კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სჭირდება თუ არა ქალს კაცის ერთგულების შესანარჩუნებლად გარეგნული მომხიბვლელობა

ამბობენ, რომ ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ და როგორი გარეგნობის. მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ ლამაზებს მეტად უმართლებთ ცხოვრებაში, მაგრამ, რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს. ჩვენი ბებიები ამბობდნენ კიდეც – ქალი ლამაზი კი არა, ბედნიერი უნდა გაჩნდესო. ასეა თუ ისე, თუნდაც იმიტომ, რომ სილამაზე საკმაოდ ფარდობითი ცნებაა და არავინ იცის, ვისთვის ვინ არის ლამაზი. ამიტომ, ბედნიერების ძიების პროცესში, გარეგნობას კი არა, სხვა ღირსებებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტები. როგორც ქალების უმრავლესობა ამტკიცებს, მამაკაცი მარტივი არსებაა და, შეიძლება, სილამაზე უფრო მალე მოჰბეზრდეს.

ლალიკო (29 წლის): ბედნიერება, თურმე, უნდა დაიმსახურო, გარეგნობა აქ საერთოდ არაფერ შუაშია. ღმერთმა უნდა მოინდომოს შენი ბედნიერება, მარტო სილამაზე ვერაფერს გიშველის. კი ამბობენ, რომ ჩვენი ბედი თითოეული  ჩვენგანის ხელშია, მაგრამ, ჩემი ცხოვრების მაგალითით ვამბობ, რომ ღვთის ნება და ძალაა გადამწყვეტი. ფიზიკური სილამაზე ძალიან მიმზიდველია თვალისთვის და მამაკაცები ხშირად პრიორიტეტად სწორედ ამას ირჩევენ გადაწვეტილების მიღებისას, მაგრამ, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან მალე „უფუჭდებათ“ მხედველობა.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ სილამაზეს ვეღარ ხედავენ?

– დიახ. სწორედ ამის თქმა მინდა. კაცი ერთი შეხედვით არის მარტივი და უპრობლემო არსება. ქალი მთელი ცხოვრება ჯარისკაცივით სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, თანაც ნებისმიერ ფრონტზე საბრძოლველად და ამ შემთხვევაშიც არა აქვს გარანტია, რომ არ უღალატებენ და არ მიატოვებენ. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ისე ვბრაზობ, ხმამაღლა ყვირილი მინდება. ვინც მხოლოდ ვიზუალურად მიცნობს, ფიქრობს, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს. ასეთ ლამაზს რომელი კაცი ეტყვის უარს, ნეტავი მას, გარეგნობა მისცა ღმერთმა ისეთი, მის წინაშე ყველა გზა და კარი გახსნილიაო... – ასეთი სიტყვები ძალიან ხშირად გამიგონია ჩემი მისამართით. სინამდვილეში კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

– არ მოგწონთ, კარგი გარეგნობა რომ გაქვთ?

– როგორ არ მომწონს, მაგრამ, ადრე კიდევ უფრო მომწონდა და მეამაყებოდა ჩემი გარეგნობა. მეც ვიყავი იმ სტერეოტიპის ტყვე, რომ ლამაზებისთვის ცხოვრება ადვილია. მჯეროდა, რომ ბედნიერება სილამაზესავით დამყვა დაბადებიდან. მაგრამ, ცხოვრებაში გარეგნობა საერთოდ არ ყოფილა მთავარი. უფრო მეტიც, მას ერთი ძალიან ნეგატიური თვისება აქვს, როგორც იტყვიან – უკუჩვენება: პიროვნების შთანთქმა შეუძლია.

– რას გულისხმობთ?

– აგიხსნით: როცა ლამაზი ხარ და მიგაჩნია, რომ ეს სრულიად საკმარისია ადამიანების მოსახიბლავად, აღარ ავლენ იმ ღირსებებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში მიაქცევდი ყურადღებას და შეეცდებოდი, წინა პლანზე წამოგეწია, რადგან, ფიქრობ, მე ისედაც ყველას მოვეწონები და ყველა შემიყვარებსო. სხვა ქალები რომ ცდილობენ, კაცს თავი სხვადასხვა საშუალებით მოაწონონ – მოხიბლონ იუმორით, მახვილგონიერებით, კეკლუცობით, სითბოთი, მზრუნველობით, საბოლოოდ, ლამაზებზე უფრო მოგებულები რჩებიან. კაცმა, შეიძლება, ადვილად აგირჩიოს, მაგრამ, ასევე ადვილად გიღალატებს. ლამაზ ქალებსაც ღალატობენ. დიახ! მით უფრო, როცა თავისად დაგიგულებენ, შენი სილამაზე უკვე აღარ არის მიმზიდველი. ამიტომ სრული საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ ქალური ბედნიერება არანაირ კავშირში არ არის სილამაზესთან. დარწმუნებული ვარ, ლამაზები არ გააპროტესტებენ ამას და ზუსტად მიხვდებიან, რისი თქმაც მინდა. ნეტავი, არასოდეს ეთქვათ ჩემთვის – „აუ, რა ძალიან ლამაზი ხარო.

