კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუჯდა საქორწინო სამზადისი ქართველების სასიძო ჩინელ ბიჭს

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, მაგრამ, ცოტა საგონებელში  ვარ ჩავარდნილი.

დედა, ჩვენ უკვე დავნიშნეთ ქორწილის დღე – ზუსტად ერთ კვირაში  გვექნება, შაბათს. ქორწილები  აქ  ძირითადად შაბათ დღეს იმართება ხოლმე, იმის გამო, რომ ყველა სტუმარი უგონოდ თვრება და  მეორე დღეს სამსახურში ნაბახუსევი რომ არ მივიდნენ. კვირას აქ იშვიათად მუშაობენ. ძალიან გამიხარდა, ჩვენი  ნათესავები რომ მოდიან ქორწილში. თუ გემით მოდიან, ხვალვე წამოვიდნენ, თორემ, ვერ მოასწრებენ. რაც შეიძლება ღონიერი ხალხი  წამოვიდეს, რადგან, გემზე  მუშაობა ცოტა რთულია.

დედა, საქორწინო ბეჭედი ვიყიდე ლამზირასთვის და 600 ლარი გადავიხადე, მთელი ექვსი გრამია. იმედია, ძალიან მოეწონებათ მის ნათესავებს. ქორწილის ხარჯები დავთვალე და საშინელი თანხა გამოვიდა, თანაც ამ ყველაფრის გადახდას მე მავალდებულებს ქართული  ტრადიციები. სხვა გამოსავალი არ მქონდა, ხელი მოვაწერეთ და მოქალაქეობა მივიღე – ეს ყველაფერი იმისთვის დამჭირდა, რომ ქართველებივით მოვქცეულიყავი  და საქორწილო სესხი ამეღო. აბა რა მექნა? ერთი პირობა დავფიქრდი, უარი ხომ  არ ვთქვა ცოლის მოყვანაზე-მეთქი, მაგრამ, აქ გოგოსთან სახლში სტუმრად თუ ახვედი და მერე მის მოყვანაზე უარი თქვი, მისმა ნათესავებმა, შეიძლება, დაგახრჩონ. მეც ავიღე ძალიან ბევრი ფული სესხად ბანკისგან და სამზადისს შევუდექი, პირველ რიგში საქორწილო კაბა ავარჩიეთ ლამზირასთვის – ყველაზე  ძვირი რომელიც ღირდა,  ის აიღო. გული დამწყდა, დედა, ხომ შეიძლებოდა, ცოტა იაფიანი  აეღო, ან, საერთოდ, გვექირავებინა?! კაბისთვის არც შეუხედავს, ფასის მიხედვით აარჩია, ერთხელ გაიზომა და წამოვედით. მე ცოტა დავიწუწუნესავით, მაგრამ, მოკლედ მომიჭრა – ერთხელ ვთხოვდები  და საუკეთესო მინდა მეცვასო, მერე საქორწილო კაბა გაიხადა  და ისევ თავისი გახუნებული კაბა ჩაიცვა. ისიც მითხრა, დედაშენი როდის ჩამოდის, ბაზრობაზე  უნდა წავიდეთ – ტანსაცმელი ხომ უნდა მიყიდოთო. მე ვუთხარი  ტანსაცმელი ხომ გაცვია-მეთქი. მან კი მიპასუხა, რომ გავთხოვდები, სულ ახლები უნდა მეცვასო – თითქოს თანამდებობაზე ნიშნავდნენ სადმე. ჩვენი ოჯახის ოქროულობის შესახებაც გამომკითხა, დედა, რა გაქვთ და რამდენი გრამიო. მე ვუთხარი ოქრო საერთოდ  არ გვაქვს-მეთქი და გაგიჟდა – აბა, საგვარეულო ნივთები სად გაქვთო. მე ვუთხარი,  გვაქვს, მაგრამ, ოქროსი არც ერთი  არ არის-მეთქი, აბა, ბრილიანტიაო? – გაუნათდა თვალები. მე ვუთხარი, ხის და რკინის არის-მეთქი, ამაზე ცხვირი ჩამოუშვა და მთელი საღამო ხმას არ მცემდა. კიდევ, ფული გამომართვეს  ჭიათურაში ჭურჭლის, მუსიკოსების და პალატკების საქირავებლად. პალატკები  რა არის, არ ვიცი, ქორწილის შემდეგ გეტყვი. სასიმამროს დაუბარებია, 500 ლარი გამოართვით, დანარჩენს მე დავდებო. დანარჩენი რამდენი იყო, არ ვიცი. ქორწილის ფულს მოგვიანებით  ალბათ მე თვითონ გადავცემ ბატონ ბეჟანს. ჩემთვის  ძლივს მოვახერხე კოსტიუმისა და ჰალსტუხის ყიდვა, დედა, ისიც, ყველაზე იაფიანის, იქნებ,  პერანგიც ვიყიდო ახალი. ჯერჯერობით ეს არის სულ, მერე კიდევ მოგწერ დედა, ძალიან მენატრებით. 

 

 

скачать dle 11.3