კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა მოახდინა სამხრეთ აფრიკის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ ცნობილ ჰომოსექსუალებზე და როგორ გახდა ის კომიქსების გმირი

სამხრეთ აფრიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტსა და აპარტეიდის რეჟიმთან ყველაზე ცნობილი მებრძოლს – ლეგენდარულ ნელსონ მანდელას 2013 წლის ივლისში 95 წელი შეუსრულდება და აფრიკის ამ სახელმწიფოში დიდი ზეიმისთვის მზადება მიმდინარეობს. ნელსონ მანდელა – ადამიანი, რომელმაც 27 წელი გაატარა ციხეში, გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში და საკულტო ფიგურა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში.

 

* ნელსონ მანდელა დინასტია ტემბუს წარმომადგენელია. ის 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა სოფელ მვეზოში, ქალაქ უმტატისთან ახლოს. მისი დიდი ბაბუა მამის მხრიდან ტემბუს დინასტიის უფროსი იყო. მანდელას მამას ჰყავდა ოთხი ცოლი და 12 შვილი. ნელსონი მესამე ცოლისგან შეეძინა და თავდაპირველად, მამამ მას ჰოლილალი დაარქვა, თუმცა, მოგვიანებით, სკოლაში წასულ მანდელას ინგლისური ენის  მასწავლებელმა ნელსონი უწოდა. ბავშვობაში ნელსონი გატაცებული იყო სირბილით და კრივით. შემდეგ ფორტ-ჰერის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ნელსონის თქმით, მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მაჰათმა განდიმ, რომელსაც თავის მასწავლებლად მიიჩნევს.

* ნელსონ მანდელა ყმაწვილობაში ღორებს იპარავდა. ამ ფაქტის შესახებ მან „ოსკარის”, „საუკეთესო უცხოური ფილმის” ნომინაციაში გამარჯვებულ სამხრეთაფრიკულ ფილმ „ცოცის” შემქმნელებს უამბო. სამხრეთ აფრიკაში გადაღებული ფილმის მთავარი გმირი, პატარა განგსტერია და მანდელამ საკუთარი თავი დაინახა მასში. ისიც მასავით ძირითადად ქუჩაში ატარებდა დროს და წვრილმან ხულიგნობებსა და ძარცვას სჩადიოდა. მანდელამ გაიხსენა, რომ ის და მისი მეგობრები მეზობლებს ღორებს ჰპარავდნენ, კლავდნენ და შემდეგ ხორცს ცეცხლზე წვავდნენ. „ღორები თავისი ფეხით მოდიოდნენ ჩვენამდე, რადგან მოხარშული ლუდისგან დარჩენილ ნალექს ვასხამდით მიწაზე, რომელიც ღორებს ძალიან უყვართ და ისინი სუნზე პირდაპირ ჩვენთან მოდიოდნენ,“ – იხსენებდა მანდელა. მისი თქმით, ყველა მსოფლიო ლიდერს ბავშვობაში ჩადენილი აქვს მცირე მაგრამ, მაინც დანაშაული. მოგვიანებით, ყველამ კარგი საქმის კეთებით უნდა გამოისყიდოს ეს დანაშაულებანი.

*  ნელსონ მანდელამ საკმაოდ დიდი უბედურება გადაიტანა შვილებთან დაკავშირებით. მისი უფროსი ვაჟი, მაკგახო მანდელა 2005 წელს, 54 წლის ასაკში „შიდსის” ვირუსით გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი – ტემბელე მანდელა ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ მის დაკრძალვას ნელსონი არ დასწრებია, რადგან იმ პერიოდში ციხეში იჯდა და მთავრობამ უფლება არ მისცა, დაკრძალვას დასწრებოდა. მანდელას სამი ქალიშვილი ჰყავს დარჩენილი პირველი ორი ქორწინებიდან.  მანდელას ამჟამინდელი, რიგით მესამე  მეუღლე, გრასა მაშელი იმით არის გამორჩეული, რომ ის ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც ორი ქვეყნის პირველი ლედი იყო. გრასას პირველი ქმარი, მოზამბიკის პრეზიდენტი, სამორ მოიზეს მაშელი გახლდათ. 

* სამხრეთ აფრიკის მთავრობის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ველური კურდღლები ანადგურებენ კუნძულ რობენს, სადაც ნელსონ მანდელამ თავის 28-წლიანი პატიმრობის დიდი ნაწილი გაატარა. კურდღლები ანადგურებენ კუნძულის ფლორას და ფაუნას. თხრიან გვირაბებს და აზიანებენ იმ ციხის ფუნდამენტს, სადაც მანდელა იჯდა. 1997 წლიდან კუნძულ რობენზე განთავსებული ციხე მუზეუმად გადაკეთდა და „იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. ყოველწლიურად კუნძულს ათასობით ტურისტი სტუმრობს. სამხრეთ აფრიკის კულტურის მინისტრი, ლულუ კსინგვანუ კურდღლების საკითხის გატანას ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავს.

