კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ყველა კაცი კაცი არ არის

ორი ბიძაშვილი მყავს – ტყუპი ძმები. უკვე ასაკში არიან – 44 წლის გახდნენ. არც გარეგნობით ჰგვანან ერთმანეთს, არც ხასიათითა და ცხოვრების წესით: ერთი ქერაა, მეორე – შავგვრემანი. ქერას ვახო ჰქვია, შავგვრემანს – კოტე. ორივეს ჰყავს ცოლი და სამ-სამი შვილი. გარეგნობითა და ქცევით ვახო დახვეწილი ინტელიგენტია, ოღონდ, მარტო ოჯახს გარეთაა ინტელიგენტი, სახლში კი, ცოლ-შვილთან, ნამდვილი დესპოტია – უხეში, უხასიათო; მისი „საშინაო“ ლექსიკონი ძირითადად საგინებელი სიტყვებისგან შედგება. თან, შეუძლია, სხვისი თანდასწრებითაც კი, სრულიად დაუმსახურებლად  აგინოს ცოლ-შვილს, განსაკუთრებით კი – ცოლს. თუმცა, გინება კი არა, როცა აგრესია მოეძალება (რაც საკმაოდ ხშირად ხდება) და ლანძღვა-გინება „განმუხტვას“ არ ჰყოფნის, ცოლს ხელითაც (ზოგჯერ ფეხითაც) ეხება და, არცთუ იშვიათად მომხდარა, ამ სცენას შვილებიც შესწრებიან. მაგრამ, ისე ეშინიათ მამის, რომ დედის დასაცავად ხმას ვერ იღებენ, რაშიც მე, მსუბუქად რომ ვთქვა, სამივეს ვამტყუნებ. მართალია, გოგო ჯერ პატარაა (8 წლისაა), მაგრამ, ბიჭები უკვე იმ ასაკში არიან,  შეუძლიათ, თუნდაც სიტყვიერი პროტესტი გამოხატონ მამის ძალადობის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მათაც უკვე გამრუდებული აქვთ ფსიქიკაც და ბიჭური თავმოყვარეობაც, რაც ძალიან მწყინს. ამას წინათ ვუთხარი კიდეც ორივეს, მამათქვენი თქვენ ვერ უნდა გიბედავდეთ (კადრებაზე აღარაფერს ვამბობ) დედათქვენის შეურაცხყოფას-მეთქი. მათ თავის მართლება დაიწყეს – რომ ჩავერიოთ და რამე ვუთხრათ, ჩვენც გადაგვივლის და მამას ხომ არ გავარტყამთ. თანაც, დედას უარეს დღეს დააყრის, როცა სახლში არ ვიქნებითო. მათ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ, მაინც ვერ გავამართლებ ვერც ერთს. თვითონ ვახოსაც ბევრჯერ ველაპარაკე, თან, საკმაოდ მკაცრადაც, მაგრამ ასე მითხრა, ჩემს ცოლს ასე  რომ არ მოვექცე, სულ მთლად აიწყვეტსო. ბოლოს კი დაამატა, – ძალიან გთხოვ, ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ნუ ყოფ, შენს ცოლ-შვილს მიხედე, თავზე რომ გასხედანო. რა უნდა მეთქვა, საერთოდ შევწყვიტე მასთან ურთიერთობა. რაც შეეხება ჩემს ცოლ-შვილს, ჩემს ოჯახში არავინ არავის არ აზის თავზე და არავინ ლახავს ერთმანეთის უფლებებს. მართალია, წვრილ-წვრილი პრობლემები ჩვენც გვაქვს, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ოჯახს, კამათიც მოგვსვლია, შვილებთანაც მქონია პრეტენზიები, მაგრამ, ყველაფერი მუშტის, წიხლისა და გინების გარეშე გადაწყვეტილა და მოგვარებულა.

