კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რიტორიკულად გაოცებული

ანუ, რა უნდა საქართველოში სამუშაო ადგილებს?! 

პროლოგის ნაცვლად: კლიენტი შესჩივის სასადილოს ოფიციანტს: გუშინ თქვენი კატლეტის ხორცმა მომწამლა. სასადილოს ოფიციანტი გაკვირვებული პასუხობს: თუ ინტრიგანი არ ხარ, რა უნდოდა ჩვენს კატლეტში ხორცს?!

იმ მარტივი მიზეზით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ყოველდღიურად არ აკავებენ, ბუნებრივია, მეც თითისტარივით ამ თემის გარშემო მიწევს ტრიალი. თუმცა, არა მხოლოდ მე, მის თანაგუნდელებსაც.

ჰოდა, რაკი გვიწევს, მაგალითად, კვლავაც ხალხის რჩეული, ოღონდ, აწ უკვე უმცირესოელი ბ-ნი წიკლაური დარწმუნებულია, რომ „ხელისუფლება სჯის უშუალო პოლიტიკურ ოპონენტს.“ მეტიც, ჩვენც გვაჯერებს, რომ ბ-ნ მერაბიშვილს გამოგონილი და ცინიკური ბრალდებით აღუკვეთეს თავისუფლება.

ბრალდების „ცინიკურობას“ კი შემდეგნაირად ხსნის: „იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყოველდღიურად მცირდება სამუშაო ადგილები, ვანო მერაბიშვილი დაკავებულია იმისთვის, რომ შექმნა სამუშაო ადგილები და დაასაქმა საქართველოს მოქალაქეები.“

თუ ოფიციალურ სტატისტიკას მოვიშველიებთ, რის მიხედვითაც, საქართველოში ბოლო ათწლეულია, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა სტაბილურად 600 000-ია, რთული სათქმელია, რას გულისხმობს ბ-ნი წიკლაური შექმნილ სამუშაო ადგილებში. თუმცა, რთულია თუ იოლი, პროგნოზირებს, რომ ეს უსამართლობა, საბოლოოდ, ქართველი ხალხის მხრიდან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღის დაწყებით დაგვირგვინდება. .

ჩვენ არ ვიცით, ახდება თუ არა ბ-ნი წიკლაურის პროგნოზი, თუმცა, ზემოთქმული (პროლოგის ნაცვლად მოხმობილი ანეკდოტის მოტივებზე) ბუნებრივად იწვევს რიტორიკულ გაოცებას: თუ ინტრიგანი არ ხარ, რა უნდოდა საქართველოში სამუშაო ადგილებს?!

скачать dle 11.3