კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო ქრიზანთემას?

პასუხი: ქრიზანთემა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, სახლის პირობებში მას დიდი ყურადღებით მოვლა და პატრონობა ესაჭიროება. მცენარე ყვავის ადრე გაზაფხულზე და უხვი ყვავილობა აქვს. ის მრავლდება თესლით და აღმოცენების 100-პროცენტიანი პროცესი აქვს. გირჩევთ, ქრიზანთემა ზაფხულობით გაიტანოთ გარეთ და ამყოფოთ სექტემბრის ბოლომდე. ყვავილი საერთოდ არ მოაჭრათ. ეცადეთ, რომ ნიადაგიდან ამოწევით მოგლიჯოთ, რადგან, მოჭრის შემთხვევაში ახალ ყვავილობას არ დაიწყებს. გადარგეთ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.  ეცადეთ, რომ გადარგვის დროს ფესვებს მიწა არ შემოაცალოთ, რათა არ დაიღუპოს. მისი თესლი აიღეთ პირველი ყვავილობისას, რადგან პირველი ყვავილობა ძალიან კარგი მომწიფებულია და სათესლე მასალად გამოდგება, შემდეგი ყვავილობა კი სუსტი აქვს და სათესლე მასალას არ ტოვებს. სრულყოფილი მცენარიდან აღებული თესლი კარგად გააშრეთ და შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, რადგან სინათლეზე ყოფნისას თესლი მალევე კარგავს აღმოცენების უნარს. მცენარე ზამთარში შეინახეთ თბილ ადგილას, სადაც მინიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. ქრიზანთემას ხშირად უყვითლდება ქვედა ფოთლები, რომლებიც საშიშროებას არ უქმნის მის ზრდა-განვითარებას. შესაძლოა, მცენარე მიწაში ჩავიდეს. ეს პროცესი მაშინ ხდება, როცა ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა, ტემპერატურის აწევისას კი კვლავ აღმოცენდება.

კითხვა:  როგორ მოვუარო სელაგინელას და რა პირობებია საჭირო მისი გახარებისთვის?

პასუხი: სელაგინელა ცხელი ქვეყნების მცენარეა, ამიტომ, ეს მცენარე საერთოდ არაფერზე არ არის პრეტენზიული. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ რამდენიმე კვირა არ მორწყათ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი მშვენივრად იქნება. სელაგინელა ძალიან გამძლე და სიცოცხლისუნარიანია, ამიტომ მეორე  სახელიც აქვს – მას „უკვდავას” უწოდებენ. თუნდაც ის 2-4 თვე არ მოირწყას, მხოლოდ ფერს შეიცვლის, გაყვითლდება და გამხმარ სახეს მიიღებს, მაგრამ, საკმარისია, ამის შემდეგ წყალი დაუსხათ, რომ კვლავ გაცოცხლდება, გამწვანდება და სწრაფად გაიშლება. ის საერთოდ არ ყვავილობს, მაგრამ, რელიგიური დატვირთვაც აქვს: ყოველ აღდგომას წყალში დებენ და აკვირდებიან, როგორ ცოცხლდება, ამიტომ ზოგიერთი მორწმუნე და სასულიერო პირი ამ მცენარეს „ახალი სიცოცხლის დაწყებას“ და „ხელმეორე დაბადებას” უწოდებს. ძალიან ლამაზი მცენარეა. ის ძლებს, როგორც ყინვაში, ასევე სიცხეშიც.  საოცრება ისაა, რომ მას ფესვი საერთოდ არ გააჩნია.

კითხვა: როგორ მოვუარო აბელიას?

პასუხი: აბელია სუბტროპიკული მცენარეა, რომელიც არის ძალიან უპრეტენზიო და ამასთანავე, ძალიან ლამაზი. ის გამოიყენება როგორც ლამაზი დეკორატიული ბუჩქის სახით, ასევე, სოლიტერ მცენარედ. აბელია არის ნახევრად ფოთოლმყრელი, არ ეშინია ყინვის და ამიტომ, შესაძლოა, ზამთარშიც კი გარეთ დატოვოთ. ის მრავლობს კალმით და თესლით. აბელია, შესაძლოა, იყოლიოთ ქოთნის პირობებში. ის ძალიან ლამაზია შესასვლელებში, ასევე, ჩანჩქერებთან. აუცილებლად ესაჭიროება ფორმირება, რომელსაც კარგად იტანს წელიწადის ყველა დროს. მას აქვს ლამაზი ყვავილობა, რაც ერთ თვეს ან უფრო მეტ ხანსაც კი გრძელდება.  აბელიას ადრე გაზაფხულზე სჭირდება აზოტოვანი სასუქები. გახსოვდეთ, რომ არასდროს ზემოდან წყალი არ დაუსხათ – ამან, შესაძლოა,  მცენარის ფოთლები დაწვას და დააჭკნოს. ასევე, ეცადეთ, რომ ყოველ შემოდგომით გადარგოთ, მცენარე, რათა ადრე გაზაფხულზე დაიწყოს ყვავილობა. აბელია ძალიან სწრაფად მზარდია და ფესვთა სისტემაც დიდი აქვს, ამიტომ, დარგვისას გახსოვდეთ, რომ მცენარეს დიდი ქოთანი შეურჩიოთ და ნიადაგში კარგად აურიეთ როგორც ქვიშა, ასევე, ტორფი, ნაკელი და ფოთლიანი მიწა – ასეთ ნიადაგში თქვენი მცენარე კარგად გაიხარებს.

скачать dle 11.3