კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განახორციელა სტალინმა კამოს მეშვეობით ტერორისტების მიერ ბანკიდან გატაცებული ფულის საქართველოდან გატანა

1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში რუსეთში გახშირდა სახელმწიფო ხაზინიდან  და კერძო ბანკებიდან ფულის გატაცების ფაქტები, – ეგრეთ წოდებული „ექსპროპრიაციები”. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობიათ.

პოლიტიკურ პარტიებს ფული სჭირდებოდათ და უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ისინი ახდენდნენ ექპროპრიაციას. რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ვერ ებრძოდა ექსპროპრიაციებს, რის გამოც, იმატა ფულის გატაცების ფაქტებმა. იმდროინდელი რუსეთის იმპერიაში ყველაზე დიდი ექსპროპრიაცია თბილისში, 1907 წლის 13 ივნისს განხორციელდა. ამ ექსპროპრიაციის შედეგად, რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი 250 ათასი რუბლი, ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები იქნა გატაცებული. პოლიციამ გამტაცებელთა კვალს ვერ მიაგნო. გამტაცებლებმა წარმატებით გაიტანეს ფული უცხოეთში. 

დიდი ხნის განმავლობაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, აღნიშნულ ექსპროპრიაციას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს მიაწერდნენ. ორგანიზატორად იოსებ სტალინი სახელდებოდა, შემსრულებლად კი – სიმონ ტერ-პეტროსიანი, კამო.

სანდო საარქივო დოკუმენტები და მასალები ერევანსკის მოედნიდან გატაცებული ფულის ისტორიას ამგვარად წარმოგვიდგენს. ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოციალ-დემოკრატებმა, არამედ – სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა). ხელმძღვანელად კი სახელდებიან: სარქის ოთაროვი და ვასილ პილეცკი. ეს უკანასკნელი ამიერკავკასიის რკინიგზის ფოსტის გადაზიდვის განყოფილების თანამშრომელი იყო და სწორედ მან მიაწოდა სარქის ოთაროვს ბაქოდან თბილისისკენ ფულის მოძრაობის მარშრუტი და დრო. სარქის ოთაროვმა და ესერმა ტერორისტებმა ფულის გატაცების ოპერაცია უნაკლოდ განახორციელეს. ფულით დატვირთული საფოსტო ეტლი, თბილისის რკინიგზის სადგურიდან მაშინდელი ერევანსკის, დღევანდელი თავისუფლების მოედნამდე მივიდა. მოედნიდან ეტლს უნდა აეხვია დღევანდელი ლეონიძის ქუჩაზე, სადაც მდებარეობდა ბანკის შენობა. სწორედ ქუჩის დასაწყისთან ტერორისტებმა ეტლს ფუჭი ბომბები ესროლეს, რომელმაც შექმნა კვამლის საფარი და ამ დროს განაიარაღეს დაცვა, ფული კი იქვე მდგარი მეორე ეტლით გაიტაცეს. ფულის გატაცების დროს მოხდა უბედური შემთხვევა – დამფრთხალმა ცხენებმა ჩვილი ბავშვი გაჭყლიტეს, რომელიც გამზრდელს საბავშვო ეტლით სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი. ესერებმა ჟანდარმერიის დაბნევის მიზნით, მეორე ეტლი დავითაშვილის ქუჩის გავლით, ოქროყანის მიმართულებით გაუშვეს. ჟანდარმერია სწორედ ამ ეტლს დაედევნა, ამასობაში კი ესერებმა ფულით დატვირთული ეტლით ავლაბარს შეაფარეს თავი. ცოტა ხნის შემდეგ, ჟანდარმერიამ შეიტყო ფულის ადგილსამყოფელი, მაგრამ თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის უფროსმა, პოლკოვნიკმა პასტრულინმა ავლაბარზე იერიშის მიტანა ვერ გაბედა. აგენტურული მონაცემების მიხედვით, ფულს იცავდა ბომბებით შეიარაღებული ოცამდე ტერორისტი. რისი აფეთქებაც გამოიწვევდა ხანძარს და მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს. სამაგიეროდ, მთელი ავლაბარი ალყაში მოაქციეს, გაფრთხილებული იყო ყველა საბაჟო, უპირველესად, ფოთის და ბათუმის პორტებისა. ასე რომ, ესერების შანსი თბილისიდან და შემდეგ ქვეყნიდან ფულის გატანისა, თითქმის ნულამდე დავიდა. 

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სარქის ოთაროვი დაუკავშირდა ასეთ საქმიანობაში საკმაოდ გამოცდილ ტერორისტსა და ავანტიურისტს, კამოს. კამო ბრიყვი არ იყო, რომ ასეთ სახიფათო საქმეში ჩარეულიყო, ამიტომ საქმის კურსში სტალინი ჩააყენა, რომელიც ფულის გატაცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. სტალინმა, ბრწყინვალედ დაგეგმა თბილისიდან ფულის გატანის ოპერაცია. 

