კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უჩივლა ნიუ-იორკის სასამართლოში ფოტოგრაფმა ალბერტ უოტსონმა მხატვარ დევიდ დათუნას

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელსაც გავლენიანი ამერიკული გამოცემები და საინფორმაციო სააგენტოები („Businessweek”, „CNN”, „Yahoo”, „Bloomberg”) მსოფლიო ხელოვნებაში დაწყებულ „ახალ არტ-ომად” მოიხსენიებენ. ცნობილმა ფოტოგრაფმა ალბერტ უოტსონმა შეიტანა სარჩელი ნიუ-იორკის სასამართლოში, წარმოშობით თბილისელი და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები კონცეპტუალისტი მხატვრის, დევიდ დათუნას წინააღმდეგ. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, უოტსონი საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს დათუნას და თავის მიერ გადაღებული სტივ ჯობსის ცნობილი ფოტოს უკანონოდ გამოყენებაში სდებს ბრალს. დევიდ დათუნამ ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის, აინ რენდის მცირე ზომის პორტრეტებიდან სტივ ჯობსის პორტრეტის ინსტალაცია ააწყო ოპტიკური ლინზების გამოყენებით, რომელიც 2011 წელს მაიამიში 210 ათას დოლარად გაიყიდა. საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით, დევიდ დათუნას ნიუ-იორკში დავუკავშირდით:

 

დევიდ დათუნა: „ჩემი, როგორც ხელოვანის მიზანია, შევქმნა ხელოვნების ნიმუში, რომელიც წაახალისებს ადამიანებს, ახალი თვალით შეხედონ გამოსახულებებს ან ადამიანს, რომლებსაც იცნობენ და იკვლევენ. ამ შემთხვევაში, ციფრული ერის უდიდესი გამომგონებლის, სტივ ჯობსის პორტრეტის აწყობა ლიბერტანელი ავტორის – აინ რენდის მცირე ზომის პორტრეტების გამოყენებით, სრულიად ახალი სიტყვაა თანამედროვე ხელოვნებაში. ჯობსის პორტრეტი არ გახლავთ მხოლოდ ჯობსის პორტრეტი, ეს არის თანამედროვე მსოფლიო სახე სტივ ჯობსის გამოსახულებით. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ალბერტ უოტსონი არ გახლავთ ფოტოს ორიგინალური იდეის ავტორი – სტივ ჯობსის მსგავსი ხასიათის, იმავე კონცეფციის ფოტო 1984 წელს გამოქვეყნდა და მას სულ სხვა ავტორი ჰყავს. აქედან გამომდინარე, ალბერტ უოტსონის ბრალდება უსაფუძვლოდ მიმაჩნია და გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ”.

დევიდ დათუნას ცნობით, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე ხნის წინ, მსგავსი საქმის განხილვის დროს, მხატვარ რიჩარდ პრინსის მხარი დაიჭირა და გაამართლა. პრინსმა ფოტოგრაფ პატრიკ კერიუს ფოტოალბომიდან „დიახ, რასტა” რასტაფარების ფოტოები გამოიყენა სრულიად ახალი მხატვრული ნამუშევრების შექმნის მიზნით, რომლებიც შემდგომში 10 მილიონ დოლარად გაყიდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრინსმა სრულიად ახალი, ორიგინალური ნიმუშები შექმნა და ფოტოგრაფის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, დევიდ დათუნა დარწმუნებულია, რომ ალბერტ უოტსონის სარჩელი არ დაკმაყოფილდება და მას მოუწევს დათუნას მიერ დაქირავებული ადვოკატების ხარჯების ანაზღაურება, თანხა კი საკმაოდ სოლიდურია – დაახლოებით 100-150 ათასი დოლარი. 

თბილისში დაბადებული და გაზრდილი დევიდ დათუნა თავის შემოქმედებას „ახალ მიმდინარეობას“ უწოდებს არტ-მიმართულების ხელოვნებაში. იგი ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად ითვლება მსოფლიოში. მის მიერ შექმნილი ოპტიკური ინსტალაციები: „პუტინი – მონა ლიზა” – 2011 წელს 269 ათას დოლარად, „ვოდიანოვა – მილიონების სიყვარული” კი 2012 წელს 600 ათას ევროდ გაიყიდა. 

აღსანიშნავია, რომ ალბერტ უოტსონი ფოტოსამყაროში ცნობილი პიროვნებაა. იგი ძირითადად პოპულარული ადამიანების პორტრეტებზე მუშაობს; არის ჟურნალ „ვოგის” 200-მდე გარეკანის ფოტოს ავტორი. უოტსონი ყველა დროის 20 ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფის სიაშია. 

скачать dle 11.3