– მამაკაცები, ალბათ, ახლაც ხშირად გეუბნებიან ამას.

– დიახ, მაგრამ უკვე აბსოლუტურად განსხვავებული რეაქცია მაქვს. ერთია, რომ აღარ მიხარია და მეორეც – მეცინება მამაკაცებზე. სხვათა შორის, ერთი ლექტორი მყავდა უნივერსიტეტში, რომელმაც მითხრა, თუ დაბადებიდან არ დაგყვა ბედი, შენი სილამაზე ცრემლების მეტს არაფერს მოგიტანსო. სულ ეს სიტყვები მახსენდება. უნდა შეიყვარო ის, ვინც შენი სილამაზის მიღმა დაგინახავს და აღმოგაჩენს. მაგრამ, კაცებს ქალის სილამაზე კიდევ უფრო უშლით ხელს რეალობის აღქმაში.

– ანუ, მამაკაცია დამნაშავე?

– დიახ და დაგიკონკრეტებთ, რაში: მამაკაცი, ზოგადად, ძალიან ბევრ რამეშია დამნაშავე. მაგალითად, ქალების დაკომპლექსებაში, ქალების დაჩაგვრაში, ოღონდ, ჩაგვრაში ძალიან ფართო სპექტრი იგულისხმება, მარტო სამსახურში გაშვება-არგაშვებაზე ან მოკლე კაბის ჩაცმა-არჩაცმაზე არ არის ლაპარაკი, პრობლემა გაცილებით ღრმაა და სერიოზული. მე მიყვარს ჩემი ქმარი. საკმაოდ ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ასეთი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდე ცოლქმრულ ურთიერთობას. 26 წლის გავთხოვდი და ოთხი წელია, ოჯახი მაქვს. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი თვის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სილამაზე ჩემი ქმრისთვის უბრალო გასართობი ყოფილა. ჭირვეული ბავშვივით დაიღალა, მოჰბეზრდა ეს „ერთფეროვნება“ და ახალ გასართობს დაუწყო ძებნა. მე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩემი სილამაზე ღალატისგან დამიცავდა, მაგრამ, გარეგნული მომხიბვლელობა არ ყოფილა საკმარისი მამაკაცის ერთგულების შესანარჩუნებლად. ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი შესაძლებლობების რწმენა დამეკარგა. დამაკომპლექსა და თვითშეფასების კრიტერიუმი დამიქვეითა. შეიძლება, გიკვირთ, როგორ უნდა დააკარგვინო თვითშეფასების უნარი ქალს, რომელიც საკუთარი თავით, საკუთარი გარეგნობით კმაყოფილია. მაგრამ, მამაკაცებს აქვთ ამის უნარი, ყველაზე ლამაზ ქალსაც კი დააჯერონ, რომ არაფერს წარმოადგენს.

– ქმარი გეუბნებათ ამას?

– კონკრეტულ სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს? ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით, მცირე დოზებით მაწვდის შხამს და მეც დებილივით ვყლაპავ. წელიწადზე მეტია, ეს გრძელდება, მე კი მხოლოდ ახლა გამოვფხიზლდი. შეყვარებული ვიყავი და ვერ ვამჩნევდი. მეამაყებოდა, რომ ჩემს ქმარს შეეძლო, ჩემით თავი მოეწონებინა, ის კი, თურმე, არაფრად მაგდებდა. ისეთი მესიჯები ვნახე, სხვა ქალს რომ სწერდა, შოკში ვარ. როგორ შეეძლო, ასეთი რამ გაეკეთებინა?

– ვინ ქალს სწერდა მესიჯებს?

– ვიღაცას, რა მნიშვნელობა აქვს? გარეგნობით ჩემზე ბევრად ნაკლებს „აბამდა“ და ხოტბას ასხამდა მის ფიზიკურ მონაცემებს. ისე მწარედ ვიტირე, ეს ყველაფერი რომ წავიკითხე... ჩემი ქალობა ეგრევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

– რატომ? თქვენი ქალობა რა შუაშია თქვენი ქმრის უზნეობასთან?