სტალინის გეგმის მიხედვით, გათამაშდა ქორწილის სცენა. ნეფე იყო კამო, პატარძლად კი ესერებმა საკუთარი პარტიის წევრი – ტერორისტი გოგონა შეარჩიეს, რომლის მამაც პოლიციის პრისტავი იყო. პატარძალი ამ პრინციპით იმიტომ შეირჩა, რომ საბაჟოზე პოლიციის პრისტავის ქალიშვილის ბარგს არ გაჩხრეკდნენ. რაც შეეხება კამოს, მისი კანდიდატურა ამ საქმისათვის ზედმიწევნით ზუსტად იყო შერჩეული. სტალინს ავანტიურისტი ტერ-პეტროსიანი მსგავსი შავი საქმეების მოგვარებაში ბევრჯერ ჰყავდა გამოცდილი. მან საბაჟო გაიარა პასპორტით, რომელიც თბილისის გოგირდის აბანოში, ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს თანამშრომელს, დიმიტრი მირსკის მოპარა. ნეფე-დედოფალმა ავლაბრიდან, საქორწინო ეტლით მშვიდობიანად მიაღწიეს თბილისის სადგურამდე, შემდეგ კი მატარებლით – ბათუმის პორტამდე. უცხოეთში, გემიდან ჩასული კამო ოსტატურად დაუსხლდა ტერორისტ „მეუღლეს” და მშვიდობიანად ჩააღწია ჟენევამდე. სადაც ესერების გატაცებული ფული კამომ სტალინის გეგმის თანახმად, ლენინს ჩააბარა. თბილისიდან ფულის გატანის ოპერაცია წარმატებით კი განხორციელდა, მაგრამ, ძალიან მალე ეს ფაქტი გახმაურდა. ლენინის უახლოესი თანამებრძოლები: მაქსიმე ლიტვინოვი (საბჭოთა კავშირის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი), ნიკოლოზ სემაშკო (საბჭოთა რუსეთის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი), ვერა რავიჩი (ცნობილი ბოლშევიკის, გრიგორი ზინოვიევის მეუღლე) და სხვები დაიჭირეს თბილისში გატაცებული ბანკის საკრედიტო ბარათების გადახურდავებისას. საქმე ის იყო, რომ გადაზიდვისას ბანკის საკრედიტო ბარათების ნომრები სპეციალურ ჟურნალში ტარდებოდა. რუსეთის სახელმწიფო ბანკმა, მსოფლიოს ყველა ბანკს აცნობა თბილისში გატაცებული საბანკო საკრედიტო ბარათების ნომრები. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა. ბოლშევიკებმა ამბავი რუსეთის სპეცსამსახურების შეთხზულად გამოაცხადეს და სასამართლო პასუხისმგებლობიდან თავი დაიძვრინეს. როგორც ჩანს, ესერები და ბოლშევიკები ბოლოს და ბოლოს მორიგდნენ და ფულიც გაიყვეს, რადგან ერთმანეთის მიმართ შემდეგ პრეტენზიები აღარ წამოუყენებიათ.

ჟენევაში ჩასული კამო თბილისში აღარ დაბრუნდა და ევროპაში მოგზაურობდა მოპარული პასპორტით, რომლის დაკარგვის ფაქტიც, მის კანონიერ მფლობელს უკვე გაცხადებული ჰქონდა. კამო ბერლინის პოლიციამ დააპატიმრა. მას 2 ბრალდება წაუყენეს: ავსტრია-უნგრეთის მოქალაქის, დიმიტრი მირსკის პასპორტით ცხოვრება და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა, რომელიც ჯიბეში უპოვეს. გერმანიის მართლმსაჯულებას მისთვის თბილისში გატაცებულ ფულთან დაკავშირებით ბრალდება არ წაუყენებია. კამო გერმანელებმა რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს. თბილისში შემდგარ სასამართლო პროცესზე კამომ თავი მოიგიჟიანა, სამედიცინო, კომისიამ ის შეურაცხადად ცნო. კამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსმა პოლკოვნიკმა პასტრულინმა პეტერბურგში პოლიციის დეპარტამენტს აცნობა: კამო გიჟი არ არის და საავადმყოფოდან გაიქცევაო. მართლაც, რამდენიმე დღეში შეურაცხადად ცნობილი ტერორისტი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა. 

 1918 წელს ლევ ტროცკიმ სტალინს ოფიციალურად დასდო ბრალი თბილისსა და ბაქოში განხორციელებული ფულის გატაცებების ორგანიზებაში. ამ ფაქტმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ბოლშევიკური პარტია და მისი ლიდერი – ლენინი. გადაწყდა, საქმე შეესწავლა პარტიულ სასამართლოს, რომლის თავმჯდომარეობა ვერავინ იკისრა. ბოლოს შეირჩა თავმჯდომარის კანდიდატურა. ეს გახლდათ ბოლშევიზმის, ლენინის, ტროცკისა და სტალინის შეურიგებელი იდეური მოწინააღმდეგე, იმხანად ემიგრაციიდან ახლად დაბრუნებული, რუს მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი – იური მარტოვი (ცედერბაუმი). სასამართლოს ვერდიქტი ასეთი იყო: სტალინს ფულის გატაცებასთან არც თბილისში და არც ბაქოში არანაირი კავშირი არ ჰქონია!

скачать dle 11.3