რაც შეეხება ჩემს მეორე ბიძაშვილს, ვახოს ტყუპისცალს – კოტეს, ის სულ სხვა ტიპაჟია, ძმისგან ყველაფრით რადიკალურად განსხვავებული: მოქეიფე, დარდიმანდი, მხიარული, „ღადო“, ძმაკაცების სული და გული. ხშირად მიფიქრია, ერთი დედ-მამის გაჩენილი და გაზრდილი ძმები, თან – ტყუპები, რაღაცით მაინც როგორ არ ჰგვანან ერთმანეთს-მეთქი. კოტე ისეთი ლაღი და გახსნილი იყო ნათესავებთან, მეზობლებთან თუ მეგობრებთან, ვფიქრობდი, კიდევ კარგი, ეს მაინც არის ნორმალური და ამისი ცოლ-შვილი მაინც ცხოვრობს მშვიდად-მეთქი, მაგრამ, თურმე, არც ისე ყოფილა საქმე, როგორც მეგონა. ერთხელ მათთან მივედი ბავშვების სანახავად. კოტე სახლში არ იყო, ჩემი რძალი ნამტირალევი დამხვდა, ბავშვები კი საცოდავად აბუზულები ისხდნენ და შეშინებული თვალებით შესცქეროდნენ დედას. გული გამისკდა, ვიფიქრე, კოტეს არყოფნაში რამე უბედურება შეემთხვათ-მეთქი და რძალს ვკითხე, რა ხდებოდა. მერე ბავშვებმა მითხრეს, მამაჩემი მოვიდა მთვრალი, დედას აგინა, მერე ყველას დაგვემუქრა, ჩემი სახლიდან გაგყრით, თქვე მუქთამჭამელებოო და სადღაც წავიდა. ღამით ისევ მთვრალი მოვა, ჩხუბს დაგვიწყებს და გვეშინიაო. რა დაემართა ამ სიბერეში, გაგიჟდა-მეთქი? – ვკითხე რძალს. სიბერეში კი არა, თითქმის ყოველდღე ასეთ დღეში გვაგდებს. სადღაც გამოთვრება და მერე ცოლ-შვილს აწიოკებსო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, თავიდან მეგონა, ჩემი რძალი აბუქებდა ყველაფერს, ან რაღაცაზე წყენის გამო ტყუილს ამბობდა, მაგრამ, ბავშვებმა ისეთი რამეები მითხრეს, თმა ყალყზე დამიდგა. ხელითაც ხომ არ გეხება-მეთქი, – ვკითხე რძალს კოტეზე გაცოფებულმა. არ მეხება, მაგრამ ყოველთვის, როცა თავისი ძმისგან ბრუნდება, განსაკუთრებით აგრესიულია ჩემ მიმართ და სულ მიზეზს ეძებს, რომ მცემოს, მაგრამ მამაჩემის ეშინია და ვერ ბედავს, ისე კი, მშვიდ სიტუაციაში, ვითომ ხუმრობით, სულ მაყვედრის, რომ არ ვუცემივარ. ერთხელ ვუთხარი კიდეც, ამაზე შენი ძმა გაგულიანებს-მეთქი, რაც კატეგორიულად უარყო, მაგრამ, ზუსტად ვიცი, ასეა. ერთხელ თვითონ მითხრა ვახომ, კარგმა ქმარმა დღეში ერთხელ მაინც უნდა წამოარტყას ცოლს, რომ თავის ადგილზე დასვას. ჩემი ძმა სუსტი გამოდგა, ზედმეტად გელოლიავებათ და ყველა თავზე დაგისვათო. მე რომ ეს მითხრა, ხომ წარმოგიდგენია, თავის ძმას რას ეუბნება ჩემ წინააღმდეგო.

ისეთი გაოგნებული წამოვედი კოტეს ოჯახიდან, ჭკუაზე არ ვიყავი. მერე საშინელმა  სიბრაზემ შემიპყრო და გადავწყვიტე, ორივე ძმისთვის ჭკუა მესწავლებინა. მაშინვე წავედი ვახოსთან, ქვემოდან დავუძახე და ვუთხარი, ეზოში ჩამოდი-მეთქი. ეჭვი არაფერზე აუღია, ჩამოვიდა და მკითხა, ხომ მშვიდობაა. არ ყოფილა მშვიდობა, მაგრამ დღეიდან იქნება-მეთქი და პირდაპირ ცხვირში დავარტყი მუშტი. მაგრად ვცემე, სულ დავალურჯე, მერე წამოვაყენე და ვუთხარი: სასიამოვნო ყოფილა, არა, როცა შენზე ძლიერი გცემს? იცოდე, ეს მასაჟი ყოველდღე გექნება გამოწერილი, თუ შენს ცოლ-შვილს უბატონოდ გასცემ ხმას-მეთქი. მერე, ამ გაცეცხლებულ გულზე კოტესთან დავბრუნდი. სახლში დამხვდა ვაჟბატონი და ისევ მრისხანებას აფრქვევდა თავზე საწყალ ცოლს. ჯერ იქვე მინდოდა, მეცემა, მაგრამ, ბავშვები დავინდე, ხელი მოვკიდე, კორპუსის უკან, პატარა ეზოში გავიყვანე და იმასაც დაახლოებით იგივე დავმართე, რაც მის იდიოტ ძმას და გავაფრთხილე: ან გონზე მოხვალ და კაცურად მოექცევი შენს ცოლსა და შვილებს, ან შენს სიმამრს ვეტყვი, როგორც ეპყრობი მის შვილსა და შვილიშვილებს და, რაც მე დაგაკელი, ის შეგისრულებს-მეთქი. გულგახეთქილმა დამიწყო ხვეწნა, ოღონდ ეს არ ქნა და, რასაც მეტყვი, ყველაფერს შევასრულებო.

იმ დღის შემდეგ ჩემს ბიძაშვილებთან, რომლებთან ერთადაც გავიზარდე, აღარ მივსულვარ. მხოლოდ ჩემს რძლებსა და ბავშვებს ვეხმიანები და ვეკითხები მდგომარეობას. მათი თქმით, სიტუაცია ორივეგან გამოსწორებულია, მაგრამ, მე იმ კაცის კაცობა შევარცხვინე, რომელიც მხოლოდ ვიღაცის შიშით არ სცემს და არ აგინებს ცოლ-შვილს.

მერაბი, 43 წლის

скачать dle 11.3