კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელაქავებულები

ახალი „ღვინო“ ძველ „ტიკებში“

მიუხედავად იმისა, რომ მშრომელთა სიმრავლეს არ ვუჩივით, სამაგიეროდ, პირველი მაისი მაინც აღვნიშნეთ, უფრო ზუსტად, სტუდენტებმა აღნიშნეს და, ისე მოხდა, რომ, მშრომელთა უფლებების დაცვის ხარისხის გარდა, ჩვენი ახალი და ძველი პოლიციის განსხვავების ხარისხიც შემოწმდა.

როგორც აღმოჩნდა, პოლიციას ხელები მაინც ეფხანება (ისიცაა, 9 წელი ფხანა-რტყმას მიჩვეულების ჯეროვან აღზრდას კიდევ დიდი ხანი დასჭირდება), მათ შორის, არა მხოლოდ  აქციის მონაწილეთა, ჟურნალისტების მისამართითაც.

საზოგადოებრივი აზრი, ჩვეულებისამებრ, კვლავაც ორად გაიყო: ნაწილს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეებმა თავიანთ უფლებებს გადაამეტეს, მეორე ნაწილის რწმენით, პოლიციამ საკმარისი მოთმინება ვერ გამოიჩინა, მაგრამ შს მინისტრი დარწმუნებულია, რომ მისმა ქვეშევრდომებმა საკმარისზე მეტი მოითმინეს.

მაგალითად, ბ-ნი ზურაბიშვილის (თუმცა, თავად განათლების მინისტრის მოადგილეა) ლოგიკა შემდეგნაირია: „პოლიციელთა თვალთახედვით, კარგი მინისტრი ისაა, ვინც მუნდირის ღირსებას მაქსიმალურად იცავს და თანამშრომლებს არ აჩაგვრინებს ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, პარლამენტარებს და ასე შემდეგ არაპოლიციელებს.“

აქედან გამომდინარე კი, ასკვნის, რომ ბ-ნ ღარიბაშვილი თავისი სამწყსოს გულების მოსანადირებლად ცდილობს, „მაქსიმალურად დაიცვას პოლიციელები და წარმოჩნდეს მათ ფარად – სხვანაირად მას ვერ ექნება სისტემის შიგნით ავტორიტეტი.“

 კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ შსს-ს საკმაოდ მსუყე დაფინანსება აქვს, იქნებ ტრენინგებისთვის ცოტა მეტი თანხა გაემეტებინათ და ამ ჩვენი მინისტრის სიყვარულის მომლოდინე პოლიციელებისთვის ესწავლებინათ, რომ მათი ვალდებულება უსაზღვრო მოთმინებაა და ფარად მოქალაქეებსა და კანონს უნდა აეფარონ და არა – ერთმანეთს! 

скачать dle 11.3