კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავშენახულები რაციოთი

ანუ, ტყავიც ტკბილია

გასული კვირის ბოლო სესია ამ ჩვენს მოშუშულ პარლამენტში ხმაურიანი გამოდგა. ხმაურის მიზეზად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი იქცა, რომლის განხილვასაც, ბუნებრივია, საპარლამენტო უმცირესობა ეწინააღმდეგება.

ქართული პარლამენტის უმცირესობა-უმრავლესობა ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერად დაუპირისპირდა, მაშინ, როდესაც, მაგალითად, ვენესუელის პარლამენტში ცოტა ხნის წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განხილვას დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ამ ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ამღიარებელი და სულ ახლახან უგო ჩავესის დამკარგავი ვენესუელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: პარლამენტის სპიკერმა უარი განაცხადა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სიტყვის მიცემაზე, ვიდრე ოპოზიცია ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ აღიარებდა (უგო ჩავესის მემკვიდრემ, ბ-ნმა მადურომ, ოპოზიციონერ კონკურენტს 1,5 პროცენტით აჯობა, რასაც არ ეთანხმება ვენესუელის ოპოზიცია და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს).

ჩვენებურებისგან განსხვავებით (მანდატურებმა ვნებები ჩააცხრეს), ვენესუელელი რჩეულები ერთმანეთს დაერივნენ და, საბოლოოდ, შვიდი დეპუტატი დაზიანდა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ვენესეულელი ოპოზიციონერები დანებებას არ აპირებენ.

თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური ოპოზიციონერები ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებებს მთელი სულითა და გულით ეწინააღმდეგებიან, ოღონდ, ამ პროტესტს მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ (მაშინ, როდესაც უმრავლესობაში ყოფნისას მუშტებსაც აქტიურად იყენებდნენ) და ამ კონსტრუქციულ პროტესტს მათი ვენესუელელი კოლეგების თავგანწირვას შევადარებთ (იდეისთვის ბრძოლაში 7 დეპუტატი დაზიანდა!), როგორც ჩანს, ჩვენებურები უფრო რაციოთი მოქმედებენ – სკამიც, მაგრამ, ტყავიც ტკბილია. 

скачать dle 11.3