კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

კალეიდოსკოპი

რეალითი შოუ მარსზე

ჰოლანდიური ორგანიზაცია Mars One მარსზე კოლონიის დასასახლებლად მოხალისეებს აგროვებს. პროგრამა რეალითი შოუს ფორმატში წარიმართება. წარმატებულ კანდიდატებს წითელ პლანეტაზე 2023 წელს გაუშვებენ, ოღონდ, ერთი პირობით – ისინი დედამიწაზე აღარ დაბრუნდებიან.

მსურველებს უახლოეს დროში აიყვანენ. ზუსტი თარიღი უცნობია. განცხადებები მიიღება ივლისამდე. „ჩვენ მილიონამდე განაცხადს ველოდებით წუთიანი რგოლებით, რომლებშიც კანდიდატები საკუთარ თავზე ისაუბრებენ. ზოგიერთი მათგანის ნახვას ყველა შეძლებს“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ბაზ ლანდსდორპი. ასტრონავტობის სურვილი უკვე 45 ათასმა ჰოლანდიელმა გამოთქვა, 10 ათასი ადამიანი კი პროექტს მთელი მსოფლიოდან გამოეხმაურა. აუცილებელია, რომ კანდიდატები 18 წელზე მეტი ასაკის ჯანმრთელი ახალგაზრდები იყვნენ. უპირატესობა მიენიჭებათ სამეცნიერო-ტექნიკური განათლების მქონე პირებს.

2015 წლის ივლისისთვის Mars One კანდიდატების შეგროვებას დაასრულებს და 24 ბედნიერი მომზადებას დაიწყებს, რაც 7 წელი გაგრძელდება. „ჩვენ მათ ექვს გუნდად დავყოფთ, თითოეული კი 3 თვის განმავლობაში იცხოვრებს ისეთ დროებით დასახლებაში, როგორიც მათ მარსზე უნდა ააგონ. პირობებიც იმის მსგავსი იქნება, რაც მათ წითელ პლანეტაზე ელოდებათ. ჩვენ მონაწილეებს ყველაზე სტრესულ სიტუაციებს მოვუწყობთ“, – განაცხადა ლანდსდორპმა. მისი თქმით, ასტრონავტებს რეგულარულად მოუწევთ, გამოავლინონ დამოუკიდებლობა და მოსაზრებულობა. სიგნალი დედამიწიდან მარსის თანამგზავრამდე არც ისე სწრაფად – 3-დან 22 წუთამდე პერიოდში აღწევს.

„ბილეთი ერთი მიმართულებით“ – ეს არის ყველაზე მთავარი სიძნელე, რომელიც მომავალ მარსელებს ემუქრებათ. „ისინი შინ ვერ დაბრუნდებიან, რაც განპირობებულია იმით, რომ მარსამდე ფრენა შვიდ-რვა თვეს გაგრძელდება. ამ დროში კოსმოსური აპარატის მგზავრები კუნთებისა და ძვლების მნიშვნელოვან მასას დაკარგავენ; შემდეგ აღმოჩნდებიან მარსზე, რომლის გრავიტაციული ველი მრავალჯერ ჩამორჩება დედამიწას, რაც, ასევე, აისახება მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შოუს მონაწილეები, უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ, თავიდან შეეგუონ დედამიწის გრავიტაციას“.

 

„ქალი ჰობიტის“ ჩონჩხის კვლევის ახალი დეტალები

„ქალი ჰობიტის“ მინიატურული ჩონჩხის შესწავლისას ახალი დეტალები გამოჩნდა. ჩონჩხი თითქმის ათი წლის წინათ აღმოაჩინეს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე. ცნობილი გახდა ამ „ქალი ჰობიტის“ ტვინის ზუსტი მოცულობა – ის სულ 426 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს. ექსპერიმენტულად დადასტურება იმისა, რომ ჯუჯა ადამიანის მსგავსი რასის ტვინის ზომა ფორთოხალზე დიდი არ იყო, ვერ შეძლეს მანამ, სანამ სწავლულებმა ულტრათანამედროვე სკანერები არ გამოიყენეს.

