კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გააბა „ხაფანგში“ ამნისტირებულმა გუჯაიამ „ჭრელგალსტუკიანი“ „რიჟა რუსი“

– მწყალობს ბედი, მწყალობს უფალი! ღმერთო, შენს სამართალს ვენაცვალე! – აღაპყრო ხელები ცისკენ, მის ზურგს უკან ციხის მძიმე რკინის კარმა რომ გაიჯახუნა, – სვაბოდა, სიმოონ! სვაბოდაზე ვარ! გეეხარდებიენ ჩემებს, სიმონ, აპა, რა იქნება, ასე მოულოდნელად რო დამინახავენ იქანა? – სახში, სიმონ... ბიძინაა, შენ შემოგევლე და ეკა ბესელიაა... დაიკო ხარ, ჩემი, აპა, რა!

მოკლედ, გუჯაია გარეთაა, აღარაა პატიმარი. 

გარეთ არავინ დახვედრია გუჯას – არავინ ელოდა, თუ ასე მალე მოხდებოდა ეს ამბავი.

ჩქარა, ქუთაისში! ჩქარა... ჩქარა... ჩქარა!!!

...მატარებელში ხალვათობაა.

კუპეში მხოლოდ ერთი მგზავრი დახვდა – „რიჟა“ რუსი.

– გევეცნოთ ახლა ერთიმეორეს, – ძეხვი რომ წვრილად დაჭრა, შეეპატიჟა თანამგზავრს ყოფილი პატიმარი.

– ივანოვ... გენაძიიი – წააგრძელა თანამგზავრმა.

– „ა ია ოჩენ ხაროში... ეტა... ინჟინერ სტროიწელ გუდჟა“.

– „ოჩენ პრიატნო“... – ხელი ჩამოართვა კაცმა.

დაბალ-დაბალ, რიჟა კაცს საქართველოში მიუღებელი, ჭრელა-ჭრულა ჰალსტუხი ეკეთა და გუჯას თვალები აემღვრა.

„თაგვის ხაფანგში გაბმა მხოლოდ თაგვთა ხვედრია“, – გაიფიქრა გუჯამ და ჭიქები მოამზადა.

– „ნუ, დავაი, ვიპიმ, მოი დრუგ“...

– კართულად ილაპარაკე, – თქვა რუსმა, – მე მესმის... მიკვარს საქართველო.

– კაი, კაცო... რა ხელობის კაცი ხარ? – სპეციალურად ნაყიდი კონიაკი ჩამოასხა გუჯამ ცელოფნის ჭიქებში.

– „დოლგაია ისტორია... ია ბიზნესმენ“...

ჯერ ორი ჭიქა... მერე – ოთხი ჭიქა, კიდევ ექვსი ჭიქა...

გუჯამ მეორე ბოთლი ამოიღო (არ თვრება რუსი).

– „ზა სპრავედლივოსტ“ ამ ქვეყანაზე! – თქვა „მასპინძელმა“ და ვახტანგური დალიეს.

მოითენთნენ. ძილმა იმძლავრა... მატარებელიც ისე უნანავებდათ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და წაეძინათ.

ხაშურში გამოეღვიძა გუჯას. თანამგზავრს ღრმად ეძინა, მაგრამ, მატარებლის ბორბლების კაკუნმა გამოაღვიძა.

– გუდჟა... – გაუხარდა ამის დანახვა... – „გუდჟა... დავაი, ეშჩო ვიპიმ“.

„ამას დავათრობ... დავათრობ, აბა, რას ვიზამ... მერე დაეძინება და... ბევრი ფული აქვს მაგას, ბევრი ფული... ეეე, დაგაძინებ და მერე მე ვიცი, გუჯაიას რუსო!“ 

რუსი უკლებლივ სვამდა შეთავაზებულ სადღეგრძელოებს და მასპინძელს აშკარად სჯობდა.

... ქუთაისს რომ მიაკივლა მატარებელმა, გუჯას მაშინ გაეღვიძა.

თანამგზავრი არსად ჩანდა. 

აღარც ბოლო 20-ლარიანი ედო ჯიბეში.

„მაჯობა“, – უნდოდა ეთქვა გუნებაში, მაგრამ, გადაიფიქრა, ირიბად გადააფურთხა და ნაღვლიანი ღიმილით ხმამაღლა თქვა: ეეჰ, დავბერდი!!!

скачать dle 11.3