კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოხალისე მრჩეველი

ვამპირობიდან – „აბიჟნიკებამდე“

იმ მარტივი მიზეზით, რომ სამშობლოში რამდენიმე თვის წინათ დაბრუნდა (საიდანაც, როგორც თავად ამბობს, იმიტომაც გაიხიზნა, რომ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველეყო), განათლების ექსმინისტრმა ბ-ნმა შაშკინმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც შეაწია თავისი ექსგანმანათლებლური სიტყვა.

კერძოდ, მისეული სათქმელის ძირითადი თეზა შემდეგნაირია: ხელისუფლებამ პირად წყენას ქვეყანა არ უნდა გადააყოლოს. თუმცა, იქვე განმარტებაც მოაყოლა (მეტიც, საკითხი ფართოდ და ფილოსოფიურად შეაფასა): „9 წლის განმავლობაში ბევრმა ბევრს აწყენინა მთავრობაში ყოფნისას, მეც ვაწყენინე ვიღაცას, თქვენც აწყენინეთ, როგორც ჟურნალისტებმა – ეს ბუნებრივი პროცესია.“

ჰოდა, რაკი ბუნებრივია და ვინაიდან ბ-ნი შაშკინი ფიქრობს, რომ დღეს „აბიჟნიკების“ დრო მოსულა, გვაფრთხილებს, რომ მეტად ცუდ შედეგს მივიღებთ, თუ ქვეყანას „აბიჟნიკობანამანიას“ გადავაყოლებთ.

მე არ ვიცი, გულისხმობს თუ არა ექსმინისტრი თავის მიერ ნაწყენებში სკოლის იმ დირექტორებს, რომლებსაც ჰპირდებოდა, თქვენს სისხლს დავლევო და არც ის ვიცი, მათგან ვისი სისხლის დალევა მოახერხა (გადატანითი მნიშვნელობით), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჯერჯერობთი არჩევანი მწირია: ვამპირი თუ – „აბიჟნიკი“?! 

скачать dle 11.3