კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ქურცაძე-ქურციკიძე

ფუძით ქურცი გვაქვს გვარი ქურცაძე. 

„ქურცაძე ნათი, ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი). იმავე სოფელში მოიხსენიებიან შიო და შოშია ქურცაძეები. 

ფუძით ქურციკა გვხვდება გვარი: ქურციკაული: ზარია, სულხან, ღვთისავარა ქურციკაულები მოიხსენიებიან 1477 წელს; ლელთუბანს, მარტყოფს, სატივეს, სამწერისში მოიხსენიებიან მამაცელა, იასე, ნადირი, პაპოა და სხვა ქურციკაშვილები; კაკალა, მახარებელი, ნადირა, ფოცხვერა, შალვა და სხვები, ატარებენ გვარს ქურციკიძე. 

გვხვდება ერთ შემთხვევაში სახელი ქურცინა და მისგან წარმომდგარნი გვარი ქურცინაძე. ქურცინაძეები ამბობენ, რომ, გადმოცემით, მათი ადრინდელი გვარი იყო ქურციკიძე, მაგრამ, მიგრაციის ჩამწერების შეცდომის გამო ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს განუცდიათ ცვლილება: ქურციკიძე-ქურცინაძე. 

სადღეისოდ დაფიქსირებულ გვარებში: ქურცაძე, ქურციკაშვილი, ქურციკიშვილი, ქურციკიძე – აღრიცხულია 1 859 ადამიანი. 

საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6. არიან სხვაგანაც.

ხავთასი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხავთაი. 

გვარის უწინდელი სახე იყო ხავთაისძე და დროთა განმავლობაში შემორჩა როგორც ხავთასი.

გვარი 1240-1250 წლებში მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში.

იოსებ ხავთაისძის აღაპი შეტანილია მთავარ სააღაპე წიგნში 1240-1250 წლებში. სააღაპე წიგნი შედგენილია იმ მდივან-მწიგნობრის მიერ, რომელსაც ჩაუწერია გიორგი დადიანისა და აგავ გორგოშიძის ოჯახების აღაპები.

საქართველოში 656 ხავთასი ცხოვრობს: ოზურგეთში – 244, თბილისში – 225, ვანში – 48.

არიან სხვაგანაც.

გულაბერიძე

გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგან არის წარმომდგარი: გულა და ბერი.

ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.

ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ-საღირაძესთან ერთად, იყო ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც, თამარ მეფის მოწვევით 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში, იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.

ფარცვანია

არსებობს ვარაუდი, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარსმანი, რომელმაც განიცადა სახეცვლილება: ფარსმან-ფარცმან-ფარცვან – ფარცვანია.

გვხვდება ტოპონიმები: საფარცვანიო – უბნები რუხში, საჯანაშიოსა და ქვემო სათოდუოს შორის; ოდიშში – ჯამის მარჯვენა მხარეს, ორეულში, ერგეტაღალის სათავესთან; ხამისქურში – ურთის მთის ძირას, უფალკარში – სახუბულოსა და საფარღალას შუა.

ფარცვანიას შესახებ საუბარია როგორც პაატა ცხადაიას, ისე ნიკოლოზ ჯომიდავას წიგნებში და მოხსენიებულია 3 000 მეგრულ გვარს შორის.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, რაოდენობის მიხედვით, ფარცვანია 370-ე ადგილზეა, ზუგდიდის რაიონში კი  –მე-19 ადგილზე.

საქართველოში 2 204 ფარცვანია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 230, თბილისში – 242, ხობში – 186. არიან სხვაგანაც.

სულეიმანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულეიმანი, რომელიც თურქული წარმოშობისაა.

ქიტა სულეიმანაშვილი 1672 წელს მოხსენიებულია ნასყიდობის წიგნში.

სულეიმანაშვილი იყო მებატონეც.

„თონეთელ სახელმწიფო გლეხს, თომე სულეიმანაშვილს და სჯულისმიერ ცოლსა მისსა მზექალას, 1832 წელს შეეძინათ ვაჟი – აბრაამი, რომელიც მონათლა მღვდელმა სოლომონ შავშიშვილმა“.

თომა სულეიმანაშვილი მოიხსენიება დიდ თონეთში 1843 წელს.

საქართველოში 160 სულეიმანაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 52, თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.

