კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ელოდა პატარა მერაბიკო სეფაშვილი შეჭმული კარაქიანი პურის სანაცვლოდ

ჩვენი საყვარელი მომღერალი მერაბ სეფაშვილი სცენას ბავშვობიდან ეზიარა.

დედ-მამა (ჯულიეტა მურადელი და ედუარდ სეფაშვილი) ესტრადის ცნობილი მომღერლები იყვნენ.

ჯულია მურადელი, ანსამბლ „რეროს“ სოლისტი-მომღერალი, მუდამ გასტროლებზე დადიოდა და პატარა მერაბიკოც თან დაჰყავდა. ეგ კი არა, პატარა მერაბიკო სოლო სიმღერითაც კი გამოდიოდა ხოლმე დროდადრო (კოჭებში ეტყობოდა).

მოკლედ, ერთ-ერთი საგასტროლო გასვლაა უკრაინის დედაქალაქში – „რერო“ კიევშია.

კონცერტების დროს მერაბიკო კულისებში იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს დედიკოს გამოსვლებს. მაგრამ, ამ საამო პროცედურას, როგორც აღმართს მოსდევს დაღმართი, ერთმა არასასიამოვნო შემთხვევამ ხანგრძლივად დაუსვა წერტილი.

ჩვეულებისამებრ, როცა ჯულია სცენაზე გადიოდა, თავის პატარა მერაბიკოს პურზე სქლად გადასმულ კარაქიან ბუტერბროდს უტოვებდა: დედიკო, სანამ მე სცენიდან გამოვალ, ეს კარაქიანი პური შეჭმული იყოს და, რომ გაიზრდები დიდი ბიჭი (გასუქებას გულისხმობდა, ალბათ), ველოსიპედს გიყიდიო.

– მე მანქანა მირჩევნია! – ჯიუტობდა მერაბი, მაგრამ დედა არწმუნებდა, რომ მანქანა ჯერ ადრე იყო და მხოლოდ ველოსიპედს უნდა დასჯერებოდა.

ასე იყო თუ ისე, მერაბი ძალიან „კაეშანში“ ჩავარდა, მაგრამ ღმერთი არსებობდა ქვეყანაზე და მერაბსაც მოწყალების თვალით გადმოხედა.

... „რეროში“ მღეროდა (აწ გარდაცვლილი) ძალიან კარგი პიროვნება – გენო ონაშვილი (მამუკა ონაშვილის მამა), დაშხოშიანი და ფრიად ვაჟკაცური პიროვნება, ძმაკაცების მუჭუჭი და ქალთა „რისხვა“. 

ერთი მორიგი გასტროლია.

– მღერის ჯულიეტა მურადელი! – გამოაცხადა კონცერტის წამყვანმა. ჯულია აფუსფუსდა. ადრევე გამზადებული სქლად (!) კარაქგადასმული პური შეაჩეჩა მერაბიკოს ხელში და სცენაზე გასასვლელად მოემზადა.

– დედიკო, სანამ ვიმღერებ, ეს პური შეჭმული დამახვედრე, კარგი? მერე ველოსიპედი ხომ გინდა?!

– ქო... – გადაყლაპა ცრემლი მერაბმა.

 იქუხა მუსიკამ და ჯულიაც გაენთო სცენისკენ.

მერაბი გატანჯული თვალებით დაჰყურებს პურზე გადასმულ კარაქს და, უცებ, „კარლსონიც“ მოევლინა – გენო ონაშვილი.

– მომეცი აქ ეგ პური!

– ლატომ? – სამართლიანად იკითხა ბიჭმა.

– მე შევჭამ და შენ დაიბრალე. ხომ გინდა ველოსიპედი?

– აუუ... – აჭყლოპინდა მერაბიკო, – მაგალია... მიდი, ლა...

გენომ მადიანად ჩაკბიჩა და მეორე ლუკმაც  მიაყოლა... მერე მესამე... მადიანად და მადლიანად...

მაგრამ, ბედი უნდა ყველაფერს – მოულოდნელად, მთელ დარბაზში გამოირთო შუქი – ალბათ, რაღაც დაზიანება მოხდა სათავო ელსადგურში.

ჩაიფუშა ყველაფერი და შეწყდა სიმღერა.

ჯულიეტაც კულისებში დაბრუნდა.

კულისებში სათადარიგო შუქი აინთო და... გენოს პირისკენ წაღებული კარაქიანი პურის ნაჭერი ხელში შეაცივდა.

– იტ! შე ქურდო! – იყვირა მერაბიკოს დედამ.

მერაბი ფარდაშია გახვეული – შარშია.

– შე ქურდო! – ხელმეორედ იყვირა ჯულიამ, – ვის უჭამ ბუტერბროდს, ვის? ჩემს მერაბიკოს?!

ახლა ეს ამბავი სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ, მაშინ გენოს სულაც არ გასცინებია. ჯულია გენოს დაემდურა და, სანამ ერთი კილოგრამი კარაქი (ადრეც უჭამდი, ალბათო) არ აყიდვინა, არაფრით შეურიგდა.

მაშინ კარაქი 3,5 მანეთი ღირდა...

скачать dle 11.3