*  მანდელას არანორმალურმა პოპულარობამ მსოფლიო მასშტაბით, მის ადვოკატებს საფიქრალი გაუჩინა. უამრავი იურიდიული და ფიზიკური პირი იყენებს მანდელას სახელს ფირმის დასახელებაში ან სარეკლამო აქციაში. ამის გამო, მანდელას იურისტებმა გადაწყვიტეს, „მანდელა” სავაჭრო ნიშნად აქციონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ დააპატენტონ მანდელას სატომო სახელი – „როლიხლალა” (მანდელა სამხრეთაფრიკული ტომის, კოსას წარმომადგენელია) და პატიმრობის პერიოდში მისი პირადი ნომერი – 46664. მარტო სამხრეთ აფრიკაში საქმიანობს დახლოებით 200 კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფირმის სახელწოდებაში სიტყვას „მანდელა” იყენებს. ნელსონ მანდელას იურისტები გეგმავენ, რომ საგრძნობლად გაიზრდება ფინანსური შემოწირულობების რაოდენობა ყოფილი პრეზიდენტის საქველმოქმედო ფონდში, მას შემდეგ, რაც „მანდელა” საფირმო სავაჭრო ნიშნად გადაიქცევა.

*  2009 წელს ლონდონში გაიხსნა გამოფენა, რომელიც მათ მიეძღვნათ, ვინც თანამედროვე ცნობილ ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებზე იქონია გავლენა. გამოფენის ავტორები იყვნენ: მომღერალი – ელტონ ჯონი, მსახიობი – იან მაკკელანი, ჩოგბურთელი – ბილი ჯინ კინგი, მედიამაგნატი და ლორდი – ვაჰიდ ალი, მწერალი – ალან ჰოლინგჰერსტი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კულტურის მინისტრი, ლორდი – კრის სმიტი. სექსუალური უმცირესობის ცნობილმა წარმომადგენლებმა იმ ადამიანების ფოტოები გამოფინეს, რომლებმაც მათი აზრით დიდი წვლილი შეიტანეს მათი პიროვნებად ჩამოყალიბებაში და გავლენა იქონიეს მათი ცხოვრების არსზე. ყველასთვის მოულოდნელად, მარტინა ნავრატილოვას, პეტრე ჩაიკოვსკის, ამერიკელი გეი-პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის მხარდამხარ, „გეი-კერპებად” წარმოდგენილნი იყვნენ – ნელსონ მანდელა, ლედი დიანა და ვიოლონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი. თუ რა სახის გავლენა იქონია ჰეტეროსექსუალმა ნელსონ მანდელამ ელტონ ჯონისა და იან მაკკელანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე გამოფენის სტუმრებისთვის უცნობი დარჩა. 

*  ნელსონ მანდელა კომიქსების გმირი გახდა. სამხრეთაფრიკულმა გამომცემლობამ დაიწყო ნელსონ მანდელას ცხოვრებაზე აგებული კომიქსების გამოცემა, სადაც მანდელა ბოროტებასა და უსამართლობასთან მებრძოლ რაინდად არის გამოსახული. კომიქსების პირველი ხუთი ნაწილი მილიონნახევრიანი ტირაჟით დაიბეჭდა და სკოლებში უსასყიდლოდ დარიგდა. კომიქსების გამოცემით იდეის ავტორები აპირებენ, ბავშვებს ადრეული ასაკიდან გააცნონ ნელსონ მანდელას ფენომენის შესახებ. ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის 14 პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარია, კომიქსები დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

*   ჰოლივუდელი ლამაზმანი და წარმოშობით სამხრეთაფრიკელი შარლიზ ტერონი, რამდენიმე წლის წინ, არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ვარსკვლავმა აუქციონის სახით ნელსონ მანდელასთან შეხვედრის ორგანიზება გაყიდა და აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტის შესახებ არც თვითონ მანდელამ და არც მისმა წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ. „მანდელასთან შეხვედრის წინ, მსურველმა რთული ბიუროკრატული პროცედურები უნდა გაიაროს, გარდა ამისა, მანდელას წარმომადგენლები არ იყვნენ გაფრთხილებული, რომ ქალბატონი ტერონი მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავდა,” – განაცხადა „მანდელა ფაუნდეიშენის” ხელმძღვანელმა, აჰმეტ დენგორმა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის გაყიდვის ინიციატორები საღამოს ორგანიზატორები იყვნენ, შარლიზ ტერონი არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას და მზად არის დაუბრუნოს გადახდილი თანხა ინკოგნიტო მსურველს, რომელმაც რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დახარჯა მანდელასთან შეხვედრისთვის. საინტერესოა, რომ მსგავსი აუქციონი 2007 წელს ინტერნეტ-მაღაზია „იბეიზეც” იმართებოდა და მაშინ ლოტის – „სადილი მანდელასთან” დაწყებითი ფასი 17 ათასი დოლარი იყო. 

* 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რამდენიმე ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი აშენდა. ერთ-ერთ ასეთ სტადიონს, რომელიც ქალაქ-პორტელიზაბეტში აშენდა, ნელსონ მანდელას პატივსაცემად „ნელსონ მანდელა ბეი” ეწოდა. სამიარუსიანი სტადიონი 48 ათას მაყურებელზეა გათვლილი. გარდა მოედნისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურისა, არქიტექტორებმა და მშენებლებმა სპეციალური ტერასა ააგეს, რომლის საშუალებით, გულშემატკივრები სტადიონიდან პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე გადიან. 

*  2009 წლის დეკემბერში მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოვიდა კლინტ ისტვუდის ახალი ფილმი, რომელიც ნელსონ მანდელას ცხოვრების იმ ეპიზოდებს ეხება, როცა ის ციხიდან გამოვიდა და გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში. ფილმში მთავარ როლებს მორგან ფრიმენი და მეთ დეიმონი ასრულებენ. ფილმის გადაღებების დაწყებამდე, მორგან ფრიმენი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა ნელსონ მანდელას, რათა უკეთ გაეცნო ადამიანი, რომელიც მას ეკრანზე უნდა განესახიერებინა.  

скачать dle 11.3