კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დაგეგმოთ ბინის რემონტი სწორად და საიდან შემოდის სახლში დადებითი ენერგიის ნაკადი

როდესაც ცხოვრებაში წარუმატებელი, ეგრეთ წოდებული „ჩავარდნის“ პერიოდი იწყება, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა გავაკეთეთ არასწორად, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ცხოვრება. ახლა ის პერიოდი დგას, როცა ბევრი ფიქრობს, როგორ ააშენოს ახალი საცხოვრებელი, ჩაუტაროს ბინას სარემონტო თუ კოსმეტიკური სამუშაოები. ამ საკითხს მეტად ფრთხილად და ცოდნით უნდა მივუდგეთ და ყველა დეტალი გავთვალოთ,  რომ ამ ყოველივემ მომავალში პრობლემების წინაშე კი არ დაგვაყენოს, არამედ, სიამოვნება მოგვანიჭოს და წარმატებისკენ გვიბიძგოს.

დღეს ბევრი ყიდულობს მიწას და საკუთარი გემოვნებით აშენებს სახლს, მაგრამ, არ ინტერესდება იმ ადგილის ენერგეტიკით. ძველად კი, იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ხეს რგავდნენ და, თუ ის გაიხარებდა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ მშენებლობას. დღეს უამრავი ხელსაწყო არსებობს ამის დასადგენად. იმ ადგილას დაგროვილი ენერგიები, სადაც სახლის აშენებას გეგმავთ, უდიდეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე. საცხოვრებლის ყველა კუთხე-კუნჭული ენერგიის დაგროვებას იწყებს, რომელიც მოდის როგორც მიწიდან, ასევე, ადამიანებისგანაც. ამიტომ არის, რომ დადებითი აურის მქონე ადამიანების ბინაში ყოფნა გსიამოვნებთ, სადაც უარყოფითი ენერგიაა, იმ სახლში კი ფორიაქობთ, ვერ ისვენებთ, გინდათ, მალე დატოვოთ იქაურობა. ეს ცუდი აურა კი შემდეგ დიდხანს გაგყვებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ უნდა მივხვდეთ, დაგროვდა თუ არა ბინაში უარყოფითი ენერგია? – ძალიან მარტივია: კარგად დააკვირდით, სახლში ყოფნისას ხომ არ შფოთავთ, ხშირად და მალე ხომ არ ფუჭდება საკვები, ზამთრის მარაგი, ჭკნება ქოთნის ყვავილები. თუ ძაღლი გყავთ, კარგად დააკვირდით მის ქცევებსაც: თუ ის ნერვიულად დადის ოთახიდან ოთახში, ყეფს და იღრინება, ესე იგი, ამ უარყოფით გავლენას განიცდის.

ბინის ყიდვისას კარგად უნდა გაამახვილოთ გრძნობათა ორგანოები. სანამ იყიდით, დაადგინეთ, ვინ ცხოვრობდა იქ, რა იყო ამ სახლში გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი, რამდენად წარმატებულები იყვნენ ცხოვრებაში. შედით ბინაში, ცოტა ხანს დადექით და, თუ იგრძნობთ, რომ სახლის აურა დადებითად მოქმედებს თქვენზე, ესე იგი, შეგიძლიათ, ეს ბინა  შეიძინოთ.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახლა ის პერიოდი დგას, როცა ვფიქრობთ, მოვაწესრიგოთ სახლი, გავაკეთოთ რემონტი, დავიწყოთ საცხოვრებლის აშენება და ასე შემდეგ. სანამ ამ საქმიანობას დაიწყებთ, დაფიქრდით, რათა  მომავალში საცხოვრებელ გარემოში შეტანილმა არასწორმა შტრიხმა პრობლემა არ შეგიქმნათ. მაგალითად, არ უნდა ააშენოთ სახლი მთის წვერზე, არც ხეობის შესასვლელში ან გამოსასვლელში, რადგან, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, წარმატების ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ.  ასევე, არ უნდა ააშენოთ ან იყიდოთ სახლი გზაჯვარედინზე, რადგან, ასეთ საცხოვრებელში წარუმატებლობის შანსი იზრდება და ადამიანებს შორის ურთიერთობები ვერ ლაგდება. კარგია, თუ სახლის ფასადი დასავლეთისკენაა მიმართული, იქ კი გზა გადის, რადგან, ასეთ გარემოში ადვილია სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერების მოპოვება, პირადი ცხოვრების ადვილად აწყობა და გარშემო მყოფების აგრესიისგან თავდაცვა. 

როდესაც გადაწყვეტთ, აიშენოთ კერძო სახლი და ირგვლივ სხვა საცხოვრებელი სახლებიცაა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები, რომლებიც მომავალში თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს, კერძოდ: თქვენი სახლი არ უნდა იყოს ირგვლივ მდებარე სახლებზე ძალიან მაღალი. როცა სახლი ყველა მხრიდან ღიაა და მისი იზოლირება შეუძლებელია, ადამიანები მოუსვენრად გრძნობენ თავს. ამ დროს სახლიდან გაედინება დადებითი ენერგიები და მათი ეგრეთ წოდებული შეკავება და ცირკულაცია საცხოვრებელში ვერ ხერხდება. ასეთი დისჰარმონია კი უეცარი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

სახლი ის ადგილია, სადაც დაძაბული რიტმისა და მომქანცველი მუშაობის შემდეგ ადამიანმა უნდა დაისვენოს, თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ მათთვის მსგავსი იდილია და სიმშვიდე უცხოა. ალბათ, არც კი დაფიქრებულხართ იმაზე, ვის ეკუთვნოდა წინათ ბინა, რომელიც შეიძინეთ და ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, ან, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ; რა ვნება და რა ძალა ტრიალებდა თქვენს მისვლამდე იქ. ფაქტებითაა დადასტურებული, რომ, იმ სახლში, სადაც თვითმკვლელობა მოხდა ან ბოროტი ადამიანები ცხოვრობდნენ, უარყოფითი ენერგია დიდხანს ტრიალებს. ასეთი ბინის შეძენისა და იქ დასახლების შემდეგ კი ხშირად ბოროტი ძალების მსახური თავად ხდებით და, შესაძლოა, დიდი ხნის წინ მომხდარი ტრაგედია წლების შემდეგ კვლავ  განმეორდეს. ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რომლებიც თქვენს უზრუნველ ცხოვრებაზე აგებს პასუხს და გონივრულად მიუდექით ბინის მშენებლობას, რემონტსა თუ მის მოწყობას.

скачать dle 11.3