კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გენიალურობა უბრალოებაშია

ამ უბრალო გამოგონებებმა კარდინალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.

კაპრონის წინდები – ქალის ფეხების ამ „უწყინარ” სამოსს ნებისმიერი მამაკაცი გადაჰყავს ჭკუიდან. აღარავის ახსოვს, რომ თავიდან უილიამ ლიმ გამოიგონა საქსოვი დაზგა და, წინდებმა, რომლებიც მანამდე მხოლოდ შალის ძაფით  იქსოვებოდა, მთლიანად იცვალა სახე. აბრეშუმის ნაზმა ქმნილებამ მაშინვე მოხიბლა სუსტი სქესი და სწრაფად გადაინაცვლა მათ გარდერობში.

28 მარტი სარეცხი მანქანის დაბადების დღედ არის მიჩნეული. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, პატენტი პირველ სარეცხ მანქანაზე ჯერ კიდევ 1797 წელს არის გაცემული. გამოგონება ეკუთვნის ამერიკელ ნათანიელ ბრისს. მერე რა, რომ მისი სარეცხი მანქანა საერთოდ არ ჰგავს თანამედროვე აპარატებს. ქალბატონებმა ნათანიელს მაინც მადლობა უნდა უთხრან.

სარეცხი მანქანის შემდეგ, პოპულარობით მეორე ადგილზეა მტვერსასრუტი. კაცობრიობის ისტორიაში პირველი მტვერსასრუტი გამოიგონეს ამერიკაში, აიოვას შტატში. მისი ავტორია ვინმე დენიელ ჰესი. 1660 წლის 10 ივლისს მან თავისი გამოგონება საზოგადოების ფართო მასებს გააცნო როგორც „ხალიჩების მწმენდავი.” მასობრივ წარმოებაში აპარატი მხოლოდ 8 წლის მერე გაუშვეს.

რეზინის ლენტები – დღეს ეს აღარავის უკვირს. ამ ლენტებით ვკრავთ ფულის დასტებს, თმას, ქაღალდს. იყო დრო, როცა მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს. გამოგონების ავტორია ვინმე სტივენ პერი. 1845 წლის 17 მარტს უბრალო ინგლისელმა კაცმა დააპატენტა თავისი წარმოება ვულკანიზებულ რენზინზე. მას ის წამლის ბოთლებზე თავსახურის დასამაგრებლად სჭირდებოდა.

საკანცელარიო სამაგრი („სკრეპი“) – სანამ მას გამოიგონებდნენ, ქაღალდებს ძაფით აკერებდნენ ერთმანეთზე. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო მიდიოდა ამაში. 1887 წელს ფილადელფიის მცხოვრებმა ელიზაბეტ მიდლტონმა ამ საქმისთვის ფოლადის მავთული გამოიყენა, მაგრამ, კიდევ თორმეტი წელი გახდა საჭირო, რომ ნორვეგიელ იოჰან ვალესს ამ მავთულისგან „სკრეპი“ მოეხვია.

ერთჯერადი ჩაის ქაღალდის ტომსიკა – მოვაჭრე ტომას სალიკანს მხოლოდ და მხოლოდ ფულის დაზოგვა უნდოდა. 1904 წელს მან თავის ხელქვეითებს უბრძანა, ჩაი არა რკინის ქილებში, არამედ, აბრეშუმის ტომსიკებში შეეფუთათ – ასე წონაშიც დაიკლებდა და გადასატანადაც ადვილი იქნებოდა. ანუ, ვერც კი მიხვდა, როგორ შეეწყო ხელი სასარგებლო გამოგონებას.

საწრუპი ჩხირი – წარმოუდგენელია კოქტეილი ამ მარტივი ხელსაწყოს გარეშე. ვის უნდა ვუმადლოდეთ კომფორტსა და სიამოვნებას? სიგარეტის მუნდშტუკების დამამზადებელი ფაბრიკის მფლობელმა მარვინ სტოუნმა 1888 წელს კალამს გარშემო შემოახვია ქაღალდის ფურცელი, დააწება და ისე დალია თავისი კოქტეილი. ერთ წელიწადში კი კოქტეილის ჩხირებს წარმოებამ უზარმაზარი მოგება მოუტანა.

скачать dle 11.3