– ეჰ, ახლა კი ვხვდები, რომ არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ, ისეთი სულიერი ტკივილი განვიცადე... ახლაც არ ვარ კარგად. ჩემი საყვარელი ქმარი უკანასკნელი ნაძირალასავით მომექცა, საერთოდ არაფრად ჩამაგდო.  პირველივე იაფფასიანი ძუკნა ამჯობინა ცოლს და მიწასთან გამასწორა. რა სამწუხაროა, რომ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ვინ, როდის, სად და რაში გიმუხთლებს, ვერ გაიგებ. გულისმომკვლელი იყო ის ფრაზები, რომლითაც იმას ამკობდა. ჩემზე კი ისეთ რაღაცეებს წერდა, ცოლზე კი არა, ერთი ღამე რომ აქვს ქალთან გატარებული, იმაზე არ იტყვის ღირსეული კაცი. იცით, ყველაზე ძალიან იმის გაცნობიერება მიჭირს, რომ უღირსის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ.

– გაშორდით, მერე...

– ასე მარტივად რომ არ არის საქმე?! ჩემი ქმარი მემუქრება, თუ ჩემგან წახვალ, სახელს გაგიტეხო. მპირდება, ყველას ეტყვის, რომ უზნეო ვარ – ჩემს გარეგნობას კაცების მოსახიბლავად ვიყენებ და ყველას ლოგინში ვუწვები. ესეც ფსიქოლოგიური ტერორის ერთ-ერთი მეთოდია მისი მხრიდან. შვილიც ამ ფსიქოლოგიური ტერორით არ გამაჩენინა. ახლა კი დედაჩემისთვის უთქვამს, თითქოს შვილი იმიტომ არ გავაჩინე, რომ ჩემი გარეგნობისთვის ზიანი არ მიმეყენებინა.

– და, ასეთ კაცთან უნდა განაგრძოთ ცხოვრება?

– ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ყველაფერზე წამსვლელი რომ არის, ეს ჩემთვის უკვე ნათელია. უკადრებელი იკადრა და რისი მოერიდება?! როცა ვუსმენ, ვერ ვიჯერებ, რომ ამ ყველაფერს ჩემი საყვარელი ქმარი ლაპარაკობს... ერთ დროს საყვარელი, რა თქმა უნდა. სწორად გამიგეთ, ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ დარჩენილი ცხოვრება სიმარტოვეში გავატარო.

– რატომ გაატარებთ სიმარტოვეში? შეხვდებით მამაკაცს, რომელიც თქვენს სილამაზესაც დააფასებს და სხვა ღირსებებსაც.

– ძალიან მეპარება ეჭვი და, გეტყვით, რატომაც: ჯერ ერთი, მამაკაცების რუხ მასაში ღირსეული კანდიდატურის ძიებისა და ურთიერთობის სურვილი აღარ მაქვს, რატომღაც, მგონია, რომ ასეთები სანთლით საძებრები არიან. ყველა მხოლოდ ჩემს მკერდსა და ფეხებს ხედავს და, როცა სახეზე მსუნაგ ღიმილს ვამჩნევ, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება. მეორე მიზეზი არის ის, რომ გადავწყვიტე, ყველაფერი გავაკეთო ჩემი პიროვნული რეალიზებისთვის. მინდა, მამაკაცების გულის გასახეთქად, რაღაცას წარმოვადგენდე. იცით, როგორი ბოღმა მაქვს მათ მიმართ?! ვინ დაარქვა ძლიერი სქესი, ერთი, იმის ტვინში ჩამახედა. მარტო მე ხომ არ ვარ ამ დღეში?! მამაკაცებს მესაკუთრეობის განცდა პათოლოგიაში გადაუვიდათ. სულერთია, როგორი ცოლები ჰყავთ: ლამაზები, ახალგაზრდები, წარმატებულები თუ წინსაფარმოუხსნელი დიასახლისები, ცოლი მათთვის შინამოსამსახურეა – ამ სიტყვის ფართო გაგებით. იმსახურებენ, ბოლომდე იყენებენ, თან კი ღალატობენ და თავსაც აყვედრიან.

– ყველა ოჯახში ასე არ ხდება.

– შესაძლოა, მაგრამ, მე ბედნიერ წყვილებს იშვიათად ვხედავ. რა ვქნა, შეიძლება, ახლა ასეთი განწყობა მაქვს და იმიტომ ვფიქრობ ასე. ერთს კი ცხადად ვამჩნევ – ჩემს თვალებში ნაპერწკალი აღარ ანთია, ის ნაპერწკალი, რომელიც ქალს განუმეორებლობას ანიჭებს. იყავი ლამაზი – რა აზრი აქვს? მაინც გიღალატებენ და მიგაგდებენ, გამოყენებული და მობეზრებული ნივთივით.

– და მაინც, ალბათ, სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ლამაზი ხარ.

– ახლა უკვე ვეღარ დაგეთანხმებით. მე აღარ მსიამოვნებს ჩემი სილამაზე. არ ვარ ბედნიერი და აღფრთოვანებული. სიცოცხლის ხალისს რომ დაკარგავ, მერე რაღა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურები?! 

скачать dle 11.3