კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აურზაური სალხინეთში“

„გამშველებელს მეტი მოხვდა, რაც მართალია“

ავად თუ კარგად, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციაც გადავაგორეთ და ამ აქციის მოწინააღმდეგეთა აქციაც. თუმცა, სავარაუდოდ, შედეგებს (როგორც დადებითს, ისე უარყოფითს) დრო გამოაჩენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვეულებისამებრ, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო (ისევე, როგორც ქცევისა და გამოხატვის ფორმები). ნაწილმა გაამართლა აგრესია, ნაწილმა – დაგმო; ზოგი პოლიციას აკისრებს პასუხისმგებლობას, ზოგი – საერთოდაც, პრემიერ-მინისტრს.

მაგალითად, ქ-ნ თაქთაქიშვილს გული უწუხს, რაკი საკუთარი ერის თალიბანიზაციას ადევნებს თვალს; ბ-ნი ბოკერიასთვის ეს სამარცხვინო დღეა, მისი მეუღლე კი მოძალადე სასულიერო პირების დაკავებას ითხოვს. უფრო შორს მიდის ქ-ნი ჩაფიძე – თავს იმ უმცირესობის წარმომადგენლად მიიჩნევს, რომლებიც 17 მაისს დაარბიეს. იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ორივე მხარეს ჰქონდა (ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ გამოხატვის ფორმებში მოვიკოჭლებთ); არასამთავრობოების ნაწილი კი შსს-ს აკრიტიკებს (ვერ უზრუნველყო პროტესტის მონაწილეთა უსაფრთხოებაო).

ერთი სიტყვით, დიდი აურზაურია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამომდე პოლიცია, ძირითადად, საპროტესტო აქციების მონაწილეების (განურჩევლად სქესისა ეთნიკური წარმოშობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა) მისიკვდილებით იყო დაკავებული, აწ კი როლები შეცვლილია (ძირითადად, პოლიციელები ზარალდებიან), მე რომ მკითხოთ, პროგრესი აშკარაა.

ოღონდ, თუ ამას სამართალდამცველებისადმი არასამთავრობოების კრიტიკას დავუმატებთ („ჭრელი პეპელას“ სტილში: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“), იქნებ, ჩამოვყალიბებულიყავით, ბოლოს და ბოლოს, რა გვირჩევნია – როდესაც პოლიციელი დემონსტრანტს ურტყამს თუ როდესაც მის შეკავებას ცდილობს?!

скачать dle 11.3