ადრე „ჰობიტის“ ტვინის ასეთ მცირე ზომებს (ის თითქმის სამჯერ უფრო პატარაა თანამედროვე ადამიანის ტვინზე) იმითაც ხსნიდნენ, რომ ნაპოვნი ქალი შეიძლება იტანჯებოდა მიკროცეფალიით – ავადმყოფობით, რომლის დროსაც ტვინი და თავის ქალა ვერ აღწევს თავის სრულყოფილ ზომებს. მაგრამ, ამერიკელი სპეციალისტები – უილიამ იუნგერსი და კარენ ბააბი, ჯერ კიდევ 2009 წელს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ასე არ არის. მათ სტონი ბრუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ჩაატარეს „ჰობიტის“ ჩონჩხის სტატისტიკური ანალიზი. „ჰობიტების“ პათოლოგიების მიხედვით ადამიანებზე მიკუთვნების ცდები არაერთხელ ჩავარდა, ვინაიდან, სამედიცინო დიაგნოზს ჯუჯის სინდრომსა და მიკროცეფალიაზე  არავითარი საერთო არ აქვს Homo Florensiesis-ის უნიკალურ ანატომიასთან.

ამ დასკვნებს ეთანხმებიან ტოკიოს სპეციალისტები ბუნებისა და მეცნიერების ნაციონალური მუზეუმიდან. იმ მოდელის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, Homo Florensiesis იყო საყოველთაოდ აღიარებული Homo  erectus-ის („გამართულად მოსიარულე ადამიანის“) ჯუჯა სახეობა, მათ ივარაუდეს, რომ ჩვეულებრივი ზომების მქონე ადამიანებს შეეძლოთ, დამოუკიდებლად დაეტოვებინათ მატერიკი, პრიმიტიული ნავებით გადაეცურათ 24 კილომეტრი და მისულიყვნენ ინდონეზიის ამ კუნძულზე. იზოლაციაში კი მათ ევოლუცია განიცადეს Homo Florensiesis-მდე. იაპონელი სპეციალისტები არ უარყოფენ, რომ ყველაზე ცხადი ევოლუციური ცვლილებები მოხდა სახელდობრ მათ ზომებში. მეცნიერებმა დააზუსტეს, რომ მინიატურულ არსებებს არ სჭირდებოდათ დიდი ტვინი, მათ ყველაფერი პროპორციული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, იაპონელები არ გამორიცხავენ, რომ  – შესაძლოა, პროცესები განვითარებულიყო უკუმიმართულებით – სახეობის ზრდის მიმართულებით.

ტვინის ზომებმა და „ჰობიტების“ მცირე პარამეტრებმა ხელი არ შეუშალა მათ, მიეღწიათ ცივილური განვითარების განსაზღვრულ ეტაპამდე. ამას ამტკიცებს ბუხრები, დამწვარი ძვლები და ათასობით ქვის იარაღი, რომლებიც, როგორც ჩანს, მათ დაამზადეს.

სინამდვილეში, ცნობილი არ არის, რამდენ ხანს იარსება Homo Florensiesis-ის სახეობამ. თუ ვიმსჯელებთ გაქვავებული ძვლებით, რომლებიც კუნძულზე იპოვეს, „ჰობიტები“ ამოწყდნენ დაახლოებით 400 ათასი წლის წინათ. სხვა მონაცემებით, პატარა ადამიანები ამოწყვიტეს თანამედროვე სახეობის ადამიანებმა დაახლოებით 18 ათასი წლის წინათ. ზოგიერთი მკვლევარი კი ვარაუდობს, რომ სიცოცხლე კუნძულზე, გიგანტური ვირთხებისა და ჯუჯა სპილოების ჩათვლით, გაანადგურა ვულკანმა, დაახლოებით 12 ათასი წლის წინათ.

скачать dle 11.3