კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომბოსტო და ნასპიკერალი

„წასვლა სჯობს წარმავალისა“

მართალია, „ენ დი აის“ კვლევით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის რეიტინგი ნოემბრიდან დღემდე, სულ რაღაც 5 პროცენტით, მაგრამ, მაინც გაზრდილა (გამოკითხულთა 48 პროცენტს მოსწონს, 29-ს – არა, 15-მა არც კი იცის, ვინ არის, 1 პროცენტს მასზე არაფერი სმენია, 7-მა პროცენტმა კი პასუხს საერთოდაც თავი აარიდა), თუმცა, მოარული ხმებით, მას პოლიტიკიდან წასვლა დაუპირებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას ნასპიკერალი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ, ბ-ნი სააკაშვილისა და საპრეზიდენტო პოსტის გამომშვიდობებისთანავე მიიღებს, თუმცა, თავად ამ კონკრეტულ კითხვას ფილოსოფიურად პასუხობს: „ადრე თუ გვიან, პოლიტიკიდან ყველანი წავალთ.“

ბუნებრივია, ყველანი წავალთ (მეტიც, არათუ პოლიტიკიდან, თვით ამ სოფლიდანაც), თუმცა, რთულად ასახსნელია, რატომ უნდა მოესურვილებინა (თუ რეიტინგებს დავუჯერებთ) რებრენდინგის წარმატებულობაში დარწმუნებული პოლიტიკური ძალის ყველაზე რეიტინგულ სახეს პოლიტიკური სცენის დატოვება.

მაგრამ, თუ ყოფილი კეისრისა და კომბოსტოს ამბავს გავიხსენებთ, იქნებ, ამ რებრენდინგის პროცესში ბ-ნმა ბაქრაძემ ისეთი კომბოსტო მოიყვანა, რომ მის წარმოსახვაში პოლიტიკას გემო დაეკარგა?!

скачать dle 11.3