კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაებუტა ჩინელ ბიჭს ქართველი საცოლე

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს. როგორც იქნა, ბინა ვიპოვე, მაგრამ, მგონი, ლამზირას ნათესავებს არ მოსწონთ.

დედა, როგორც იცი, მთელი  ჩემი დანაზოგით ბეჭედი ვიყიდე ქორწილისთვის და ბინის საქირავებლად ბევრი  ფული არ მრჩება. აქვე, ჩემს უბანში, ცოტა მაღლა, მახათას მთის ძირში, ვიპოვე კარგი სახლი: ერთი ოთახია, დგას საწოლი, კარადა, მაგიდა ორი სკამით და კედელზე  ტელევიზორია დაკიდებული, კიდევ ბევრ რამეს დადგამდა დიასახლისი, ისეთი კარგი  ქალი ჩანს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოთახში, რაც ჩამოგითვალე,  იმის გარდა არაფერი ეტევა; ზუსტად ორი ადამიანი დაეტევა  საწოლზეც და მაგიდასთანაც. თვეში 70 ლარად მოვურიგდი დიასახლისს. ვიცი, რომ ძვირია, მაგრამ, ჩემი ლამზირას გამო ყველაფერს  ვაკეთებ. ძალიან მიხარია,  ცალკე რომ გადავალთ, ცოტა ფართოდ მაინც ვიცხოვრებ.

ვიშოვე სახლი და იმ დღესვე ლამზირას შევატყობინე, საღამოს  კი მისი ნათესავების დელეგაცია მოვიდა სახლის სანახავად. რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვერ დაეტია ოთახში, თითო-თითოდ შემოდიოდნენ და ათვალიერებდნენ. გარეთ გასულები ერთად დგებოდნენ ეზოში და რაღაცას უკმაყოფილოდ ჩურჩულებდნენ. ნათესავები გავისტუმრე და მეორე დღეს თვითონ ლამზირა მოვიყვანე სახლის სანახავად. ცოტა ხანს დადგა ოთახში და თქვა, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს ამ ოთახშიო. ასე რატომ თქვა, არ ვიცი, დედა, ერთი თაგვი კი არა, ორი თაგვიც მოიქნევს კუდს. მერე წამოვედით და მთელი გზა გაბუტული იყო – ალბათ, იმიტომ, რომ კარადაში ჩემი ტანსაცმელი მის დაუკითხავად დავკიდე. სახლამდე მივაცილე და მითხრა, საღამოს ამოვალ და სტუმრების სია დავწეროთო. მე ძალიან გამიხარდა, რომ შევრიგდით და ჩემს ცოლობაზე უარი არ თქვა. 

საღამოს ლამზირა ამოვიდა  და სტუმრების სიის დაწერას  შევუდექით. მე ვუთხარი ვისი დაპატიჟებაც მინდოდა ქორწილში და სულ 18 კაცი გამოვიდა: ჩვენი  დიასახლისი ნანა, კობა, კობას  ძმაკაცი ვართანა და ვინც ერთად ვცხოვრობდით ძველ სახლში, ყველა ჩინელი.

ლამზირამ უკვე დაწერილი სია მოიტანა, ამიტომ, დიდი დრო არ დაგვჭირვებია. თავისი სია მომაწოდა და ოფლმა  დამასხა – ერთი რვეული თითქმის  ბოლომდე იყო სავსე, სამას  ოცდაათი კაცი ეწერა იმ სიაში. მე ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. ასე მითხრა, ჩემი ნათესავები და პატივცემული ხალხიაო. ერთ-ერთს თითი დავადე და ვკითხე – მაგალითად, ეს ვინ არის-მეთქი. მითხრა, ჭიათურაში მაღაზიის მეპატრონეა, პატარა კაცი კი არ არისო. მე ვუთხარი, თქვენი რა არის-მეთქი და – არაფერიო. გავგიჟდი კინაღამ. მერე სხვას დავადე თითი და ვკითხე, ეს ვინ  არის-მეთქი, დედაჩემის მამიდაშვილის შვილი და ამის ძმიშვილი ერთად  იწვნენ საავადმყოფოში, ჟურნალისტია, ტელევიზორში გამოდის ხოლმეო. მერე ჩვენს ქორწილში რა უნდა-მეთქი, და კინაღამ გაგიჟდა – აბა, ვინ უნდა დავპატიჟო, გამოსაჩენი და პატივცემული ხალხი ეგენი არიანო. ვერაფერი ვერ გავიგე, დედა, თურმე, საქართველოში შეიძლება ქორწილის სტუმრების ნახევარზე მეტს საერთოდ არ იცნობდეს არც  სიძე და არც პატარძალი.

კიდევ დიდხანს ვათვალიერებდი  ხალხს. დედა, ვერ ვხვდები, ამდენი ახლობელი და ნათესავი თუ ჰყავს ლამზირას, რატომ ცხოვრობენ ასეთ გაჭირვებაში, ან ლამზირა რატომ მუშაობს  ბაზრობაზე. როგორ დავიჯერო, რომ სამასი კაციდან არც ერთს არ შეუძლია, დაეხმაროს და ნორმალური სამსახური აშოვნინოს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტიც აქვს?! ჰო, დედა, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გითხრა: ლამზირას ცოლად მოყვანის შემდეგ მე უკვე საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე გავხდები და ძალიან მიხარია – ათასი რამის გაკეთება შეიძლება აქ. 

დედა, მერე კიდევ მოგწერ. ჯერჯერობით კი ეს არის სულ. მომიკითხე ყველა.


გკოცნით თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3