კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცოლო მილიარდერების 2013 წლის რეიტინგი

ამერიკული ხალხური ანდაზაა: ღარიბ ადამიანზე გათხოვება ისევე მარტივია, როგორც მდიდარზეო. თანამედროვე მსოფლიოში მდიდართა ვინაობის დადგენა კი „ფორბსის” საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო მილიარდერების რეიტინგს აქვეყნებს. ამავე რეიტინგის თანახმად, შესაძლებელია იმის დადგენაც, თუ რომელი მილიარდერია დაქორწინებული და რომელი – არა. გთავაზობთ იმ უცოლო მილიარდერთა ჩამონათვალს, რომელთა პოტენციურმა მეორე ნახევარმა შესაძლოა „თბილისელების” ეს ნომერი გადაფურცლოს.

ალეხანდრო სანტო-დომინგო დავილა

ასაკი: 36 წლის; კაპიტალი: 11,7 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: კოლუმბია; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 82.

ახალგაზრდა, რისკიანი და ამავე დროს, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ალეხანდრო სანტო-დომინგო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა. ის ფლობს მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდის მწარმოებელ კომპანიას („საბმილერი“) და კუნძულს კარიბის ზღვის აუზში.

ჰავიერ ნიელი

ასაკი: 45 წლის; კაპიტალი: 6,6 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: საფრანგეთი; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 179

სექს-შოპისა და პიპ-შოპის წილების გამო, ჰავიერ ნიელი პროსტიტუციის საქმეზე იყო დაპატიმრებული. თუმცა, ბრალი „სუტენიორობაში” მოეხსნა და ამჟამად ის უმსხვილესი აქციონერია სატელეკომუნიკაციო კონცერნ „ილიადაში”. ჰავიერი საავტორო უფლების მფლობელია ფრენკ სინატრას ჰიტზე „მაი ვეი” და თუკი მისი გულის მონადირებას მოახერხებთ, შესაძლოა, ფრენკ სინატრას კომპოზიციების კრებულიც გაჩუქოთ.

სკოტ დუნკანი

ასაკი: 30 წლის; კაპიტალი: 5,1 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 239.

კიდევ ერთი მდიდარი და მარტოხელა მილიარდერი, რომლის გულიც თავისუფალია. ქონება მან „ენტერფრაიზ პროდუქტს ფარტნერში,” 2010 წელს გარდაცვლილი მამისგან მიიღო და ამჟამად მთელი ეს სიმდიდრე დიასახლისის მოლოდინშია.

ტორ პეტერსონი

ასაკი: 48 წლის; კაპიტალი: 2,3 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: ამერიკის შეერთებული შტატები; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 641.

მარტოხელა ამერიკელი მილიარდერი, კალიფორნიის მკვიდრი, რომელიც ცხოვრობს შვეიცარიაში და იქიდან მართავს ბიზნესს „გლენკორ ინტერნეიშენალში”. ტორმა 1986 წელს დაამთავრა დიუკის უნივერსიტეტი და კურსზე „წვეულებების მეფის” სახელით სარგებლობდა.

ედუარდო სავერინი

ასაკი: 30 წლის; კაპიტალი: 2,2 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: ბრაზილია; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 670.

სავერინი მსოფლიოს ნომერ პირველი სოციალური ქსელის, „ფეისბუქის” აქციების 5 პროცენტს ფლობს. ამჟამად თავისი წილის 5 პროცენტი მან უკვე გაყიდა. 2011 წელს სავერინმა ამერიკის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა, გახდა ბრაზილიის მოქალაქე და ამჟამად ცხოვრობს სინგაპურში, სადაც საღამოებს ყველაზე პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ ღამის კლუბ „ფილტერში” ატარებს.

ნიკოლას ბერგრიუენი

ასაკი: 51 წლის; კაპიტალი: 2 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: აშშ; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 736.

კერძო საინვესტიციო კომპანია „ბერგრიუენ ჰოლდინგისა” და მსხვილი პოლიტიკური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ნიკოლას ბერგრიუენ ინსტიტუტის” დამფუძნებელი, პრეზიდენტი და მფლობელი. ნიკოლას ბერგრიუენის მამა ცნობილი ებრაელი კოლექციონერი, ჰაინც ბერგრიუენია, ბერლინის ბერგრიუენის მუზეუმის დამაარსებელი. საინტერესოა, რომ ნიკოლასს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი. ის ბევრს მოგზაურობს და სასტუმროებში ცხოვრობს.

რიჩარდ ლი

ასაკი: 46 წლის; კაპიტალი: 1,9 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: ჰონკონგი; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 792.

რიჩარდის მამა აზიის უმდიდრესი ადამიანი ლი კა შინია, თუმცა შვილმა დამოუკიდებელი ბიზნესის აწყობა მოახერხა. 1991 წელს მან მამისგან ისესხა 125 მილიონი დოლარი და თანამგზავრული ტელევიზია „სტარ-ტვ”, რომელიც 5 წლის წინ, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს 950 მილიონად მიყიდა.

ტედი საგი

ასაკი: 41 წლის; კაპიტალი: 1,8 მილიარდი დოლარი; მოქალაქეობა: ისრაელი; ადგილი მილიარდერების რეიტინგში: 831.

თავისი ბიზნესი საგიმ „პლეიტექზე” ააწყო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებელია აზარტულ თამაშებში. ტედი ყველაზე ძვირად ღირებული სახლის პატრონია ისრაელში, რომელშიც 35 მილიონი გადაიხადა. წარსულში ტედი საგი ებრაელ მსახიობსა და მოდელს, ბარ რაფაელის ხვდებოდა. ამჟამად კი მისი რჩეული მის ისრაელი – იაელ ნიზრია.

скачать dle 11.3