კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა ფერის არსებობს ინგლისური ბულდოგი? მის შესახებ ასევე მაინტერესებს მცირე ინფორმაცია, რადგან დიდი სურვილი მაქვს, შევიძინო.

პასუხი: ინგლისური ბულდოგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და რუხისა.  მისი წარმომავლობა დიდი ბრიტანეთიდან მოდის. არის ძალიან გონიერი, კეთილგანწყობილი, მამაცი ეგზოტიკური ექსტერიერით. გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ ჯიუტია. მას გრილი კლიმატი სჭირდება. ახასიათებს ღამით ხვრინვა და პირის სისველე. ინგლისური ბულდოგის სიმაღლე მინდაოში დაახლოებით 40 სანტიმეტრია. რაც შეეხება წონას, ხვადი 25 კილოგრამი, ხოლო ძუ – 23 კილოგრამია. ინგლისური ბულდოგის შეძენისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მშობლებისა და ლეკვის ჯანმრთელობას. ეს უნიკალური ძაღლი გაცილებით მეტ ყურადღებასა და მოვლას ითხოვს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები. ამიტომ, სანამ მას შეიძენთ, აუცილებლად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა სათანადოდ მის მოვლას.

კითხვა: რა უნდა გავაკეთო უპირველესად, თუ ჩემი ძაღლი სხვამ დაკბინა, განსაკუთრებით ქუჩის ძაღლმა.

პასუხი: ცხოველის დაკბენის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ის ვეტერინართან, რადგან ერთი დღე-ღამის შემდეგ, ჩირქოვანი პროცესი ძალიან ღრმად მიდის და ძაღლის მდგომარეობა უარესდება. იწყება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით და შეიძლება ცხოველის სიკვდილით დამთავრდეს, ან ქრონიკული სახე მიიღოს. მიიყვანთ რა თქვენს ცხოველს ვეტერინართან, ის შეაფასებს მის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხს და ნაკბენების რაოდენობას. ჩაატარებს ნაკბენი ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას, შეაჩერებს სისხლდენას და სიცოცხლისათვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში, ქირურგიულ ოპერაციას დანიშნავს, ისევე როგორც პოსტოპერაციულ მკურნალობას. 

კითხვა: რა პერიოდში სჭირდება ლეკვს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება?

პასუხი: გახსოვდეთ, რომ ლეკვს ყურადღების მიქცევა მუდმივად სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით – 4-დან 6-თვის ასაკში. ამ პერიოდში ის კბილების ცვლას იწყებს. სამედიცინო თვალსაზრისით კი კბილების ცვლა ერთ-ერთი რთული რამ არის ორგანიზმისთვის. ამ პერიოდში ლეკვს ყველაზე ბევრი ვიტამინის დანამატი უნდა მისცეთ, რადგან იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება. თუ ძაღლს ამ დროს უყურადღებოდ დატოვებთ. შეიძლება, ძალიან ბევრი დაავადება შეეყაროს, ვიტამინების დანამატით კი, პროცესის გადატანას საგრძნობლად გაუადვილებთ. 

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რამდენ ხანში ერთხელ აქვს ძუ ძაღლს ციკლი?

პასუხი: საორიენტაციოდ, ძუ ძაღლებს ციკლი წელიწადში ორჯერ აქვთ. არის შემთხვევა, როცა 8 თვეში ერთხელაც ფიქსირდება. ციკლის დაწყებისთანავე, ძუ ძაღლს სასქესო ორგანო ებერება. რაც შეეხება ციკლის ხანგრძლივობას, დაახლოებით 22-26 დღე გრძელდება, გააჩნია ჯიშს. ზოგ ძაღლს მხოლოდ 16 დღე აქვს. ციკლი იმას არ ნიშნავს, რომ მისი დაწყების დღიდან დაწყვილების პერიოდი დგება. დაწყვილების პერიოდი, ციკლის გაწყებასთან ერთად იწყებს განვითარებას. 

კითხვა: შეიძლება, ზუსტი შემადგენლობით სახლში მოვუმზადოთ ძაღლს საკვები. ეს მიღებული ფორმაა?

პასუხი: ესეც ხშირია, თუმცა არ ვეთანხმები და არც არავის ვურჩევ. მიუხედავად ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით გათვალისწინებისა, აღნიშნული რაციონი ვერ იქნება დაბალანსებული და შეიძლება, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.

скачать dle 11.3