში თავის დამკვიდრება სცადა. ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ქასთინგებზე, თუმცა უშედეგოდ. იმ პერიოდში ჯორჯს არანაირი შემოსავლის წყარო არ ჰქონდა, მეგობრის სახლში ცხოვრობდა და იატაკზე ეძინა. საბოლოოდ, ბედმა გაუღიმა და ერთ-ერთ დაბალბიუჯეტიან სერიალში საპილოტე სერიაში გადასაღებად მიიწვიეს.

* ნამდვილი წარმატება ჯორჯ კლუნის სერიალ „სასწრაფოს” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ეწვია. პედიატრ დაგ როსის როლმა კლუნის საყოველთაო აღიარება და მილიონიანი კონტრაქტები მოუტანა.

* 1997 წელს ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფიფლმა” ჯორჯ კლუნის პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტული მიანიჭა.

* თავის მეგობარ ქალს, კელი პრესტონს ჯორჯმა აჩუქა გოჭი – მეტსახელად მაქსი. კელი ვერ მიუხვდა იუმორს, ჯორჯს დაშორდა და გოჭიც დაუტოვა. მოგვიანებით, კელი ცოლად გაჰყვა ჯონ ტრავოლტას, ხოლო ჯორჯი მაქსს ზრდიდა, რომელმაც 18 წელი იცოცხლა, 126 კილოგრამს იწონიდა და პატრონი მას პერიოდულად საწოლში იწვენდა.

* კლუნი ხუმრობების დიდი მოყვარულია. ერთხელ მან ჯულია რობერტს კონვერტში ჩადებული 20-დოლარიანი კუპიურა გაუგზავნა და ზედ წააწერა: „ამბობენ, თქვენი როლი 20 ღირს”. ცნობილია, რომ ჯულიას ჰონორარი ერთი ფილმისთვის 20 მილიონ დოლარზე ნაკლები არაა.

* ჯორჯი ხმაურიანი წვეულებების მოყვარულია და სპეციალურად ამისთვის იტალიაში, ტბა კომოზე დიდი ვილა შეიძინა, სადაც რვა დარბაზი სპეციალურად წვეულებებისთვის მოაწყო.

* ჯორჯ კლუნი დიდი ხანია, საათების კომპანია „ომეგას” სარეკლამო სახეა და ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეისწავლონ მესაათის პროფესია.

* სკოლაში თანაკლასელები ჯორჯს „ფრანკენშტეინს” ეძახდნენ. თინეიჯერობის წლებში ჯორჯს სახის დამბლა მოუვიდა და მთელი ერთი წელი სახის ნაწილი პარალიზებული ჰქონდა – თვალს ვერ ახელდა, გამართულად ვერ ლაპარაკობდა და უჭირდა ჭამა. აღმოჩნდა, რომ ეს გენეტიკური დაავადება იყო, რომელიც მამამისს, ნიკ კლუნისაც ჰქონდა გადატანილი. ჯორჯ კლუნის არ უყვარს ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება.

* საერთაშორისო აღიარება ჯორჯ კლუნიმ მოიპოვა რობერტ როდრიგესის ფილმით „დაისიდან აისამდე”. მან ბანდიტი და კვენტინ ტარანტინოს გმირის ძმის როლი შეასრულა, რომელიც ვამპირებთან იბრძვის. 

* ჯორჯ კლუნის უცოლო კაცის იმიჯი დიდი ხანია, ჰოლივუდში ყველაზე ტირაჟირებული თემაა. ერთხელ ნიკოლ კიდმანი და მიშელ პფაიფერი დანაძლევდნენ კიდეც, რომ კლუნი 40 წლამდე ცოლსაც მოიყვანდა და შვილიც ეყოლებოდა. ნიძლავი 15 ათას დოლარზე დაიდო. დღეს კლუნი 52 წლისაა და ჯერაც დაუქორწინებელია. საინტერესოა, რომ კიდმანმა და პფაიფერმა ჯორჯს 15-15-ათასდოლარიანი ჩეკები გაუგზავნეს, თუმცა მან თავაზიანი უარი განაცხადა თანხის მიღებაზე.

* ჯორჯ კლუნი რამდენიმე ხანს ხვდებოდა მსახიობ რენე ზელვეგერს, თუმცა საქმე ქორწილამდე ვერ მივიდა.

* დროის უმეტეს ნაწილს ჯორჯ კლუნი იტალიაში, კომოს ტბაზე ატარებს.

* ჯორჯმა ხუთჯერ სცადა მიეღო როლი რიდლი სკოტის ფილმში „ტელმა და ლუიზა”. მან ხუთჯერ გაიარა ქასთინგი, თუმცა ხუთივეჯერ უარი უთხრეს. საბოლოოდ, ის როლი, რომელზეც კლუნი ისინჯებოდა, ბრედ პიტს შეხვდა. ამ ფილმის შემდეგ ბრედ პიტი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

* ჯორჯ კლუნი მეორე მამაკაცია „ვოგის” არსებობის ისტორიაში რიჩარდ გირის შემდეგ, რომელიც ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

* ჯორჯ კლუნი ფლობს კინო და სატელევიზიო საპროდიუსერო კომპანია „მეისვილ ფიქჩერსს”.

* ჯორჯ კლუნის საუკეთესო მეგობარი ჰოლივუდში მარკ უოლბერგია, რომელთან ერთადაც მან ითამაშა ფილმში „სამი მეფე”.

* „მე და ბრედი ძველი მეგობრები ვართ. მართალია, ხანდახან ბრძოლა გვიწევს „ყველაზე მიმზიდველის ტიტულისთვის” და ხან ის იგებს, ხან მე, მაგრამ, ეს ხელს არ უშლის ჩვენს მეგობრობას,” – ამბობს ჯორჯ კლუნი ბრედ პიტზე.

* „იუმორის გრძნობა ცნობილ მსახიობებს ვარსკვლავურ დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება,” – ჯორჯ კლუნი

* 1988 წელს ჯორჯ კლუნიმ მეორახარისხოვანი როლი ითამაშა დაბალბიუჯეტიან ფილმში საოცარი სახელით – „მკვლელი პომიდვრების დაბრუნება”.

* ცხოვრების განმავლობაში ჯორჯი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული, შორეულ 1980-იან წლებში, მავან ტალია ბალსამზე.

* ჯორჯ კლუნი წარმოშობით ირლანდიელი კათოლიკეების ოჯახიდანაა.

კლუნის დედა – ნინა ბრიუსი ახალგაზრდობაში სილამაზის დედოფლის ტიტულის მფლობელი გახლდათ.

скачать dle 11.3