კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღრუბელ-ღრუბელ

ანუ, ის აფრენს…

რაკი ფანტაზია უსაზღვროა (ან, იქნებ, სულ სხვა, ამაღლებულ თუ პროზაულ მიზეზთა გამო), გაირკვა, რომ ამიერიდან და სამარადჟამოდ რფ-ის პრ. ვლადიმირ პუტინი ვერტმფრენით იმგზავრებს (ანუ, სწორ მიწაზე საპრეზიდენტო კორტეჟით გადაადგილების ნაცვლად, იფრენს).

როგორც შევიტყვეთ, კრემლში არათუ უკვე მომზადებულია სპეციალური მოედანი, მასზე კიდეც გამოსცადეს აფრენა-დაფრენის სხვადასხვა რეჟიმი. სპეციალისტებს ყველა ნიუანსი გაუთვალისწინებიათ, რომ ხშირმა გაფრენებმა კრემლის ისტორიული შენობები არ დააზიანოს. .

თურმე, აქამომდე რფ-ის საპრეზიდენტო ვერტმფრენი ივანოვის მოედანზე ჯდებოდა, რაც ივანე დიდის სამრეკლოს აზიანებდაო. ამჯერად კი ასაფრენი მოედანი ტაინიცკის ბაღში განუთავსებიათ.

პრ. პუტინსა და პრ.-მინისტრ მედვედევს ვერტმფრენებით გადაადგილების გადაწყვეტილება მოქალაქეების საკეთილდღეოდ მიუღიათ: ჩვენ თუკი ვიფრენთ, დედამიწას, სახელდობრ, რფ-ის დედაქალაქს, კორტეჟის მიერ შექმნილი საცობები აღარ შეაწუხებსო. .

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მას, თუ მათი ჩვენსას პერმანენტულად ჰბაძავდა, შეიძლება, ითქვას, გაგვიმართლა, რაკი ჩვენსას ვადა ოქტომბრის ბოლომდე დარჩა.

скачать dle 11.3