საფარაშვილი-საფარიძე

გვარის ფუძეა გეოგრაფიული ტერმინი – საფარა. ასევე, ის გვხვდება საკუთარ სახელადაც.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია გაბრიელ საფარელი, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის ქველმოქმედი იყო; მისი ძმა – იოანე საფარელი კი კათალიკოსი გახდა.

ამავე ძირისაა გვარები საფარიძე და საფარიშვილი.

1752 წლის ივნისში თეიმურაზ მეორის „სამართალში“ მოხსენიებულია საფარა, გიორგი, იოსებ ოსინაშვილისა და ბაღდასარ საფარაშვილის საქმეზე.

საქართველოში 109 საფარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 41, საგარეჯოში – 18, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

28 – საფარიშვილი.

35 – საფარიძე.

ომსარაშვილი

ომსარაშვილი კახეთში გაჩენილი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად გურჯაანში ცხოვრობენ.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომსარა. ეს საკუთარი სახელი დაფიქსირებული აქვთ ივანე ჯავახიშვილსა და ალექსანდრე ღლონტს.

ომსარა ქართული ტრადიციით შედგენილი ორფუძიანი და ორკომპონენტიანი სახელი უნდა იყოს. მასში მონაწილეობას იღებს ომა (ომან, ომია) და სარა. ეს საკუთარი სახელი ერქვათ როგორც ქართველ ებრაელებს, ასევე, ქართველებსაც.

საქართველოში 138 ომსარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 78, თბილისში – 38, თელავში – 10. არიან სხვაგანაც.

სალია-სალიაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სალია, სალი. 

სალ ფუძე ფიქსირდება როგორც ქართულ, ისე სხვა ხალხთა გვარებშიც.

ასევე, გვხვდება გვარი სალიაშვილი.

ლესალე სოფელია ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს. აქ სალიებს უკავიათ ერთი უბანი ლანჩხუთის ხეობაში.

ისტორიულ წყაროებში მამაკაცის საკუთარ სახელად დაფიქსირებულია სალა, სალი.

სალა ბრტყელი ქვაა სამღერელი. მეგრულად სოლს (ხის გასაპობელსა და ურმის ეტლის თვლისას) ნიშნავს.

ჩვენი ვარაუდით, სალიათა წინაპრების ხელობა-საქმიანობა სარის, სოლის და ასე შემდეგ კეთებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

საქართველოში 1 153 სალია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 472, ზუგდიდში – 296, თბილისში – 151. ცხოვრობენ სხვაგანაც.

მიშველაძე-მიშველია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიშველ.

„გიორგი ლიპარტიანმა უწყალობა გიორგი ფაღავას მიშველ მდივნის ერთი ბიჭი, ცოლ-შვილით და მამულით, 1681-1714 წლებში“.

მიშველ-მიშველია არის მდივანი გიორგი ლიპარტიანის მიერ ბააკა იაშვილისთვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნის დამწერი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს; ასევე, დამწერი და მოწმე გიორგი ლიპარტიანის მიერ, გიორგი ფაღავასთვის მიცემული საბჭოს წყალობის 1681-1714 წლების წიგნში. ის, აგრეთვე, მოიხსენიება ხუხუ ფაღავასთვის მიცემულ მამულის წყალობის 1681-1714 წლების წიგნში.

ნიმოკოლავო პირველში, ჩხოუშიის მარცხენა მხარეს, ცხოვრობს ამ გვარის – მიშველაძის 15 კომლი. ამ უბანს ეწოდება ლემიშველია. მიშველია ადგილობრივი ვარიანტია, „მიშველი“ ზმნური ფორმაა. სუფიქსი ა მას აქცევს პირველსახელად. მიშველი მშობლისმიერი სახელია. ახალშობილისთვის ამგვარი სახელის დარქმევით მშობლები გამოხატავდნენ გარკვეულ სურვილსა და იმედს. მეორე მხრივ, ერთმანეთს აკავშირებდნენ სვანურ მეშველიანს, მიშველაძესა და მეგრულ მიშველიათა გვარებს.

საქართველოში 331 მიშველაძე ცხოვრობს: თბილისში – 84, საჩხერეში – 73, მარტვილში – 64. არიან სხვაგანაც.

184  მიშველია: ზუგდიდში – 88, სენაკში – 52, თბილისში – 15. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3