კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამშვენებდა გერმანული ჟურნალების ყდებს მამია ახობაძის ფერწერული ნამუშევრები

1960-იანელთა თაობის ძალიან ნიჭიერი მხატვრის, მამია ახობაძის სახელი ბევრს ნამდვილად არ გაუგია; ქართველმა საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის იმ ხელოვანის ენერგიულობის, შრომისმოყვარეობისა და უზომოდ დიდი შემოქმედებითი უნარის შესახებ, რომელმაც საქართველოში ნიჭიერი ადამიანების თაობები აღზარდა; მას კი, ვინც დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, ჭეშმარიტი ხელოვნების დაფასება ასწავლა. მამია ახობაძის შვილს, ქალბატონ ქეთი ახობაძეს, მამის გარდაცვალების დღეს დავუკავშირდით და მისი გახსენება ვთხოვეთ.

ქეთი ახობაძე: მამა 1933 წელს დაიბადა სამტრედიაში. თბილისის ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. სწავლის პერიოდიდან ის ყველა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, 37 წლის განმავლობაში, მამა გორის სამხატვრო სკოლის პედაგოგად მუშაობდა. ახალგაზრდა მხატვარი თავისი განსაკუთრებული ნიჭიერებით შეუმჩნეველი არ დარჩენილა საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტის პროფესორების რეკომენდაციით, ის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების კათედრაზე იწყებს მუშაობას, სადაც, სხვათა შორის, 1968 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა. 

– მიუხედავად ამისა, როგორც ვიცი, საბჭოთა ხელისუფლებისგან პრობლემები მაინც შეექმნა?

– ის მთელი თავისი შემოქმედებითა და საქმიანობით ემსახურა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განათლებას. მაგრამ, ისევე, როგორც ქართული ფერწერის სამოციანელთა თაობამ, სახვითი ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო როგორც მხატვარმა, არამედ, როგორც პიროვნებამ, რომელიც თავის დროზე სამაგალითოდ დასაჯეს იდეისთვის და საკანში გამოკეტეს. მისი სურვილი და იდეა იყო ახალგაზრდა მხატვრებისთვის შექმნილიყო ქვეგანყოფილება მხატვართა კავშირის ბაზაზე. თუმცა, მაშინდელი მთავრობა მალევე მოეგო გონს და, გათავისუფლებულს, თავად დაავალეს ამ ქვეგანყოფილების შექმნა და ხელმძღვანელობა. 1986 წლიდან მოყოლებული, მან თაობები აღზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბევრ ადამიანს მიანიჭა სიხარული თავისი პიროვნული, მორალური და მატერიალური მხარდაჭერით. მისი ოცნება ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების აღმოჩენა და მხარდაჭერა იყო. 

– ბატონი მამია, როგორც მხატვარიც, ალბათ, საკმაოდ წარმატებული იყო.

– დიახ. მამას პერსონალური გამოფენები, გარდა საქართველოსი, ჰქონდა მოსკოვში, ტოკიოში, იტალიაში. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში მთელი ევროპის მასშტაბით. დიდი ხნის განმავლობაში, ჰაიდელბერგის მუნიციპალიტეტში გამოფენილი მისი ქართლის პეიზაჟების ფოტოები ამშვენებდა გერმანული ჟურნალების ყდებს. მისი ნამუშევრები გაბნეულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუზეუმებში: კლაიპედაში, ინგლისის სამეფო აკადემიაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ასევე, სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კოლექციებში. 

скачать dle 11.3