კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სახლი – თავშესაფარია

 

სახლი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები, მათ შორის უმთავრესად მამაკაცები თავს მყუდროდ და დაცულად, კომფორტულად გრძნობენ. მამაკაცს უყვარს მოდუნება. მას უნდა მოეშვას და დაისვენოს – გათავისუფლდეს დაღლილობისგან, დაძაბულობისგან. ამასთან, კაცმა უნდა იცოდეს, რომ სახლში მას ელიან, უყვართ და სჭირდებათ. წინათ, იმ ქალისთვის, ვინც მას სულიერ კომფორტსა და სიმყუდროვეს შეუქმნიდა, მამაკაცები საგმირო საქმეებსაც კი სჩადიოდნენ. მართალია, დღეს მამაკაცები ძალიან განებივრდნენ და საგმირო საქმეებით იქით უნდა გააკვირვო, მაგრამ მათთვის სახლს მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

ერთ-ერთი მინუსი თანამედროვეობისა და პროგრესისა, რომლის პირმშოც ემანსიპაციაა, გახლავთ ის, რომ ქალები ნაკლებად ქალურები გახდნენ. თუმცა, მთლიანად მათი ბრალიც არ არის. თანამედროვე ცხოვრების მკაცრი პირობები და თამაშის რთული წესები, ქალს აიძულებს გამკაცრდეს.

პირადი ბედნიერება თუ გვინდა, აუცილებელია, გვქონდეს საკუთარი შეხედულება ოჯახზე... შინაგანი სურათი და წარმოსახვითი, ორიგინალური, პირადული სტერეოტიპი მხოლოდ დაგვეხმარება საიმედო თავშესაფრის შენებაში.

 

ნიჭი ერთეულებისთვის...

 

ნიჭი ერთეულებისთვის – ლაპარაკია სიყვარულზე, რომელიც ყველა ადამიანს თანაბრად არ ეძლევა. ეს უკვე ფაქტია. ამიტომაც არის, რომ ზოგი ყოველთვის ძალიან ბედნიერია სიყვარულში, ზოგიც სიცოცხლეს უსიყვარულოდ ამთავრებს.

უნარი, გიყვარდეს და მიიღო სიყვარული – დამოკიდებულია ატმოსფეროზე, რომელიც ადამიანს გარს აკრავს და უფრო მეტიც, სიყვარულის ნიჭი ჯერ კიდევ დედის მუცელში ყალიბდება. ფაქტია, რომ ბავშვი, რომელიც ჭარბი სიყვარულის გარემოცვაში იზრდება, თავადაც მოსიყვარულეა და კარგად იცის, ამ გრძნობის ფასი.

ადამიანმა შეიძლება, სულაც არ იცოდეს, რომ მშობლებს მისი ამქვეყნად მოვლინება არ უნდოდათ, მაგრამ ქვეცნობიერში აუცილებლად დაილექება ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც მომავალში ამ ადამიანს ძალიან შეუშლის ხელს ურთიერთობებში.

კიდევ ერთი, მთავარი ნიუანსი – აუცილებელია, გიყვარდეს საკუთარი თავი. ეს არ ნიშნავს ეგოიზმს. სიყვარული აუცილებლობაა ყველასთვის და ჩვენ ამ აუცილებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ... გრძნობას აღმოჩენა სჭირდება... თქვენ ხომ ვერასდროს მიხვდებით, შეგიძლიათ თუ არა ჭადრაკის თამაში, თუკი ერთხელ მაინც არ მიხვალთ ჭადრაკის დაფასთან. ნუ შეგეშინდებათ ურთიერთობების. ნელ-ნელა სიყვარულიც აუცილებლად მოვა. მთავარია, ამის გჯეროდეთ.

ისეთი, როგორიც ვარ!..

 

ფსიქოლოგების უმრავლესობა გეტყვით, რომ ქალების 80 პროცენტს ერთი თვე მაინც სჭირდება მამაკაცთან ურთიერთობისთვის, რომ მას უმაკიაჟოდ ანუ „შიშველი“ სახით ეჩვენოს. ქალბატონების 16 პროცენტი კი, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ლოგინშიც კი მაკიაჟით წვება. საიდან ასეთი ლტოლვა მაქსიმალიზმისაკენ? ვინ აკომპლექსებს ქალბატონებს, ნუთუ საპირისპირო სქესი ასეთი კრიტიკული და ყურადღებიანია? თურმე, მამაკაცი არაფერ შუაშია. ეს ქალს აქვს მოთხოვნილება, გამოიყურებოდეს მიმზიდველად ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. გასათვალისწინებელია თვითშეფასების დაბალი დონე და კომპლექსი. ანუ, მეტი ყურადღება სწორედ თვითშეფასების ამაღლებას უნდა მიექცეს და არა მაკიაჟს.

ბრიტანელმა მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ დაადგინეს, რომ, რაც უფრო სტაბილურია ქვეყანაში ეკონომიკა, მით მაღალია ქალის ფეხსაცმლის ქუსლი. თუ ქვეყანაში ქალბატონების უმრავლესობა უქუსლო ჩუსტ-ფეხსაცმელს ირჩევს – ეკონომიკური კრიზისის გეშინოდეთო!

საერთოდ კი, ადამიანი ისეთი უყვართ, როგორიცაა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავ, მაგრამ, ნუ გადაკეთდებით ვიღაცის ან რაღაცის გამო. ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბედნიერება.

 

ყველაფერი „მე-ზე“

 

მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, როგორღაც, თავადვე ვპოულობთ. თუკი გაგვიმართლებს, რა თქმა უნდა. კომფორტია და ბედნიერება, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის შენი, გამშვიდებს და საჭირო მომენტში, დახმარების ხელს გიწვდის. სამწუხაროდ, არსებობენ ენერგეტიკული ვამპირები, რომლებიც ისე შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, ვერც ვხვდებით, როგორ გვაცლიან სასიცოცხლო ძალებს და ამის უფლებას თავადვე ვაძლევთ. თქვენ ხშირად იმაშიც არ ხართ დარწმუნებული, რომ რასაც აკეთებთ, მართლა გინდათ ამის კეთება. „მინდა“ და „საჭიროა“ – სხვადასხვა რამეა. ნუ მოვიტყუებთ თავს და ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ. ბალანსი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენი რეალობა ასეთია – ძალიან ხშირად, ნებით თუ უნებლიეთ, ვიხრებით „საჭიროსკენ“, მერე ისევ საკუთარ თავთან ვიმართლებთ თავს, სხვანაირად არ შეგვეძლოო. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მოიფიქროთ ჰობი, ერთფეროვან ყოფას, მოსაწყენ ყოველდღიურობას გაგიხალისებთ. ასევე, კარგი საშუალებაა ახალი ნაცნობობა – შესანიშნავი სტიმულია და არაჩვეულებრივი დოპინგი. მკაფიო, პოზიტიური შთაბეჭდილებები დაგეხმარებათ საჭირო წონასწორობის შენარჩუნებაში.

ისწავლეთ საკუთარ თავთან დარჩენით დადებითი ემოციების მიღება. ცოტა ხნით მარტო ყოფნამ არ უნდა შეგაშინოთ. პირიქით, უნდა იცოდეთ, რომ ეს ძალიან კარგია და აუცილებელი: მშვიდად იფიქროთ სამომავლო გეგმებზე, გააანალიზოთ დღის მოვლენები, უყუროთ საინტერესო ფილმს ან გაერთოთ ინტერნეტში. აუცილებლად გამონახეთ საერთო ენა საკუთარ „მე-სთან“. და თანაც, რაც მალე, მით უკეთესი.

скачать dle 11.3