კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ცნობილი... ცხენები

კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანებთან ერთად, ცხენის სახელიც შესულა. ალექსანდრე მაკედონელის ძალა მარტო ფალანგაში არ ყოფილა. ისტორიაში პირველად, ალექსანდრემ შეძლო შეექმნა ცხენოსანთა გვარდია – ჰეტაირები. დიდი მხედართმთავრის ერთგული თანამებრძოლი და შთაგონების წყარო ყოველთვის იყო მისი ცხენი – ბუცეფალი.

ბუცეფალმა თავისი პატრონი ცხრაჯერ იხსნა რეალური სიკვდილისგან. ინდოეთის ლაშქრობისას მოკლულ ბუცეფალს ალექსანდრემ გრანდიოზული დაკრძალვა მოუწყო და ცხენის დაღუპვის ადგილას, მისივე სახელობის ქალაქის აშენება ბრძანა. სხვათა შორის, ეს ქალაქი დღესაც არსებობს შეცვლილი სახელწოდებით – ჯალ-ალჰური.

* ცნობილი ცხენია, ასევე, კალიგულას საყვარელი ოთხფეხი – ინციტატი. ღია ნაცრისფერი შეფერილობის ჯიშიანი ბედაური წარმოშობით ესპანეთიდან იყო. კალიგულას ისე უყვარდა ცხენი, რომ მარმარილოს საჯინიბო აუშენა და სპილოს ძვლის მოოქრული სვეტებით მორთო. მალე კალიგულამ ცხენს, საერთოდ, სასახლეში მიუჩინა ბინა, რომის მოქალაქის საპატიო ტიტული უბოძა და წვეულებებზე სტუმრებს მასთან ერთად იღებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კალიგულამ ცხენი სენატორად აქცია. რომაელი ისტორიკოსი სვეტანი წერდა, კიდევ კარგი, დროზე მოკლეს კალიგულა, თორემ ინციტატს რომის კონსულად გახდიდაო.

* კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ზომის ცხენად მიჩნეულია სუფთა სისხლის ბელგიური ბედაური – ბრუკლინ სუპრიმი. ის 1928 წელს ამერიკაში, აიოვას შტატში დაიბადა. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 98 სანტიმეტრი იყო. მკერდის გარშემოწერილობა – 259 სანტიმეტრი. იწონიდა 1 451 კილოგრამს. ცხენი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3