კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბრუნება

ანუ, უარყოფილი

თუმცა არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრია, სხდომებს არც არასდროს სწყალობდა (ალბათ, უფრო დიდ-დიდი საქმეებით იყო დაკავებული).  შესაბამისად, გამონაკლისს ვერც ახლა დაუშვებდა. არც დაუშვა და ბ-ნი გივი თარგამაძე პარლამენტის სხდომებზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ოდენ გასულ კვირას ამობრწყინდა. 

ამობრწყინდა და „ნდობის ჯგუფში“ გაწევრიანებაც მოითხოვა (უმცირესობის კვოტით), მაგრამ, უარი სტკიცეს . ბ-ნი თარგამაძე დარწმუნებულია (მომყავს ციტატა): „რამე ხელშესახები არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ვიყო მე ჯგუფის წევრი, უმრავლესობას არ გააჩნია, მით უმეტეს, ეს მათი საქმე არაა, რადგან, უმცირესობის კვოტაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქმე გვაქვს უბრალოდ ახირებასთან.“

ახირების მიზეზად კი სიყვარულის დეფიციტს ასახელებს: „მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერ-მინისტრს.“ ოღონდ, უარყოფილს გულს ის უმაგრებს, რომ ეს გრძნობა ორმხრივია („არც მე მიყვარს ისინი“).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2004 წლის მოწვევის პარლამენტში დავით გამყრელიძე, როგორც უმცირესობის წარმომადგენელი, „ნაცმოძრაობამ“ „ნდობის ჯგუფში“ არ შეიყვანა (არასანდოობის მოტივით), უმრავლესოელ ბ-ნ გივის კი კოლეგა უმცირესოელის უფლებების დასაცავად ზემომოყვანილი არგუმენტების მოხმობა არც გახსენებია, ვფიქრობ, სავსებით ლოგიკურად მიუღია უარი (პრინციპით: უმრავლესობა, უმრავლესობაზე ნაკლები კოჰაბიტაციამ შეჭამაო) და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უპასუხო სიყვარული არაფერ შუაშია . 

скачать dle 11.3