კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

შიგნით – ატლასი, გარეთ – ათასი

„წამოდი, ერთად ვიაროთ…“

ისე მოხდა, რომ ჩვენს პირველ პირს გარეთ უფრო ბევრი მსმენელი ჰყავს, ვიდრე – შიგნით. . მეტიც, გარეთ უფრო მეტ კომპლიმენტს იმსახურებს, ვიდრე – შიგნით (სულ ბოლოს ბ-ნი ბაიდენისგან ქართველი ჯორჯ ვაშინგტონის სტატუსიც კი ებოძა).

შესაბამისად, ამ თუ სხვა მიზეზთა გამო, თითქმის მთელი გასული კვირა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოკეანის გაღმა გაატარა (ამიტომაც, ოდენ შორიდან თუ შემოგვაშველებდა ხოლმე ხმას). მეორე მხრივ, მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის ვიზიტების ხარჯვითი ნაწილით დაინტერესდა (ეს უკანასკნელი კვლავაც მოფარებულშია დაინტერესებული თვალისგან).

ასეა თუ ისე, ხალხის რჩეულმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის ხარჯების გასაჯაროება მოითხოვა; საპასუხოდ, ასევე ხალხის რჩეულმა ირმა ნადირაშვილმა რჩევა შეაგება – პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა მთავრობას, ჩემთან ერთად იარეთო („წამოდი, ერთად ვიაროთ, ქვეყანა შემოვიაროთ“).

თუ გაითვალისწინებთ, რომ საპრეზიდენტო ვიზიტების ხარჯების გასაჯაროების მოთხოვნის მოტივია, შევიტყოთ, ადეკვატურია თუ არა დახარჯული თანხა, ქ-ნი ნადირაშვილის რჩევა-პასუხი, სავარაუდოდ, შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ერთად ვიაროთ, ანუ, ერთად დავხარჯოთო. .

ესე იგი, შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო?! 

скачать dle 11.3