კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლხინგაუზიარებელი

რადგან გირაო შეუფარდეს, ბუნებრივია, რომ კახეთის გუბერნატორი ბ-ნი ჭიაბერაშვილი გათავისუფლდა. მართალია, მის სასამართლო პროცესს თანაგუნდელები დაესწრნენ, მეტიც, არც სიტყვიერი მხარდაჭერა დაუკლიათ (ანუ, მისი ჭირი გაიზიარეს), მაგრამ, როგორც გაირკვა, ლხინის გამზიარებელი ნაკლებად ჰყოლია.

და, თუმცა პრეზიდენტმა ისიც კი გაგვიმხილა, რომ მის შემდეგ პრ. პუტინი დაუძინებელი მტერი სწორედ ბ-ნი ჭიაბერაშვილისთვის იყო (ისე ენერგიულად იგერიებდა რფ-ის შემოტევებს დიპლომატიურ ფრონტზეო), მაინც ისე მოხდა, რომ ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულ ბ-ნ ჭიაბერაშვილს მხოლოდ ჟურნალისტები დახვდნენ (ისიც იმიტომ, რომ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ). 

ჩემი კოლეგების ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი არათუ ლიდერი, თვით ყველაზე რიგითი წევრიც კი, წამლადაც არ ყოფილა.

თუ დაკავებამდე და სასამართლო პროცესის პროლოგსა და ეპილოგში ბობოლ-ბობოლა „ნაციონალების“ გამოთქმულ თავგანწირულ კომენტარებს გავიხსენებთ, რთული სათქმელია, რატომ არ მოისურვეს გათავისუფლებული თანამებრძოლის დახვედრა (მით უფრო, რომ, როგორც გვითხრეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად სასამართლოც დიდხანს გაგრძელდა და მუშაობის რეჟიმიც 24-საათიანი აქვთ, იქნებ, ჩაეძინათ?!  

скачать dle 11.3